სათაურებიხუტბა

გაზა – კაცობრიობის
ღირსების გამოცდა

ძვირფასო მორწმუნეებო!
ჩვენი ცხოვრების გზამკვლევ ყურანში მრავალი სიბრძნითა და მისაბაძი მაგალითით აღსავსე ამბავია გადმოცემული. ერთ-ერთი მათგანია ასჰაბულ-უჰდუდი — სანგრის ხალხია. ხუტბის დასაწყისში წაკითხულ აიათებში, ეს ბოროტი ხალხი ასეა აღწერილი:

წყეული იქმნენ სანგარნის მკვიდრნი, (მასში) საწვავით სავსე ცეცხლის (პატრონები)! აკი, ისინი მის გარშემო ისხდნენ და უცქერდნენ (სიამოვნებით), მორწმუნეებს რაც ემართებოდა (როგორ იწვოდნენ ცეცხლში)! მათ მხოლოდ იმისთვის აწამებდნენ, რომ სწამდათ ალლაჰისა, ძლევამოსილისა, დიდებულისა. იგია, ვისიცაა ცათა და მიწის მეუფება; და ალლაჰი მხილველია ყოველივესი!“ (სურა ბურუჯი, 85/4-9)

ძვირფასო მორწმუნეებო!
დღევანდელი ასჰაბულ-უჰდუდი — სიონისტი ჯალათები არიან. ეს მხეცები, გაზაში, ქალს, ბავშვსა და მოხუცს არ არჩევენ და კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასტიკი მასობრივი ხოცვა-ჟლეტვას სჩადიან. მთელი მსოფლიოს თვალწინ, გაზას მკვიდრნი ერთი ლუკმა პურისა და ერთი წვეთი წყლისთვის ტანჯვაში არიან მიტოვებულნი. მათ აიძულებენ ან დანებდნენ, ან თავიანთ მიწას დაემშვიდობონ. მაგრამ უნდა გვახსოვდეს:

მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტები გეგმებს აწყობენ – ალლაჰი მათ გეგმებს ფუჭად აქცევს!

მიუხედავად იმისა, რომ დამპყრობლები რუკებს ხაზავენ – საბოლოო განგება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის.

ძვირფასო მუსლიმებო!
წარსულიდან დღემდე, მრავალი მორწმუნე უსამართლობის მსხვერპლი გამხდარა. უამრავი შუამავალი და მათ მიმდევრები სასტიკმა ხალხმა ალყაში მოაქცია და აწამა. დღესაც, გაზაში ერთი მუჭა მორწმუნე გმირულად ეწინააღმდეგება ჯალათებსა და მათ მხარდამჭერ ბოროტ ძალებს – რწმენით, მოთმინებითა და ღირსებით.

ყურანი ასე გვასწავლის:

რამდენ მცირე გუნდს უძლევია დიდი გუნდისთვის ალლაჰის ნებით! და ალლაჰი იმათთანაა,  რომელნიც  მომთმენნი არიან.“ (სურა ბაყარა, 2/249)

დიახ, ისტორიამ იცის:

ყაბილმა წააგო – ჰაბილმა გაიმარჯვა.

ნემრუდმა წააგო – იბრაჰიმმა გაიმარჯვა.

ფირღევნმა წააგო – მუსამ გაიმარჯვა.

ებუ ჯეჰილმა და ებუ ლეჰებმა წააგო –

და გაიმარჯვა მუჰამმედ მუსტაფამ (ს.ა.ს) და მისმა უმმეთმა.

დღესაც, ღვთის ნებით, გაზელები გაიმარჯვებენ, ხოლო მტარვალები და მათი მომხრეები უეჭველად დამარცხდებიან.

اِنَّ بَطْشَ رَبِّكَ لَشَد۪يدٌۜ

უეჭველად, შენი ღმერთის რისხვა საშინელია!“ (სურა ბურუჯი, 85/12)

ამ აიათის თანახმად, ეს ბოროტები, ადის, სემუდის, ლუთის და სხვა განადგურებული ხალხის მსგავსად, მიწასთან გასწორდებიან.

ალლაჰის, ანგელოზების, ადამიანებისა და მთელი ქმნილების წყევლა მათზეა.

ღვთის აღთქმა ჭეშმარიტია:

قُلْ لِلَّذ۪ينَ كَفَرُوا سَتُغْلَبُونَ وَتُحْشَرُونَ اِلٰى جَهَنَّمَۜ وَبِئْسَ الْمِهَادُ

უთხარი იმათ, რომელთაც არ იწამეს, დამარცხებული იქნებით, ხელმეორედ აღმოცენდებით და გაირეკებით ჯოჯოხეთში. და ის (ჯოჯოხეთი) რა საზარელი სავანეა!“ (სურა ალი იმრანი, 3/12)

ძვირფასო მორწმუნეებო!

გაზა დღეს მხოლოდ მუსლიმებისთვის კი არა, მთელი კაცობრიობისთვის არის გამოცდა.

გაზა – კაცობრიობის ღირსების გამოცდაა.

ამიტომ, განურჩევლად რელიგიის, ფერისა და ერისა – ყველას მოვალეობაა აღუდგეს ამ ბოროტებას და იღვაწოს იმისთვის, რომ ჩვენი სამყარო მშვიდობისა და ჰარმონიის სივრცედ იქცეს.

თუ ასე არ იქნება – არც ერთი ჩვენგანი აღარ იქნება უსაფრთხოდ.

ხუტბის დასაწყისში წაკითხულ ჰადისში, შუამავალი მუჰამმედი (ს.ა.ს) ასე ბრძანებს:

თუ ადამიანები დაინახავენ ბოროტს და მას არ შეაჩერებენ, ალლაჰი მათ საერთო სასჯელის მოუვლენს.“ (თირმიზი, თეფსირულ-ყურანი, 5)

ძვირფასო მუსლიმებო!
ჩვენი დიადი თემი მუდამ იდგა უსამართლოთა წინააღმდეგ და მუდამ ეხმარებოდა უძლურს.

სადაც იყო ცრემლი და ტანჯვა – იქ იყო ჩვენი თემის გულმოწყალება და დახმარება  და დღესაც ასე უნდა იყოს.

ამგვარ მძიმე და უსამართლობით სავსე დროში, ჩვენი ვალია:

– დავემორჩილოთ ალლაჰის ამ ბრძანებას:

وَاَعِدُّوا لَهُمْ مَا اسْتَطَعْتُمْ مِنْ قُوَّةٍ 

განამზადეთ მათთვის, რაც შეგეძლებათ…“ (სურა ენფალი, 8/60)

ეს ნიშნავს: განვვითარდეთ ცოდნით, მეცნიერებით, ტექნოლოგიით, მატერიალურად და სულიერად.

ერთმანეთს მივეჯაჭვოთ, ერთიანობა დავიცვათ და ყოველგვარ განხეთქილებას თავი ავარიდოთ.

დავამკვიდროთ იმედი და ნდობა ალლაჰისადმი.

لَا تَقْنَطُوا مِنْ رَحْمَةِ اللّٰهِۜ

არ მოიწყვიტოთ იმედი ალლაჰის წყალობისგან!“ (სურა ზუმერი, 39/53)
მაგრამ მხოლოდ ვედრების აღველნა და დახმარება გაწევა საკმარისი არ არის.

ჩვენ ასევე გვმართებს ბოიკოტი იმათ მიმართ, რომლებიც მტარვალს ეკონომიკურად აძლიერებენ.

რადგან ჩვენი სავაჭრო არჩევანი არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ზნეობრივი და სინდისის არჩევანია.

არ უნდა დაგვავიწყდეს:

ღირსეული ადამიანების წყალობით მტარვალები ყოველთვის დამარცხდებიან და მორწმუნენი გაიმარჯვებენ.

ძვირფასო მორწმუნეებო!
ივლისი ცხელი დღები გვიდგას.

გთხოვთ, ტყეებში არ დაანთოთ ცეცხლი;

ნუ დაყრით ნაგავს და სხვა ნარჩენებს ტყეებსა და გზებში.

მცირე უყურადღებობამ შესაძლოა ათასობით ჰექტარი ტყე და უამრავი ცოცხალი არსება გაანადგუროს.

გამჩენმა დაიფაროს ჩვენი სამშობლო, ჩვენი ერი და ჩვენი თემი ყოველგვარი უბედურებისა და განსაცდელისგან!

აამიინ.

Comment here