
ძვირფასო მორწმუნენო!
დღეს წილად გვხვდა ბედნიერება კიდევ ერთხელ დავესწროთ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს. უსაზღვრო დიდება ალლაჰს, რომელმაც მოგვმადლა წყალობა და კიდევ ერთხელ მოგვცა შესაძლებლობა დავსწრებოდით ამ ძვირფას დღეს. ვლოცვათ და ვესალმებით ძვირფას შუამავალს, რომელმაც ამ დღესასწაულის წესები და მასში არსებული სიბრძნე და მადლი შეგვასწავლა.
ძვირფასო მორწმუნენო!
ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს: „უთხარი: უეჭველად, ჩემი ლოცვა და შესაწირი[1] ჩემი და სიცოცხლე და სიკვდილი ჩემი სამყაროთა ღმერთის, ალლაჰისთვისაა“. (ენღამი, 6/162)
ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „დღეს უპირველესი საქმე ბაირამის ლოცვის შესრულება, შემდეგ კი მსხვერპლის შეწირვაა. ვინც ასე მოიქცევა, ჩვენი წესის მიმდევარი იქნება“(ბუჰარი, „იდეინ“, 3)

ძვირფასო მორწმუნენო!
ცოტა ხნის წინ ბაირამის ლოცვა შევასრულეთ. ცოტა ხანში კი ყველა წესის დაცვით შესაწირთან დაკავშირებულ რიტუალებს შევასრულებთ და უზენაეს გამჩენს კიდევ ერთხელ მადლიერებას ვუძღვნით, რადგან ასე უხვად გვწყალობს. ყველამ ვიცით, რომ ღმერთს მსხვერპლის ხორცი არ სჭრდება. მასთან მხოლოდ ჩვენი ღვთისმსახურება და თაყვანისცემა აღწევს.
ძვირფასო მორწმუნენო!
ეს არის დღე, რომ ჩვენს მიერ შეწირული მსხვერპლი ღმერთთან დაახლოების საშუალებად გავიხადოთ. ეს არის დღე, როდესაც შეგძვიძლია ჰაჯერის გულწრფელობა, შუამავალ აბრაამის ერთგულება და ისმაილის მინდობა გამოვავლინოთ.
ეს არის დღე, როდესაც მსოფლიოს სხვა და სხვა კუთხიდან მოსული მილიონობით მომლოცველი მექაში იკრიბება და ლოცვა-ვედრებას აღავლენს.
ეს არის ძმობისა და თანადგომის დღე, როდესაც მორწმუნეთა შორის სიყვარული და თანადგომა გაძლიერდება.
მსხვერპლის შეწირვა გულწრფელობაა, ერთგულებაა. ეს არის გამოხატულება იმისა, რომ მორწმუნე მსახური ღვთის კმაყოფილების მოპოვებას ყველაფერზე მაღლა აყენებს.
მსხვერპლის შეწირვა მინდობაა. ამით მორწმუნე მსახური გამოხატავს, რომ ის ღვთის გზაზე ყველაფერს გაიღებს.
მსხვერპლის შეწირვა მადლიერების გამოხატვაა. ეს არის ღვთით ნაბოძები უთვალავი წყალობის მიმართ მადლიერების დადასტურება. მსხვერპლის შეწირვით მსახური გამოხატავს, რომ ის მადლიერია ღვთისა და ამასთანავე, ამქვეყნიური სიმდიდრის ტყვეობისგან თავისუფლდება.
ძვირფასო მორწმუნენო!
შესაწირი ამავდროულად ჩვენს თანამორწმუნე ძმებთან დაახლოების საშუალებაა. ეს არის ღვთით ბოძებული წყალობის გამო მადლიერების გამოხატულება. შესაწირი სიკეთისა და თანადგომის გავრცელებაა. მისი საშუალებით ერთმანეთთან სიახლოვესა და თანაგრძნობას გამოვხატავთ, შედეგად კი სიყვარული და ძმობა ძლიერდება. შესაწირი გეოგრაფიულ არეალებს სცილდება და მთელ მსოფლიოში უპრეცენდენტო დახმარებისა და თანადგომის ხიდებს აგებს. ამ დღეებში მორწმუნეებს შეუძლიათ სრულებით უცნობი ადამიანების გულები გაახარონ და ეს დღეები გაულამაზონ. ამ ყველაფერით ჩვენი, როგორც ძმობა და ერთიანობა ძლიერდება.
უსაზღვრო მადლიერებას ვწირავთ უზენაეს გამჩენს და ვევედრებით რომ მიიღოს ჩვენი ღვთისმსახურება და მოგვმადლოს სიკეთე, როგორც ამქვეყნად, ისე საიქიოშიც.

[1] ღვთისმსახურებანი




Comment here