
ძვირფასო მორწმუნენო!
ყოვლისმფლობელმა გამჩენმა, უმცირესი ნაწილაკიდან დაწყებული უკიდეგანო სამყაროთი დამთავრებული, ყველაფერი არაფრისგან გააჩინა და ეს ყველაფერი უზადო წონასწორობას დაუქვემდებარა. ამ წაროუდგენელ წონასწორობის მდგომარეობაშ მოქმედ სამყაროს მხოლოდ ერთი მმართველი ჰყავს და ის მმართველი უზენაესი გამჩენია. ჩვენ, ადამიანებს კი- ამ უზადო წონასწორობის მიხედვით ცხოვრება და სამყაროში არსებული მიზეზ-შედეგობრიბის პრინციპით მოქმედება გვევალება.
ძვირფასო მორწმუნენო!
ადამიანი ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქმედება თადარიგია. ჩვენ ბუნებრივია მიწისძვრის მსგავსი მოვლენების მიმართ წინააღმდეგობის გაწევა და მისი შეკავება არ შეგვიძლია, მაგრამ გონებით, მეცნიერების გამოყენებითა და ერთგვარი თადარიგით მისი დამანგრეველი მოქმედებების თავიდან აცილება შეგვიძლია. თავიდან აცილებას თუ ვერ შევძლებთ, მისი ზიანის მინიმუმამდე დაყვანას მოვახერხებთ. ისლამი გვასწავლის, რომ ჯერ თადარიგი უნდა დავიჭიროთ და შემდეგ ლოგიკური მოლოდინები გვქონდეს. ისლამი გვასწავლის, რომ ჯერ ყველანაირი თადარიგი უნდა დავიჭიროთ, ყველანაირი სიფრთხილე გამოვიჩინოთ, პასუხისმგებლობა ვიგრძნოტ და შესაბამისი მოვალეობები შევასრულოთ და ამის შემდეგ ღვთიურ ნებას დაველოდოთ და დავემორჩილოთ. ერთხელ შუამავალს ასეთი კითხვა დაუსვეს: „შუამავალო! აქლემი დავაბა და შედეგს ღვთისგან დაველოდო თუ არ დავაბა და შედეგის მოლოდინი მქონდეს?
შუამავალმა ასე უპასუხა: „ჯერ აქლემი დააბი და მოლოდინი შემდეგ გქონდეს“. (იხ. თირმიზი, „სიფათლ-ყიამე“, 60).

ძვირფასო მორწმუნენო!
როცა მორწმუნე ყველა თადარიგს დაიჭერს და ყველა მოსალოდნელ შედეგს გაითვალისწინებს და ამის მიუხედავად განსაცდელი დადგება, მან ღვთის ნებას უნდა დაემორჩილოს და განსაცდელი მოთმინებით აიტანოს. როდესაც განსაცდელში ჩავვარდებით, ამ განსაცდელისგან გაკვეთილი უნდა მივიღოთ და ეს გამოცდილება გავითვალისწონოთ. გარდა ამისა, ღმერთს უნდა შევევედროთ, რომ ეს განსაცდელი დასრულდეს და მისგან წყალობის იმედი ვიქონიოთ.
ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი ყურანშ ასე ბრძანებს:
„გამოიკვეთა უკეთურება ხმელეთზე და ზღვაში იმის გამო, რაც მოიხვეჭეს ადამიანთა ხელებმა, რათა აწიოს მათ ნაწილი იმისა, რაც ჩაიდინეს, ეგების უკუმოიქცნენ!“ (რუმ, 30/41)
დიახ, მოვლენების ცუდი შედეგების ერთი ნაწილი ადამიანთა ნამქმედარის შედეგია. ამრიგად, მოსალოდნელი განსაცდელის წინაშე გონივრული დამოკიდებულება შევინარჩუნოთ და მოთმინება გამოვიჩინოთ. ძვირფასი შუამავალი ასე ბრძანებს: „უზენაესი გამჩენი მაშნაა, კმაყოფილი, როდესაც ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობას სრულყოფილად შევასრულებთ“. (იხ. თაბერანი, „ელ-მუჯემულ ევსათ“, 1/275). ეს შეგონება ცხოვრების გზამკვლევად უნდა დავიდგინოთ. როდესაც სახლს ვაშენებთ, მყარი საძირკველი უნდა გავუკეთოთ, რათა მიწისძვრას გაუძლოს. ისეთ ადგილებში არ უნდა დავსახლდეთ, სადაც ღვარცოფია მოსალოდნელი. უნდა მოვერიდოთ ისეთ ადგილებს, სადაც სტიქიური უბედურების მოხდენის მეტი ალბათობაა. დაუშვებელია, ჩვენივე ხელით ჩვენივე სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შევუქმნათ.
ძვირფასო მორწმუნენო!
ამრიგად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მორწმუნე ადამიანს ღვთისადმი მინდობით, იმედით, მონდომებითა და ურთიერთდახმარებით ყოველგვარი განსაცდელის დაძლევა შეუძლია. ჩვენ, ჩვენს ირგვლივ განხორციელებული ყოველი მოვლენა ცხოვრების მაგალითად უნდა ვაქციოთ. ყოველი ნაბიჯი პასუხისმგებლობის გააზრებით უნდა გადავდგათ. ასევე მნიშვნელოვანია ვიყოთ თვითკრიტიკულები. ვალდებულებები პირნათლად უნდა შევასრულოთ. როგორც აღვნიშნეთ, ამქვეყნიური ცხოვრება გამოცდაა და ეს გამოცდა უნდა გავიაროთ. ამ გამოცდას რომ გავუძლოთ, ღვთისმსახურებით, ვედრებით, ფიქრითა და ღვთიური ნების მიმართ უპირობო მინდობით უნდა ვიცხოვროთ.





Comment here