სათაურებიხუტბა

რწმენის მოთხოვნა:
საუკეთესო ზნეობა
და კეთილი საქმენი

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი ყოვლისშემძლე გამჩენის კმაყოფილების მოპოვებისა და მარადიული ხსნის  ძირითადი პირობა რწმენაა. რწმენა არის ალლაჰის არსებობისა და ერთობის, მისი შუამავლების, ანგელოზების, წმ. წიგნების, საიქიო ცხოვრებისა და ბედისწერის გულწრფელად აღიარებაა.  რწმენა ასევე არის ადამიანის გულწრფელობა უფლის მიმართ და მისდამი ერთგულების აღთქმა. ეს არის ადამიანის ნება, იცხოვროს უსაფრთხოდ და მშვიდად.

ძვირფასო მორწმუნენი
რწმენის მაჩვენებელი და მისი ასახვა ცხოვრებაში კეთილი საქმეებია. კეთილი საქმეა ღვთისადმი დადებული მორჩილების აღთქმისადმი ერთგულების გამოვლენა, მთელი არსებით მასზე მინდობა და ჩვენი რწმენის ასახვა როგორც როგორც ჩვენს სიტყვებში, ისე პრაქტიკულ ცხოვრებაში. ეს არის მშვიდობიანი თანაცხოვრება საკუთარ თავთან, ოჯახთან და გარემოსთან ერთად. ყოვლისშემძლე ალლაჰმა ყურანში ერთად მოიხსენია რწმენა და კეთილი საქმენი და ჯილდო აღუთქვა მათ, ვინც რწმენას კეთილი საქმეებით ალამაზებს:

„რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, უეჭველად, ჩვენ არ დავუკარგავთ საზღაურს მათ! ვინც კეთილი საქმე ჰქმნა“, (ქეჰფ 18/30)

ძვირფასო მორწმუნენო!
რაც ჩვენს რწმენას სრულყოფილს ხდის არის მორალი, რომელიც მორწმუნის ყველაზე თვალსაჩინო მახასიათებელია. კარგი ზნეობა არის უდიდესი მემკვიდრეობა, რომელიც შუამავლებმა  თავიანთ მიმდევრებს დაუტოვეს. ზნეობრივი ცხოვრება ყველა მორწმუნის რწმენისეული პასუხისმგებლობა და უცვლელი ვალდებულებაა.  ჰადისის მიხედვით შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „საუკეთესო მორწმუნე ისაა, რომელიც ზნეობრივად უკეთესია“. (იხ. ებუ დავუდ, „სუნნეთ“, 15)

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ იმ შუამავლის მიმდევრები ვართ, რომლელსაც უზენაესი გამჩენი ყურანშ ქებით მოიხსენიებს და ამბობს, რომ მაღალი ზნეობის პატრონია. ასე რომ, ჩვენი ძვირფასი შუამავლის მსგავსად, რომლის მიმდევრებად ყოფნაც ჩვენთვის დიდი პატივია, მოდით, შევეცადოთ ჩვენი რწმენა ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტში ავსახოთ და მივიღოთ მისი მაღალი ზნეობრივი ღირებულებები. რწმენის ასახვა ოჯახურ ცხოვრებაში არის უმანკოება, სიკეთე, სიყვარული, თანაგრძნობა; ერთმანეთის შეურაცხყოფისა და ტკივილის თავიდან აცილება და ერთგულება. საქმიან ცხოვრებაში რწმენის ასახვა არის სიმართლე და პატიოსნება; ეს არის უნაკლოდ ანაზღაურება იმ გარჯისათვის, რასაც ადამიანები იმსახურებენ. რწმენის ასახვა სოციალურ ცხოვრებაში არის პატივისცემა და ნდობა. რწმენის ასახვა განათლების სფეროში მუხლჩაუხრელი შრომაა, სასარგებლო ცოდნის მირება და სხვებზე გაზიარებაა. ეს არის ბრძოლა კარგი თაობების აღზრდისთვის. მოკლედ, რწმენის ასახვა ჩვენს ცხოვრებაში არის ალლაჰის ბრძანებების ზედმიწევნით შესრულება და მის მიერ გაჩენილი არსებების მიმართ კეთილად მოპყრობა.

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი მორწმუნე და კეთილი საქმის მკეთებელ ადამიანებს ასე მიმართავს:

„და ვინც წარსდგება მის წინაშე მორწმუნე, და ვისაც უქმნია სიკეთენი, აი, მათთვისაა უმაღლესი ხარისხები!“ (ტაჰა, 20/75)

ასე რომ, მოდით, ეს თვეები, რომლებიც რამადანის მოახლოების მაცნენი არიან, ჩვენი მორწმუნეობრივი ცხოვრების კარგი დასაწყისი გავხადოთ. მოდით მივატოვოთ ისეთი ქმედებები, რომლებიც ჩვენს რწმენას არ შეესაბამება. მოდით განვიკითხოთ საკუთარი თავი, სანამ ამ სამყაროს დავტოვებთ. ვეცადოთ, რომ ჩვენი რწმენა კეთილი საქმეებით შევამკოთ. არ დაგვავიწყდეს, რომ როცა საფლავში აღმოვჩნდებით, ყველა და ყველაფერი ზურგს ზურგს უკან დაგვრჩება და ჩვენთან მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი რწმენა და ჩვენს მიერ გაკეთებული საქმეები დარჩება.

ხუტბას ბოლოს კი შუამავლის ერთ ვედრებას მოვუსმინოთ: „ღმერთო! მომმადლე რწმენა, რომელიც საუკეთესო ზნეობით იქნება შემკული და საქმენი, რომლებიც მარადიული გადარჩენის საწინდარი გახდება“. (იხ. იბნ ჰანბელი, 2, 321)

 

Comment here