სათაურებიხუტბა

ყველაფერი ალლაჰზე
მეტყველებს

პატივცემულო მუსლიმებო!
ვინც ყურადღებით დააკვირდება სამყაროს, აუცილებლად გააცნობიერებს, რომ არსებობს გამჩენი, რომელმაც ყველაფერი არაფრისგან შექმნა, ფორმა მისცა და განაგებს. პლანეტები უშეცდომოდ მოძრაობენ თავიანთ ორბიტებზე, მზე ანათებს მიწას, მთვარე და ვარსკვლავები კანდელივით ამკობენ ღამეს — თითქოს გვამცნობენ: „არ დაივიწყო შენი გამჩენი!“ სიბრძნით შემკული ჩვენი სამყარო გვიხმობს ერთადერთი ღმერთისკენ. ყურანში ვკითხულობთ: ნუთუ არ შეხედავენ ზეცას, როგორ ამაღლებულა და მთებს, როგორ არის დარჭობილი დედამოწაზე და მიწას, როგორ გადაჭიმულა?“[1]

ძვირფასო მორწმუნეებო!
ადამიანის უბედურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ურწმუნოებაა, რადგან ურწმუნოება ცხოვრებას აზრს აკარგვინებს, ადამიანს მარტო ტოვებს და პასუხისმგებლობის გრძნობას ართმევს. რწმენაა ის ძვირფასი, ღვთიური და დიადი მარგალიტი… ურწმუნოს ჟანგმოდებული გული მკერდში ტვირთად აწევს! შემოქმედის არსებობის რწმენა და იმის გაცნობიერება, რომ ის მუდამ ჩვენთანაა, ადამიანს სიმშვიდესა და უსაფრთხოებას ანიჭებს, აზრს მოკლებული სიბნელიდან იხსნის. ამის თაობაზე აიათში ვკითხულობთ: ვინც ალლაჰს ირწმუნებს, ჭეშმარიტებას აზიარებს მის გულს, რადგან ალლაჰი ყოველთა ყოვლისმცოდნეა.“[2]

ძვირფასო მუსლიმებო!
ცხოვრების არსებით კითხვებზე პასუხებს ვერ ვიპოვით უზენაესი შემოქმედის უარყოფით. საიდან მოვედით, სად მივდივართ, რატომ და რისთვის შევიქმენით — ამას ზეშთაგონების გარეშე ვერ გავიგებთ. სამყაროში, სადაც მორჩილებისა და ურჩობის საზღვრები არ არის დადგენილი ალლაჰის მიერ, ვერ განვსაზღვრავთ სრულად, რა არის კარგი და რა — ცუდი!

ძვირფასო მორწმუნეებო!
დედამიწაზე მომხდარი არც ერთი ბოროტების მიზეზი უზენაესი ღმერთი არ არის. იგი უაღრესად მოწყალეა თავისი მონა-მსახურების მიმართ და ადამიანებისთვის სიკეთე ნებავს; ბოროტებასა და ჩაგვრაზე არასოდეს გამოხატავს კმაყოფილებას. მაგრამ როდესაც ადამიანები ვნებებს მიჰყვებიან, ვნებებსა და სურვილებს ემორჩილებიან, სწორედ ისინი ხდებიან ბოროტებისა და უსამართლობის მიზეზი — და ასეა დღესაც. ყურანში ვკითხულობთ: უეჭველად, ალლაჰი უსამართლოდ არ მოექცევა ხალხს, მაგრამ ხალხი თავიანთ სულებს უსამართლოდ ექცევიან.“[3]

ძვირფასო მუსლიმებო!
უზენაესმა გამჩენმა დიდი წყალობა გვარგუნა იმით, რომ კაცობრიობის დასაბამიდან შუამავლები მახარობლებად და შემგონებლებად დაადგინა; ჭეშმარიტი გზის მაჩვენებელი ღვთიური წიგნები ზემოავლინა, რათა კაცობრიობას მშვიდობასა და ნეტარებაში ეცხოვრა. ამ ღვთიურმა ჯაჭვმა სრულყოფილებას მიაღწია მუჰამმედ მუსტაფას (ს.ა.ს.) შუამავლად დადგენით და მასზე გარდამოვლენილი ყურანით. მარადიული სამყარო შეიქმნა იმისათვის, რომ თითოეულმა უფლების მქონემ თავისი უფლება აღიდგინოს და მორწმუნე ურწმუნოსგან გამოირჩეს.ძვირფასო ძმებო და დებო!დღეს ჩვენი პასუხისმგებლობაა — ურწმუნოების მორევში ჩაძირულ ადამიანებს გულების კარი გავუხსნათ და მათთან ღვთიური გზავნილები მივიტანოთ; ჩვენი ახალგაზრდების რწმენითი წყურვილი დავაკმაყოფილოთ შუამავლის (ს.ა.ს.) სუნნეთის წყაროდან; ჩვენი შვილების გულებში ალლაჰის სიყვარული მოწყალე სიტყვითა და ღიმილით ჩავნერგოთ. და ხშირად გავიხსენოთ საყვარელი შუამავლის (ს.ა.ს.) ეს დარიგება: თუ შენი საშუალებით ალლაჰი ჭეშმარიტებას აზიარებს ერთ ადამიანს, ეს შენთვის უფრო ფასეულია, ვიდრე ყველაფერი, რაზეც მზე ამოდის და ჩადის.“ [4]

[1] ღაშიე, 88/18–20.
[2] თეღაბუნი, 64/11.
[3] იუნუსი, 10/44.
[4] ტაბერანი, ელ-მუღ’ჯემულ ებირი, I, 315.

Comment here