სათაურებიხუტბა

ისლამის
სიმბოლოები,
ეზანი და მსხვერპლშეწირვა


ძვირფასო მორწმუნენო! 
საზოგადოება სიმბოლოების წყალობით დგას ფეხზე და არსებობას ინარჩუნებს. ისლამის მიმდევრებსაც მათთვის დამახასიათებელი სიმბოლოები გაგვაჩნია. სიმბოლოები მუსლიმის იდენტობას აყალიბებს და ამასთანავე მუდმივად გვახსენებს, რომ გამჩენის ღირსეული მსახურნი ვიყოთ. ეს ის ღრებულებები, რომლებიც ღვთის წინაშე დაფასებულია და ჩვენ მორწმუნეებს, მათი დაცვა გვევალება. ყურანის აიათის მიხედვით უზენაესი გამენი ასე ბრძანებს:

აი ასე! და ვინც განადიდებს ალაჰის რიტუალურ სიმბოლოებს, ეს ხომ გულითადი ღვთისმოშიშობაა. (ჰაჯი, 22/32)

დღევანდელი ხუტბას თემა კი ისლამის ორი სიმბოლო, ეზანი და მსხვერპლშეწირვა იქნება.

ძვირფსო მორწმუნენო! 
ეზანი არის შეხსენება, რომელიც კაცობრიობას ღვთისმსახურებისკენ მოუწოდებს. ეზანი ერთი ღმერთის რწმენის ხმამაღლა გაცხადებაა. მუეზინი, დღეში ხუთჯერ,ხმამაღლა აცხადებს, რომ არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა ალლაჰისა და მუჰამმედი მისი შუამავალია. ეზანი ადამიანებს ღვთისმსახურების შესრულებისა და განწმენდისკენ მოუწოდებს. ეზანი გადარჩენისა და სიმშვიდისკენ მოწოდებაა. ეზანი მორწმუნეთა ერთანობის განაცხადია.

ძვირფასო მორწმუნენო! 
ეზანი, როგორც ყურანი, არაბულად იკითხება. ეზნის სიტყვები ყოველი მუსლიმისთვის მისაღები და გასაგებია. ის ისლამის მიმდევართა საერთო ღრებულებაა. მისი სიტყვები და ფორმა, რითიც ეზანი სრულდება, თავად შუამავალმა შეგვასწავლა. აქედან გამომდინარე, ეზნის სხვა ენაზე შესრულება ღვთისმსახურებად ვერ ჩაითვლება. დაე, ღვთის წყალობით, ეზნის ხმა ქვეყნიერების აღსასრულამდე ისმოდეს.

ძვირფასო მორწმუნენო! 
ვინც გულწრფელი რწმენით ეზნის სიტყვებს გაიმეორებს, სამოთხეში შევა. (იხ. იბნ ჰანბელი, 2. 352) ამ ჰადისითაც ცხადი ხდება, რომ ეზანი ჩვენთვის სამოთხის მახარობელია. მინარეთებიდან მომდინარე ხმა ჩვენს გულებში აღწევს და მთელ ჩვენს ცხოვრებას მიმართულებას აძლევს. მნიშნელობა არ აქვს, ეროვნებას, კანის ფერს, მიმდინარეობას, ეზანი ყველასათვის საერთო ღრებულებაა, რომელსაც ყოველ გაგონებაზე სულიერი ამაღლება მოჰყვება. როდესაც ბავშვები იბადებიან, ტრადიციისამებრ ყურთან ეზანს ჩავჩურჩულებთ და ამით მუსლიმის იდენტობას ვანიჭებთ.

ძვირფასო მორწმუნენო! 
ისლამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო მსხვერპლშეწირვაა. მსხვერპლის შეწირვა ღვთისადმითაყვანისცემისა და მასთან დაახლოების გულწრფელი მცდელობაა. მსხვეროლშწირვა სრული მინდობა და მიკედლებაა. მსხვერპლშეწირვა ღვთის ბრძანების მიმართ მორჩილება და მისდამი ერთგულებაა. ის არის სიმბოლური გამოხატულება იმისა, რომ ყველაფრის ჭეშმარიტი მფლობელი ერთადერთი ღმერთა. ამ დღეებში ადამიანებს შორის თანადგომა და სიყვარული იმატებს და მორწმუნეთა სუფრა გემრიელი საკვებით ივსება. მსხვერპლშეწირვა მორწმუნეთა ძმობას განამტკიცებს და ურთიერთდახმარების ატმოსფეროს ქმნის.

ძვირფასო მორწმუნენო! 
შესაწირი ამავდროულად ჩვენს თანამორწმუნე ძმებთან დაახლოების საშუალებაა. ეს არის ღვთით ბოძებული წყალობის გამო მადლიერების გამოხატულება. შესაწირი სიკეთისა და თანადგომის გავრცელებაა. მისი საშუალებით ერთმანეთთან სიახლოვესა და თანაგრძნობას გამოვხატავთ, შედეგად კი სიყვარული და ძმობა ძლიერდება. შესაწირი გეოგრაფიულ არეალებს სცილდება და მთელ მსოფლიოში უპრეცენდენტო დახმარებისა და თანადგომის ხიდებს აგებს. ამ დღეებში მორწმუნეებს შეუძლიათ სრულებით უცნობი ადამიანების გულები გაახარონ და ეს დღეები გაულამაზონ. ამ ყველაფერით ჩვენი, როგორც „უმმეთის“ ერთიანობა ძლიერდება.

გავუზიაროთ შესაწირი  ძმას და დავუახლოვდეთ“. ამ მოწოდების ფარგლებში შესაწირი ხორცი იმ ადამიანებამდე აღწევს, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდებათ, მათგან კი მრავალი ლოცვა და მადლიერება მოდის. ამიტომ, ვისაც საშუალება აქვს, მოვუწოდებთ, არ ჩამორჩეს ამ მნიშნელოვან ღვთისმსახურებას.  

Comment here