
ძვირფასო მორწმუნენო!
ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:
„უეჭველად, ჩვენ ადამიანი „საუკეთესო ფორმად“[1] გავაჩინეთ!“ (თინ, 95/4)
„და ვფიცავ, ჩვენ აღმატებულ ვჰქმენით ადამის შვილნი (ისრა, 17/70)
ამ აიათების მიხედვით ნათელია, რომ ღმერთმა ადამიანი საუკეთესო ფორმად გააჩინა და ღირსებით აღავსო. ამრიგად, ღვთის ნებით, ადამიანი გაჩენილთა შორის მაღალ საფეხურზე დგას. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის ასეთ საპატიო ადგილი მისი გარეგნობით, ფიზიკური თვისებებით, თანამდებობით, წარმომავლობით ან სიმდიდრით არ არის განპირობებული. ადამიანის უპირატესობა მის მიერ პასუხისმგებლობის გააზრებასა და ღვთისმოსაობაზეა დამოკიდებული. ამასთან დაკავშრებით ისევ და ისევ ყურანის აიათს მოვუსმინოთ:
„ჰეი, ადამიანნო! უეჭველად, ერთი მამრიდან და ერთი მდედრიდან გაგაჩინეთ თქვენ და რომ შეიცნოთ ერთმანეთი, დაგადგინეთ ერებად და ტომებად. უეჭველად, თქვენგან ყველაზე პატივდებული ალლაჰის წინაშე თქვენში ყველაზე უფრო ღვთისმოშიშია. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ყველაფრისმცოდნეა!“ (ჰუჯურათ, 49/13)
ძვირფასო მორწმუნენო!
ამრიგად, ადამიანის ფიზიკური გარეგნობა და შესაძლებლობები მის მიმართ პატივისცემის მიზეზი არ გახლავთ. ადამიანი შეიძლება დაბადებიდანვე ან შემდგომში წარმოქმნილი შემთხვევის გამო ინვალიდი იყოს. მისი შეზღუდული შესაძლებლობები სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის პატივისცემას არ იმსახურებს. შუამავალი ნათლად და პირდაპირ გვასწავლის, რომ ღმერთი ადამიანის გარეგნობას ან სხვა მსგავს მახასიათებლებს არ უყურებს: „ღმერთი თქვენს გარეგნობასა და ქონებას არ უყურებს, ის თქვენს გულში იხედება“. (მუსლიმ, „ბირ“, 34).

ძვირფასო მორწმუნენო!
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს პატივისცემით უნდა მოვეპყროთ. ეს ჩვენი ადამიანური და რელიგიური ვალდებულებაა. ჩვენი ინვალიდი ძების გახარება, მათზე დახმარების ხელის გაწოდება, მათ მიმართ ღირსეული თანაგრძნობის გამოხატვა დიდი მადლია. ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ, რომ მხარში ამოვუდგეთ და ცხოვრება გავუადვილოთ.
ძვირფასო მორწმუნენო!
შუამავალი უნარშეზღუდულ მომრწმუნეებს განსაკუთრებული მზრუნველობით ეკიდებოდა და მათ ინტეგრაციას ცდილობდა. ის მათ ისეთ მოვალეობას აკისრებდა, რომელიც მათი შესაძლებლობების შესაფერისი იყო. აბდულლაჰ ბ. უმმუ მექთუმი ბრმა იყო. შუამავალმა ის მეჩეთის მუეზინად დანიშნა და როდესაც ქალაქიდან გადიოდა, ქალაქის მმართველობას მას უტოვებდა.
ძვირფასო მორწმუნენო!
დღეს ჩვენ გვაქვს ვალებულება, ჩვენს თანამორწმუნე ძმებს, რომლებიც უნარშეზღუდულები არიან, სწორად გავუგოთ და მათდამი პატივისცემა გამოვიჩინოთ. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავუადვილოთ ცხოვრების პირობები და მათზე უნდა ვიზრუნოთ. მათ უფლება და შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, რომ ყოველდღიური ცხოვრების სიკეთე ამომწურავად მიიღონ. ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ, რომ მათ წინაშე არსებული სირთლეები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. უნდა გვახსოვდეს, რომ რაოდენაც შეგვიძლია სიკეთის კეთება და ერთმანეთზე დახმარება, იმდენად მართალი მორწმუნენი ვიქნებით.
ღვთის შუამავალი ბრძანებს:
„უსინეთლო ადამიანზე გზის ჩვენება მოწყალებაა. უმწეოზე დახმარება მოწყალებაა. მეტყველება ვისაც უჭირს მასზე დახმარება და მისი სათქმელის თქმა მოწყალებაა“. (იხ. იბნ ჰანბელი, 5, 152)

[1] დედამიწაზე ადამიანი, გინდ სულიერად და გინდ ფიზიკურად, ყველაზე სრულყოფილი არსებაა




Comment here