სათაურებიხუტბა

ყურანი ჩვენი ცხოვრების გზამკვლევია

ძვირფასო მორწმუნენო!
ყურანის წმინდა აიათში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

უეჭველად, აი ეს, ყურანი, დაადგენს  ყველაზე  სწორი გზისკენ და ახარებს მორწმუნეებს, რომელნიც კეთილ საქმეებს აკეთებენ, სწორედ რომ მათთვისაა დიადი საზღაური!“ (ისრა, 17/9)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე ბრძანებს: „საუკეთესო სიტყვა, ღვთის წიგნია. საუკეთესო ქცევა კი მუჰამმედის ქცევაა“. (იხ. ნესაი, „იდეინ“, 22)

ძვირფასო მორწმუნენო!
ყოვლად მოწყალე და მწყალობელმა ღმერთმა გააჩინა ადამიანი და მას წაკითხვისა და სწავლის უნარი უწყალობა. ღმერთმა ადამიანი გული და გონება რწმენით, ზნეობითა და  ღვთური გზავნილით გამოკვება. ისლამის სწორად გაგებისათვის კი ღმერთმა კაცობრიობას უკანასკნელი შუამავალი, მუჰამმედი და ღვთიური გზავნილი, ყურანი-ქერიმი უწყალობა. 

ძვირფასო მორწმუნენო!
ყურანი გადარჩენის ერთადერთი გზაა. ვისაც სურს, რომ ამქვეყნიურ ცხოვრებაშ სწორი გზა იპოვოს და ორივე სამყაროშ ბედნიერებას ეზიაროს, ყურანს უნდა გაყვეს. ყურანი ადამიანს ერთი ღმერთის რწმენას, ღვთისმსახურებას, საუკეთესო ზნეობასა და სწორად ცხოვრებას ასწავლის. ყურანი ჭეშმარიტებასა და მცდარს შორის მკვეთრ ხაზს ავლებს. ის არის ღვთური სიტყვა, რომელიც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას შეიცავს. ყურანი მორწმუნეთა სალბუნი, შვება, სულიერად ამაღლება და გადარჩენის გზაა. 

ძვირფასო მორწმუნენო!
ყურანი ჩვენგან მოითხოვს, რომ სამყაროში არსებული ყველაფერი გონივრული თვალით დავინახოთ და მათგან სწორი ანალიზი გავაკეთოთ. ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს: 

უეჭველად, თქვენთვის ცხოველებში გაკვეთილია. თქვენ გასმევთ იმას, რაც მათ მუცლებშია, ნახევრად მოუნელებელ საკვებსა და სისხლს შორის, სუფთა რძეს, სასიამოვნო დასალევს მათთვის, ვინც სვამს“. (ნაჰლ, 16/66) 

ამრიგად, ღვთიური სიტყვა მოგვიწოდებს, რომ სამყაროში ყველაფერს დავაკვირდეთ, დავფიქრდეთ და დავინახოთ ის კანონზომიერება, რომელიც ჭეშმარიტების აღქმასა და რწმენის ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება. ყურანი ასევე მოგვიწოდებს, რომ დავაკვირდეთ წარსულის მოვლენებს და მაგალითები ავიღოთ. 

ვფიცავ,  ბრძენკაცთ, ჭკუასაკითხთათვის დარიგებაა მათ ამბავში. და არ არის შეთხზული სიტყვა; რამეთუ დასტურია იგი მის წინათ არსებულისა, და განმარტება ყოველივესი, ერთადერთ ჭეშმარიტ გზად და წყალობად მორწმუნე ხალხთათვის!“ (იუსუფ, 12/111)

ძვირფასო მორწმუნენო!
მუსლიმი, რომელიც ყურანს კითხულობს და იგებს, ის შუამავალ აბრაამის მსგავსად ერთი ღმერთის რწმენას ჩაეჭიდება და ამ გზაზე დაუღალავად იბრძოლებს. ის ჩასწვდება იდეას, რომ შუამავალ მოსეს მსგავსად ყველა განსაცდელი უნდა დაძლიოს და ღვთის იმედით გამარჯვებამდე იაროს. ყურანის მცოდნე მუსლიმი გაიგებს, რომ შუამავალს იუსუფის მსგავსად პატიოსანი უნდა იყოს და ყოველგვარ ცდუნებას გაუძლოს. ყურანის მცოდნე მუსლიმი გაიგებს, რომ შუამავალ იესოსთვის მიძღვნილი სასწაულები ადამიანებს წარმოუდგენელ სიხარულს ჰპირდება. ყურანის მცოდნე მუსლიმმა იცის, რომ შუამავლ მუჰამმედის მოძღვრება საუკეთესო ზნეობას გვასწავლის. 

ძვირფასო მორწმუნენო!
ყურანის წაკითხვა, მისი გაგება და მის მიერ ნაკარნახევი ცხოვრების წესით ცხოვრება ჩვენი ცხოვრების ძირითად მიზანს უნდა წარმოადგენდეს. ჩვენი შვილებიც, რომლებიც ჩვენი თვალის სინათლე არიან, ყურანის მოძღვრების მიხედვით უნდა აღვზარდოთ და ყველანაირად ხელი შევუწყოთ, რომ ისინიც ამ  ძვირფას სიბრძნეს ეზიარონ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შვილების  მიმართ მზრუნველობა, მათი სწორად აღზრდა და ბედნიერი მომავლისათვის მომზადება, ყურანისა და სუნას გზითაა შესაძლებელი. როდესაც ჩვენი შვილების ცნობიერებაში ჭეშმარიტი რწმენა დაისადგურებს, როდესაც ისინი ყურანისა და სუნას გზით ივლიან, როცა საუკეთესო ზნეობის ადამიანებად ჩამოყალიბდებიან და ერისა და კაცობრიობისათვისათვის სასარგებლო პიროვნებები იქნებიან, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოვალეობა კარგად შევასრულეთ. შუამავალი ბრძანებს: „ვერცერთი მშობელი თავის შვილს კარგ აღზრდაზე უკეთეს საჩუქარს ვერ დაუტოვებს“. 

Comment here