
ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი ყურანში ასე ბრძანებს:
„მტკიცედ ჩაეჭიდეთ ყველანი ალლაჰის (რწმენის) თოკს, და არ დაიყოთ. გაიხსენეთ ალლაჰის სიკეთე (წყალობა) თქვენდამი“. (ალი იმრანი 3/103)
ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე ბრძანებს: „ვინც ერთი ძმის საჭიროებას დააკმაყოფილებს, ღმერთიც მის საჭიროებას დააკმაყოფილებს“. (მუსლიმ, „ბირ“, 58)

ძვირფასო მორწმუნენო!
რთულ პერიოდს გავდივართ. მიწისძვრის შედეგად მიღებულ ჭრილობებს ვიშუშებთ. ვცდილობთ ტკივილები შევიმსუბუქოთ და იმედი არ დავკარგოთ. როგორც ღმერთზე მინდობილ მორწმუნეებს, იმედი გვაქვს, რომ ეს შავი ღრუბელი გაიფანტება და ღვთის წყალობით ნუგეში მოგვეცემა. ვედრებით, ძმობითა და თანადგომით სიკეთისა და ბარაქის კარები გაიხსნება. ჩვენი გულები ისევ სიმშვიდითა და იმედით აღივსება. მორწმუნეთა ქომაგი უზენაესი გამჩენია. ის არის ყოველად მოწყალე და მწყალობელი.

ძვირფასო მორწმუნენო!
ასეთი ბუნებრივი კატასტროფების დროს ჩვენი რწმენა და ვედრება გვეხმარება. დიახ, ეს არის მოთმინების, ვედრებისა და ღმერთზე მინდობის დრო. ჩვენ მის უსაზღვრო წყალობას უნდა მივეკედლოთ:
„და ბრძანა თქვენმა ღმერთმა: „შემევედრეთ და შევისმენ თქვენს ვედრებას. უეჭველად, რომელნიც მედიდურობას ავლენენ ჩემდამი მსახურებაში, შევლენ ჯოჯოხეთში დამცირებულნი“. (მუმინ, 40/60)
„შეევედრეთ ღმერთსა თქვენსა ქენებითა[1] და ჩუმად. უეჭველად, არ უყვარს მას ზღვარგადასულნი![2]“ (არაფ,. 7/55)

ძვირფასო მორწმუნენო!
ძვირფასი შუამავალი მორწმუნე ადამიანს შემდეგნაირად განმარტავს: „მორწმუნენი ურთიერთსიყვარულში, ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობასა და თანადგომაში ერთი სხეულის მსგავსნი არიან. როდესაც სხეულის რომელიმე ორგანო დაავადდება, სხვა ორგანოები ამ ტკივილს იზიარებენ“.

ძვირფასო მორწმუნენო!
დიახ, იმ იმედით , რომელიც უზენაესმა ღმერთმა ჩვენს გულებში ჩაგვისახა, გვჯერა, რომ ეს გაჭირვება დასრულდება და ამ გაჭირვების შემდეგ შვება მოვა. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი თანამორწმუნე ძმები, რომელმაც ყოველგვარი სიძნელე გადალახა, წინდახედულობითა და თანადგომით, ჩვენი უფლის წყალობითა და მადლით, კეთილი ადამიანების ძალითა და ძალისხმევით კვლავ განკურნავს თავის ჭრილობებს.
დღეს ღვთის წყალობას და შვებას ვუსურვებ წარსულიდან დღემდე უბედურებაში დაღუპულ ჩვენს ძმებს და თანაგრძნობას ვუცხადებ მათ ახლობლებს, ხოლო დაჭრილებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. დაე, ჩვენმა ყოვლისშემძლე უფალმა აღარასოდეს განგვაცდევინოს ასეთი ტანჯვა. დაე, მან დაიცვას ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი, ისლამური სამყარო და მთელი კაცობრიობა ყველა სახის კატასტროფებისგან.
[1] ხვეწნით და მუდარით
[2] არ შეევედროთ ხმამაღლა და სიამაყით




Comment here