სათაურებიხუტბა

მიღრაჯის ღამე:
ღვთიური წყალობისა
და სიმშვიდის ნიშანი

ძვირფასო მორწმუნენო!
გასულ კვირას მთელმა თურქეთმა უდიდესი ტრაგედია გადაიტანა. საშნალმა მიწისძვრამ ბავრი ადამიანი შეიწირა და ბევრიც დაზიანდა. ამ ტრაგედიის აღწერა სიტყვებით შეუძლებელია. უსაზღვრო მადლიერებას გამოვხატავთ გამცენის წინაშე, რადგან, ამის მიუხედავად, მთელი ერი წარმოუდგენელ ერთიანობას გამოხატავს, გარდა თანამოქალაქეებისა, ეს ტრაგედია მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ გაიზიარა. ისინი მიწისძვრის პირველივე შედეგის ხილვისას დაზარალებულებთან გაეშურნენ და როგორც ფიზიკურად, ისე მატერიალურად მხარში გვიდგანან.  

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ გვჯერა, რომ თუ გვექნება რწმენის სიმტკიცე და ერთიანობა, ყველა დაბრკოლებას გადავლახავთ. სადაც ერთიანობაა, ღვთის შეწევნით, ყველა სიძნელე გადაილახება. როდესაც ერში ერთიანობა და თანაგრძნობაა, ყველა ტკივილს დავძლევთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
ამაღამ მიღრაჯის ღამეა. ეს არის ღვთიური წყალობისა და სიმშვიდის ღამე, რომელიც მორწმუნეთათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ამ ღამეს შუამავალს სასწაული მოევლინა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც შუამავალს ცხოვრების მძმე პერიოდი ჰქონდა. ის წელი „მწუხარების წლად“ არის ცნობილი. მიღრაჯის ღამის სასწაულმა შუამავალს შვება მოჰგვარა და ანუგეშა. ამ ღამის სასწაულებრივი მოგზაურობა ყურანშია აღწერილი:

დიდება იმას, რომელმაც ღამით გადაიყვანა თავისი მსახური მესჯიდი ჰარამიდან მესჯიდი აყსაში, რომლის შემოგარენიც ჩვენ დავლოცეთ[1], რათა გვეჩვენებინა მისთვის ნაწილნი ჩვენი სასწაულნისა. უეჭველად, იგია ყოვლისმსმენი, ყოვლისმხედველი!(ისრა, 17/1)

ძვირფასო მორწმუნენო!
მოდით, ამ ძვირფას ღამეს ხელები ზეცად აღვაპყროთ და ღმერთს მრავალგზის შევევედროთ, რომ მოგვმადლოს სიკეთე და წყალობა.

رَبِّ اِنّ۪ي لِمَٓا اَنْزَلْتَ اِلَيَّ مِنْ خَيْرٍ فَق۪يرٌ

“გამჩენო ჩვენო! ყველა სიკეთეს ვსაჭიროებთ, რასაც მოგვმადლი“.

رَبِّ اشْرَحْ ل۪ي صَدْر۪يۙ وَيَسِّرْ ل۪ٓي اَمْر۪يٌۙ

„ღმერთო ჩემო! გამიფართოვე[2] გული ჩემი და გამიადვილე მე საქმე ჩემი!“ (ტაჰა 20/25-26)

رَبِّ اغْفِرْ وَارْحَمْ وَاَنْتَ خَيْرُ الرَّاحِم۪ينَ

„ღმერთო ჩემო, მომიტევე და შემიწყალე, რამეთუ შენ ხარ მოწყალეთაგან უმოწყალესი!“ (მუმინუნ 23/118) ძვირფასო მორწმუნენო!

მოდით, ამ ძვირფას ღამეს, მრავალგზის აღვავლინოთ ლოცვა-ვედრება. ამასთანავე, მხოლოდ ლოცვა-ვედრებით არ შემოვიფარგლოთ და ჩვენი მორწმუნეობრივი მგრძნობელობა პრაქტიკულადაც დავადასტუროთ. ამ მძიმე დღეებში, მიწისძვრით დაზარალებულ თანამორწმუნე ძმებს დახმარების ხელი გავუწოდოთ. მათი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ამიტომ რითიც შეგვიძლია, ეს მდგომარეობა შევუმსუბუქოთ. მივხედოთ ობლად დარჩენილებს, უსახლკაროებს, ავადმყოფებსა და გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანებს. ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ, იმ იმედით, რომ იქნებ მათი მდგომარეობა ცოტათი მაინც შევამსუბუქოთ. ახლა განსაკუთრებულ გამოცდას გავდივართ. გვახსოვდეს ჩვენი ადამიანური და მორწმუნოებრივი ვალდებულებები. ეს არის დრო, როდესაც სიკეთე, თანაგრძნობა, თანადგომა და ძმობა განსაკუთრებულ სიმაღლეზე უნდა ავიყვანოთ.   

ხუტბას დასასრულს კი, ამ ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილ ყველა მორწმუნე ადამიანს სამარადისო სამოთხეშ დამკვიდრებას ვუსურვებ, დაჭრილებს კი ჯანმრთელობას. უზენაეს გამჩენს ვევედრები, რომ დაგვიფაროს ყველა განსაცდელისაგან.

[1] კეთილვჰყავით ფიზიკურად და სულიერად
[2] რათა შევძლო ამ დიდი მისიის, შუამავლური მისიის ტარება

Comment here