სათაურებიხუტბა

ჩანაქქალეს გამარჯვება:
ერის ხელახალი აღდგომა

ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა აიათის მიხედვით უზენაესი ასე ბრძანებს:

„მერე ზემოავლინა ალლაჰმა სიმშვიდე თვისი თავის შუამავალზე და მორწმუნეებზე, და გარდმოავლინა მეომრები, რომლებიც ვერ დაინახეთ, და დასაჯა ისინი, რომელთაც უარყვეს. აი, ასეთია ურწმუნოთა საზღაური! (თევბე 9/26)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე ბრძანებს: „სამოთხეში შესული ადამიანი უკან დაბრუნებას აღარ ისურვებს, თუნდაც ამქვეყნიური ყველაფერი მისი გახდეს. მხოლოდ შაჰიდი ისურვებს უკან დაბრუნებას, რათა მრავალგზის შაჰიდი გახდეს, რადგან ის შაჰიდობის გამო ენით აღუწერელ წყალობას მიიღებს“. (იხ.  ბუჰარი, „ჯიჰად“ 21)

ძვირფასო მორწმუნენო!
ისტორია სავსეა საგმირო საქმეებით. მუსლიმები თავგანწირული ბრძოლის საუკეთესო მაგალითს აჩვენებდნენ. 107 წლის წინ ღვთის წყალობითა და შეწევნით, თურქი ხალხის რწმენითა და თავგანწირვით ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ. ეს არის გმირობისა და სამშობლოსათვის თავგანწირვის საოცარი მაგალითი.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩანაქქალეს ბრძოლა რწმენითა და სამშობლოს სიყვარულით აღსავსე მამულიშვილების გამარჯვებით დასრულდა. მათ სძლიეს ურწმუნოთა აგრესიას და მომხვდურის წინაშე უბადლო თავგანწირვა აჩვენეს.

ეს იყო რწმენისა და სამშობლოსათვის გაწეული საოცარი ერთგულების მაგალითი. ამ ომში ანატოლიის ყველა კუთხიდან თანამორწმუნე ძმები შეიკრიბნენ და სამშბლოს დასაცავად მხარდამხარ იბრძოლეს.

ამ ბრძოლაში ადამიანურობის საოცარი ფაქტები გამოვლინდა. ჩვენი ჯარისკაცები მტრის დაჭრილ ჯარისკაცებს ჭრილობებს უხვევდნენ, ხოლო თავიანთ ჭრილობებზე მიწას იყრიდნენ. ერთ პეშვ წყალს მტერსაც უზიარებდნენ და ამით ისლამის მიერ მოტანილი კაცთმოყვარეობისა და გულმოწყალების მაგალითებს იძლეოდნენ.   

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ ვალდებულნი ვართ დავაფასოთ და არასოდეს დავივიწყოთ ისტორიის ეს მნიშვნელოვანი მომენტი. უნდა შევინარჩუნოთ ერთობა და იმ ღირებულებებისადმი ერთგულება, რომლებიც ამ ერთობას უზრუნველყოფს. ჩვენ ესოდენ მნიშვნელოვანი ღირებულებები ჩვენს მომავალ თაობებს უნდა გადავცეთ.

ბოლოს კი, უდიდესი პატივისცემით გავიხსენებ მთელი ისტორიის მანძილზე რწმენსია და სამშობლოსათვის დაღუპულ გმირებს და უზენაეს გამჩენს ვთხოვ, სამოთხეში დაამკვიდროს.   

Comment here