ღმერთო დიდებულო, რომელიც ხარ ჩვენს მიერ აღვლენილი ეზნის პატრონი, შენ მოგენდეთ და შენს წინაშე მოვედით. ხელები ზეცად გვაქვს აპყრობილი და გევედრებით. გული ღია გვაქვს შენი წყალობისთვის.
როგორც შუამავლების, ჩაგრულებისა და გაჭირვებულების ვედრებას შეისმენ, ისე შეისმინე ჩვენი ვედრებაც, რომელსაც ახლა აღვავლენთ. მოგვმადლე ის, რისი იმედიც გვაქვს და გვაშორე ყოველივე, რისიც გვეშინია.
ღმერთო ჩემო! მთელი მსოფლიო განსაცდელის წინაშე დგას. წყალობით გადმოგვხედე და უბედურებისაგან გვიხსენი.
ღმერთო ჩემო! დაგვიფარე ყოველგვარი სიავისგან და იყავ ჩვენით კმაყოფილი. მოგვიტევე, დაგვიცავი უბედურებისაგან. სიკეთეს ნუ მოაკლებ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ახლა ხელაპყრობილი წარმოთქვამენ „აამიინ“.

დაიფარე, ღმერთო, ჩვენი ქვეყანა და ხალხი. შვება უწყალობე ყველა დავადებულს და გამოაჯანმრთელე. დარდი განუქარვე დადარდიანებულ ადამიანებს და შეეწიე გაჭირვებულებს! ღმერთო ჩემო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო ყოველგვარი უბედურებისაგან, განსაცდელებისა და კატასტროფებისაგა!
რთული დღეები გვიდგას. ღმერთო, შეგვაძლებინე შევინარჩუნოთ ერთიანობა, მხნეობა, თანადგომა და ურთიერთსიყვარული! ღმერთო ჩემო, შეეწიე ყველა იმ ადამიანს, რომლებიც დღე და ღამ თავდაუზოგავად იღწვიან შენი კმაყოფილების მოპოვებას.
ღმერთო ჩემო! ნუ მოგვივლენ ისეთ განსაცდელს, რომელსაც ვერ გავუძლებთ. გაგვიოლე ჩვენი ამქვეყნიური გამოცდა. მოგვეც ძალა და მხნეობა, რათა გავუძლოთ ამ განსაცდელს. ღმერთო, მოგვეც მოთმინება, გონიერება და ნუ მოგვაკლებ შენს წყალობას. ღმერთო, დაგვიფარე და ამქვეყნადაც და საიქიოშიც ნუ გვამყოფებ შერისხულთა შორის.
აამიინ!





Comment here