
ძვირფასო მუსლიმებო!
ჩვენი უდიდებული სარწმუნოება — ისლამი, ცოდნისშეძენას ქალსა და მამაკაცს ერთნაირად სავალდებულოდუდგენს. ცოდნა ადამიანს საკუთარი თავისა და გამჩენისშეცნობასა და მისი შექმნის მიზნის გააზრებას ასწავლის. წმინდა ყურანში ნამბრძანებია:
اِقْرَأْ بِاسْمِ رَبِّكَ الَّذ۪ي خَلَقَۚ
„იკითხე, შენი ღმერთის სახელით, რომელმაც გააჩინა(ყველაფერი)!“ (ღ’ელეყი, 96/1)
ეს აიათი გვაუწყებს, რომ ცოდნა უნდა მოვიპოვოთ ალლაჰისსახელით და მხოლოდ მისი წყალობისა და კმაყოფილებისმოპოვებისთვის.
ძვირფასო მორწმუნეებო!
ისლამში ცოდნა მხოლოდ პროფესიის, კარიერისა დაამქვეყნიური სარგებლის მიღების გზა არ არის. ცოდნისსაფუძველი, რომელსაც ალლაჰი გვიბრძანებს და რაშიცშუამავალი მუჰამმედი (ს.ა.ს.) ჩვენთვის გზამკვლევია, ეს არის:
ცხოვრების ცენტრში ყურანის დაყენება;
გულებში ალლაჰისა და მისი შუამავლის სიყვარული;
გამჩენისადმი მოკრძალება და ქმნილებისადმი სიკეთე;
ძალადობის ნაცვლად სიყვარულის დამკვიდრება;
სიძულვილის ნაცვლად წყალობის გავრცელება;
მტრობისა და ზიზღის ნაცვლად ურთიერთპატივისცემისდამყარება;
მორწმუნე, ზნეობრივი და ღირსეული თაობების აღზრდა.
ძვირფასო მუსლიმებო!
ჩვენ ცოდნის ღირებულება უშუალოდ შუამავალისგან (ს.ა.ს.) ვისწავლეთ.
რომელიც ბრძანებს:
إِنَّمَا بُعِثْتُ مُعَلِّماً — „მე მხოლოდ მასწავლებლადწარმოვიგზავნე.“ (იბნი მაჯე, სუნნეთი, 17)
მექურ რთულ დღეებში დარულ–ერქამი ცოდნის სკოლადაქცია, ხოლო მედინაში, პირველივე დღიდან, მესჯიდი ნებევისიბრძნის აკვნად გადააქცია.
შუამავალმა (ს.ა.ს.) ასე გვასწავლა:
„იყავი ან მასწავლებელი, ან მოსწავლე, ან მსმენელი, ანცოდნის მხარდამჭერი. მეხუთე არ იყო, თორემწარიწყმიდები!“ (დარიმი, მუყადდიმე, 26)
ასევე ბრძანა:
„ვინც ცოდნის შესაძენად გზას დაადგება, ალლაჰი მასსამოთხისკენ მიმავალ გზას გაუმარტივებს.“ (თირმიზი, ილიმი, 19)
აქედან გამომდინარე, ყოველი მასწავლებელი, რომელიცშუამავალ მუჰამმედს (ს.ა.ს.) წინამძღვრად იდგენს, ცოდნასა დასწავლებაში დახარჯულო დრო ღვთისმსახურებად ეთვლება. მან მოსწავლეები ღვთის ამანათად უნდა ჩათვალოს და მათპირველ რიგში ღვთისა და რელიგიის რწმენა უნდა ასწავლოს. შემდეგ კი — სამართლიანობის, წყალობის, ზნეობის, ჰალალისა და ჰარამის ცნობიერების საფუძველზე ნამდვილიადამიანის, ზნეკეთილი მორწმუნის გზას უნდა დააყენოს.

ძვირფასო მორწმუნეებო!
დღევანდელი პრობლემების ძირითადი საბაბი არისშემდეგი, რომ ჩვენ შვილები ვერ აღვზარდეთ ისე, როგორც ამასღმერთი გვიბრძანებს და როგორც შუამავალი (ს.ა.ს.) გვასწავლა. სამწუხაროდ, დღეს ზოგიერთი ბავშვი პატარაასაკშივე დამოკიდებულების ხაფანგში ვარდება, ზოგივირტუალურ აზარტულ თამაშებში იძირება, ზოგი ცრუ იდეებისადა ფიქრის დამახინჯებული მიმდინარეობების მსხვერპლია, ზოგი თანატოლთა ძალადობის ქვეშ იტანჯება, ზოგი კი მოდისადა ბრმა მიბაძვის გამო იკარგება. ბევრი ბავშვი, რომელსაცმშობლები და საზოგადოება ზნეობრივი ღირებულებებისმიხედვით არ ზრდის და ბოროტის ხელში ტოვებს, საბოლოოდდანაშაულისკენ მიდრეკილი ხდება.
შუამავალი (ს.ა.ს.) აშკარად შეგვაგონებს:
„მშობელი შვილს იმაზე უკეთესს ვერაფერს ვერაფერსდაუტოვებს, ვიდრე კარგი ზნეობაა.“ (თირმიზი, ბირრი, 33; იბნიჰანბელი, IV, 77)
ძვირფასო მუსლიმებო!
განათლების მეორე საყრდენი ოჯახის შემდეგ — სკოლაა. თუ ოჯახსა და სკოლაში სიყვარული, პატივისცემა დამოთმინება არ ისწავლება, ეს ქუჩაში სიძულვილად, ძალადობად და ძალმომრეობად გარდაიქმნება. თუსამართლიანობა, წყალობა და ზრდილობა ვერ ჩაენერგა, ესსაზოგადოებაში უსამართლობას, არეულობას და უზნეობასგამოიწვევს.
ამიტომ, გავუფრთხილდეთ ჩვენს შვილებს, რომლებისალლაჰმა ამანათად მოგვმადლა, და გავაცნოთ მათ შუამავალმუჰამმედის (ს.ა.ს.) ზნეობა, რომელიც ბრძანებს: „მემოვევლინე, რათა სრულვყო ზნეობა.“ (იბნი ჰანბელი, II, 381)
ვასწავლოთ ბავშვებს, როგორ განასხვავონ კარგიბოროტისგან, მართალი მცდარისგან. მათ სწორად აღზრდაშიოჯახმა, სკოლამ და მთელმა საზოგადოებამ ერთად უნდაიტვირთოს პასუხისმგებლობა.
წელს აღინიშნება შუამავალი მუჰამმედის (ს.ა.ს.) დაბადების1500 წლის თავი, ჩვენი ვალია, რომ „შუამავლის ცხოვრება“ და„ყურანი ქერიმი“ უფრო მეტ ახალგაზრდას შევაყვაროთ.
დასასრულს ალლაჰს ვევედრები, რომ ახალი სასწავლოწელისთვის მზადება უკვე დაიწყო და რამდენიმე დღესი ათასობით ჩვენი ბავშვი სკოლებისკენ გაეშურება, ეს წელისიკეთითა და სარგებელით აღსავსე ყოფილიყოს ჩვენიშვილებისთვის.
ხუტბა მინდა დავასრულო შუამავალი მუჰამმედის (ს.ა.ს.) შემდეგი ვედრებით: „ღმერთო ჩემო! სასარგებლოდდამიდგინე ის, რაც შემასწავლე. მასწავლე ისეთი ცოდნა, რაც სარგებელს მომიტანს და გამიღრმავე ცოდნა!“ (თირმიზი, დეღ‘ავათი, 128; იბნი მაჯე, სუნნეთი, 23)





Comment here