სათაურებიხუტბა

მუსლიმი საქმეს სანდოდ და კარგად ასრულებს

 

ძვირფასო მორწმუნენო!

მოცემულ აიათში უზენაესი გამჩენი ბრძანებს:

და სიკეთე აკეთეთ. უეჭველად, ალაჰს უყვარს კეთილისმყოფელები(ბაყარა 2/195)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე ბრძანებს:

ღმერთი კმაყოფილი იქნება, როდესაც რომელიმე თქვენგანი თავის საქმეს საუკეთესოდ შეასრულებს“. (იხ. ბეიჰაქი, „შუაბულ იმან“ 4/334)

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი გვიბრძანებს, რომ ყოველი საქმე, რომელსაც ვაკეთებთ, სრულყოფილად გავაკეთოთ. საქმის კეთებისას ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ საქმე გულიანად და ლამაზად გავაკეთოთ. გულგრილად და ზერელედ გაკეთებული ყოველი საქმე, ყოველი ღვთისმსახურება, დამოკიდებულებები და ქცევები მიღებულად არ ითვლება.

ძვირფასო მორწმუნენო!

ჩვენ, მუსლიმები, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი გამჩენის მსახურნი ვართ და შესაბამისად ვალდებულნი ვართ ისლამის გზით საუკეთესო ფორმით ვიაროთ. ისლამით ცხოვრება ნიშნავს, ვიცხოვროთ იმ გაგებით და რწმენით, რომ ღმერთი ყოველ ჩვენს ნაბიჯს ხედავს და ჩვენც ამ ყველაფერს ყოველწამიერად ვგრძნობთ. ჩვენ ყველა ის პრინციპი და ღირებულება  უნდა ვაღიაროთ და ცხოვრების წესად გავიხადოთ, რომლებსაც უზენაესი გამჩენი  გვიბრძანებს და ძვირფასი შუამავალი გვასწავლის. ჩვენი ვალია უდიდესი გულწრფელობით მოვეკიდოთ რწმენისა და ღვთისმსახურების საკითხებს. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ცდუნებებმა და ეშმაკის მიერ დაგებულმა მახეებმა არ ჩაგვითრიოს და გზას არ აგვაცდინოს.

ძვირფასო მორწმუნენო!
მუსლიმი არის ადამიანი, რომელიც დროს საუკეთესოდ ანაწილებს, რაციონალურად იყენებს და საუკეთესო და ყოვლად სასარგებლო საქმეს აკეთებს. რომ აკეთო საუკეთესო და სასარგებლო საქმე, ამისათვის საჭიროა გქონდეს გულწრფელი და კეთილი განზრახვა. ასეთი დადებითი დამოკიდებულების შემდეგ საჭიროა საქმის მთელი გულითა და სულით კეთება. საქმის კეთების პროცესში უმნიშვნელოვანესია აგრეთვე მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა  და სინდისიერება. მუსლიმი ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში სამართლინობითა და ერთგულებით გამოირჩევა. მისი გზა და მიმართულება სიმართლე და სამართლიანობაა. მუსლიმი ყოველ მოვალეობას, რომელიც მას აკისრია, უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება და საქმეს, როგორც წესი, საუკეთესო ფორმით აკეთებს.

ძვირფასო ძმებო!
საქმის კარგად კეთება ჩვენი ვალებულებაა, როგორც ღვთის წინაშე, ისე ადამიანების წინაშეც. თუ ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობას სათანადოდ არ შევასრულებთ, გულგრილობას გამოვიჩენთ და  საქმეს ვუღალატებთ, ამის გამო ღვთის წინაშე განკითხვას ვერ ავცდებით. გვახსოვდეს, რომ მორწმუნე მუსლიმი საქმის წარმატებისათვის ყველაფერს გააკეთებს, სათანადო მცდელობას არ დაიშურებს და ამის შემდეგ შედეგს ღმერთისგან დაელოდება. დღევანდელ ხუტბას კი უზენაესის აიათით დავასრულებ:

რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, უეჭველად, ჩვენ არ დავუკარგავთ საზღაურს მათ! ვინც კეთილი საქმე ჰქმნა(ქეჰფ 18/30)