სათაურები

ხალიფა ომარის მიერ
იერუსალიმში გაცემული
ორი უსაფრთხოების სიგელი

ხალიფა ომარ იბნი ხატაბმა (რ.ა.), იერუსალიმში შესვლის შემდეგ, როცა მესჯიდი აყსას მიაღწია და იქ პარასკევის სავალდებულო ლოცვა აღავლინა, იერუსალიმის მოსახლეობისთვის ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი გამოსცა. ერთი იყო ზოგადი უსაფრთხოების სიგელი ყველა მცხოვრებისთვის, ხოლო მეორე – განსაკუთრებული სიგელი ქრისტიანებისთვის. 

  1. იერუსალიმის მოსახლეობისთვის გაცემული ზოგადი უსაფრთხოების სიგელი

შინაარსი: 

„მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით, 

ეს შეთანხმება არის მორწმუნეთა ბრანებლისა და ალლაჰის მონა-მორჩილის, ომარის მიერ იერუსალიმის მცხოვრებთათვის გაცემული სიგელი. 

უსაფრთხოების გარანტიები: 

  1. მათი სიცოცხლე, ქონება, ეკლესიები, ჯვრები და სხვა წმინდა ნივთები დაცული იქნება.
  2. ეკლესიები საცხოვრებლად არ გამოიყენება, არ დაინგრევა და არც სხვა რაიმე დანიშნულებით გამოიყენება.
  3. ადგილობრივი და მომთაბარე მოსახლეობა უსაფრთხოდ იცხოვრებს.
  4. მათ არავინ აიძულებს, შეიცვალონ რელიგიური რწმენა. მათ ქონებას არ შეეხება. რელიგიური მრწამსის გამო არავინ შევიწროვდება, არავითარი ზიანი არ მიადგება არავის.
  5. იუდეველთა გადასახლება მათ მიწებზე არ მოხდება.

ვალდებულებები: 

მოსახლეობა ვალდებულია გადაიხადოს გადასახადი. 

  1. ვინც იერუსალიმს დატოვებს, მისი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება.
  2. ვინც დარჩება, მისი უსაფრთხოება ჩვენი გარანტიის ქვეშაა და გადასახადს გადაიხდის.

დოკუმენტის გარანტია: 

ეს არის ალლაჰის, მისი შუამავალის, ხალიფათა და მორწმუნეთა მხრიდან იერუსალიმის მცხოვრებთა უსაფრთხოების გარანტია. 

მოწმეები:

ხალიდ იბნი ვალიდი, ამრ იბნი ასი, აბდურაჰმან იბნი ავფი, მუავიე იბნი ები სუფიანი. 

(ჰიჯრის 15 წელი)

  1. ქრისტიანებისთვის გაცემული განსაკუთრებული უსაფრთხოების სიგელი

შინაარსი: 

„ქება-დიდება ალლაჰს, რომელმაც აგვამაღლა ისლამით და რწმენის საშუალებით დაგვდო პატივი. მან მოგვმადლა წყალობა, დაგვიდგინა შუამავალი მუჰამმედი (ს.ა.ს.) და გვიხსნა უმეცრებისგან. უზენაესის წყალობით ჩვენს შორის არეულობა დასრულდა და ერთიანობა მოვიპოვეთ. მან მოგვმადლა გამარჯვება და მოიღო ჩვენზე ეს მიწები, დაგვადგინა ძმებად, რომლებსაც ერთმანეთი გვიყვარს. ო, ალლაჰის მონა-მორჩილნო! დიდება ღმერთს ამ წყალობათა გამო! 

ეს დოკუმენტი გადაეცა პატრიარქ სოფრონიოსს იერუსალიმში, ზეთისხილის მთაზე, და მოიცავს ყველა ქრისტიანს, მღვდელსა და პატრიარქს.“ 

გარანტიები: 

  1. ყველა მღვდელი, პატრიარქი და ქრისტიანი დაცული იქნება, სანამ შეთანხმების ერთგულნი იქნებიან.
  2. ეკლესიები, მონასტრები და წმინდა ადგილები დაცული იქნება.
  3. მნიშვნელოვანი წმინდა ადგილები: ქუმამეს ეკლესია, ბეთლემის ეკლესია, იესოს (ა.ს.) დაბადების ადგილი, ის გამოქვაბული, რომელსაც სამი კარი აქვს ქიბლასკენ, ჩრდილოეთისა და დასავლეთისკენ.
  4. ქრისტიანული თემები (ეთიოპიელები, კოპტები, ასურელები, სომხები, იაკობიტები, მარონიტები და სხვ.) პატრიარქის მმართველობის ქვეშ იქნებიან.
  5. რადგან ამ პატრიარქსა და მღვდლებს შუამავალმა მუჰამმედმა მისცა უსაფრთხოების გარანტია თავისი წმინდა ბეჭდით, ჩვენც, მორწმუნეები, კარგად მოვექცევით მათ.

ვალდებულებები: 

  1. ქრისტიანთა ლიდერები გათავისუფლდებიან ჯიზიასა და სხვა გადასახადებისგან.
  2. ქუმამეს ეკლესიის მნახველები პატრიარქს 1 დინარსა და 1/3 დირჰემს გადაუხდიან.
  3. ყველა მორწმუნე ვალდებულია დაიცვას ეს წესები (კაცია თუ ქალი, სოლთანი, მოსამართლე თუ გამგებელი, მდიდარი თუ ღარიბი).
  4. ვინც მორწმუნეთა შორის წაიკითხავს ამ განკარგულებას და შეეწინააღმდეგება მას, ის დაარღვევს ალლაჰის აღთქმას და წინააღმდეგობას გაუწევს შუამავალს.

დოკუმენტის გარანტია: 

ეს განკარგულება ქრისტიან მეთაურებს გადაეცა ძვირფასი საჰაბეების: აბდულაჰ იბნი ოსმანის, ოსმან ბინ აფფანის, სა’დ იბნი ზეიდის, აბდურაჰმან იბნი ავფის და სხვა საჰაბეების თანდასწრებით. 

(20 რებიულ-ევველი, ჰიჯრის 15 წელი) 

P.S.

ხალიფა ომარის მიერ გაცემული ეს ორი სიგელი იყო სიმბოლო სამართლიანობის, ტოლერანტობისა და რელიგიურ თავისუფლების დაცვისა ისლამურ სახელმწიფოში. ეს დოკუმენტები გამოხატავენ ისლამის ჰუმანურ ბუნებას და ქრისტიან მოსახლეობასთან მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფის ვალდებულებას. წყარი: იერუსალიმი და მესჯიდი აყას – ბუნიამინ ერული

Comment here