სათაურებიხუტბა

რწმენა და სწორი მიმართულება

ძვირფასო მორწმუნენო!
ერთხელ შუამავალთან ერთი მუსლიმი მივიდა და სთხოვა: „შუამავალო, ისლამის შესახებ ისეთ რამ მასწავლე, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სხვაზე რაიმე კითხვის დასმის მოთხოვნილება აღარ გამიჩნდეს“. შუამავალმა ასე უპასუხა: „თქვი, რომ გწამს ღვთისა და შემდეგ იყავ მართალი“. (იხ. იბნ ჰანბელი, 3, 413)

ძვირფასო მორწმუნენო!
სამყაროს უზენაესმა გამჩენმა ადამიანი დედამიწის მფლობელად მოავლინა და ღირსად ჰყო, რომ მასთან გზავნილის სახით კომუნიკაცია ჰქონოდა. ღმერთმა ადამიანს ორი განსაკუთრებული წყალობა უწყალობა. ესენია; გონება და თავისუფალი ნება. გარდა ამისა, ღმერთმა ადამიანს შამავლები მოუვლინა და სწორად ცხოვრების გზები ასწავლა. გარდა ამისა, ასწავლა ღვთსმსახურება, ზნეობა, ვალდებულებები და აკრძალულები, რათა ადამიანს ამქვეყნადაც და საიქიოშიც ბედნიერება ენახა. 

ძვირფასო მორწმუნენო!
მართალი ცხოვრება ნიშნავს, რომ ადამიანი რწმენის, ღვთისმსახურების, ზნეობის, სოციალურ და საქმიან ურთიერთობებში გულწრფელი და პატიოსანია. რწმენაში სიმართლე ნიშნავს, რომ ადამიანს სწამს ერთადერთი ღვთისა. ასევე სწამს, რომ მუჰამმედი ღვთის შუამავალია. მორწმუნეს ასევე სწამს წმინდა წიგნების, ანგელოზები, შუემავლების, საიქიოსი და ბედისწერისა. 

რაც შეეხება ღვთისმსახურებაში სიმართლეს და სწორ მიმართულებას, ამს წმინდა წიგნი ყურანი გვასწავლის: 

„გვატარე სწორი გზით

იმათი გზით, ვისაც სიკეთე უბოძე შენ, და არა იმათი გზით, ვისაც შენი რისხვა დაატყდა თავს  და არც იმათის, რომელნიც მცდარ გზაზე დგანან!“ (ფათიჰა, 1/5,6)

ამრიგად, მორწმუნე მხოლოდ ღმერთს ეთაყვანება და მხოლოდ მას სთხოვს შეწევნას. 

ძვირფასო მორწმუნენო!
ყურანშ უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს: 

ელიფ. ლამ. მიმ.

ნუთუ ჰგონიათ ადამიანებს, რომ ამაოდ იქნებიან მიტოვებულნი და არ გამოიცდებიან, თუ მხოლოდ იტყვიან „ვირწმუნეთ“?

ვფიცავ, ჩვენ გამოვცადეთ, რომელნიც მათზე უწინ იყვნენ. უეჭველად, ალლაჰმა იცის, რომელთაც სიმართლე თქვეს და რომელთაც იცრუეს! 

თუ ჰგონიათ, რომელნიც სიავეს სჩადიან, თავს დაიძვრენენ? რაოდენ ცუდია მათ მიერ  გამოტანილი მსჯავრი!“ (ანქებუთ, 29/1-3)

ამრიგად, ადამიანის რწმენა მხოლოდ სიტყვის წარმოთქმით არ განისაზღვრება. საჭროა ამ რწმენის შესაბამისად ცხოვრება და რწმენის პრაქტიკაშ განხორციელება. 

სწორად ცხოვრებაა, როდესაც ადამიანი მიცემულ სიტყვას ასრულებს და პირობას არ არღვევს. მორწმუნეს უყვარს შამავალი და ცდილობს შამავლის ცხოვრება საუკეთესო მაგალითად მიიღოს და ყოველთის მიბაძოს. 

სწორად ცხოვრებაა, როდესაც ადამიანი პასუხისმგებლობას გრძნობს და ამ პასუხისმგებლობის გააზრებით ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს. 

ყურანში ასევე ნაბრძანებია: 

მაშ, მტკიცედ იდექი, როგორც გებრძანა, და ვინც მოიქცა შენთან ერთად. და არ გადახვიდეთ ზღვარს. უეჭველად, იგი ხედავს, რასაც სჩადიხართ!“ (ჰუდ, 11/112)

ამრიგად, მორწმუნე მუსლიმი ვალდებულია ისე იცხოვროს, როგორც ღმერთმა უბრძანა. მორწმუნე ვალდებულია დაიცვას ის საზღვრები, რომლებიც ღმერთმა ალალის ადა არამის სახით დააწესა. მორწმუნე ვალდებულია დაიცვას ღირსება, ნამუსი და პატიოსნება. მორწმუნე ვალდებულია მოერიდოს არამს, ცოდვის ჩადენას  და სხვათა უფლებების შელახვას. მორწმუნე არც სხვას მიყენებს ზიანს და არც იმას დაუშებს რომ ზიანი მიადგეს. ის არც მოძალადე გახდება და არც ძალადობის მსხვერპლი. 

ბედნიერია ადამიანი, რომელიც ცხოვრებას ამ ყველაფერის გათვალსიწინებით გაატარებს და თავის ცხოვრებას რწმენით, ღვთისმსახურებითა და საუკეთესო ზნეობით შეამკობს.  

ძვირფასო მორწმუნენო!
ადამიანი მუდმივად უნდა ფიქრობდეს რისთვის არის მოვლენილი ქვეყანაზე, საიდან მოდის და საით უნდა წავიდეს. ის საკუთარ თავს მუდმივად უნდა უსვამდეს ამ კითხვებს. მორწმუნე უნდა იაზრებდეს თავის შეცდომებსა და ცოდვებს, რის შემდეგაც უნდა მოინანიოს და მიტევება ითხოვოს.

Comment here