სათაურებიხუტბა

ოჯახური მშვიდობის წყარო:
მოწყალება და სიყვარული

ძვირფასო მუსლიმებო!
ოჯახიჩვენი უზენაესი გამჩენის მიერ ბოძებული უდიდესი ნეტარებებიდან ერთერთია. ეს არის სიმშვიდისა და სულიერი ნუგეშის ნავსაყუდელი, სადაც ადამიანი პოულობს უსაფრთხოებას, სიყვარულსა და თანადგომას. ოჯახირწმენის განმატკიცებელი სივრცეა, სადაც მორწმუნე იმანით ცხოვრობს; სადაც ლოცვა და ღვთისმსახურება ყოველდღიურ ცხოვრებაში იკვეთება; სადაც სიკეთე, სამართლიანობა, ჭეშმარიტება, სიყვარული და პატივისცემა ისწავლება.

ოჯახიმტკიცე ციხესიმაგრეა, რომელიც ადამიანს იცავს ცოდვისა და უკეთურებისგან. იგი არის მოწყალებისა და სიყვარულის კერა, სადაც ყალიბდება ზნეობრივი თაობა, ადამიანის ხასიათი და პიროვნება, ფორმირდება ღირსეული საზოგადოება. როგორც ყურანში ვკითხულობთ: „მისი სასწაულებიდანაა ისიც, რომ თქვენგანვე გააჩინა თქვენი მეწყვილე, რათა იპოვოთ მასში სიმშვიდე, დაგიდგინათ ერთმანეთში სიყვარული და მოწყალება. უეჭველად, ამაში სასწაულებია მოაზროვნე ხალხთათვის!“ (სურა რუმი, 30/21)

ამრიგად, ოჯახიარის ღვთიური მოწყალების გამოვლინება დედამიწაზე.

ძვირფასო მორწმუნეებო!
ოჯახის ყოველი წევრი ძალიან ძვირფასი და შეუცვლელია. დედა და მამათავდადების, სიმშვიდისა და სიბრალულის ხორციელი სახეა. ბავშვები ღვთის უნიკალური საჩუქრებია, ოჯახის  ძვირფასი ყვავილები. ისინი ისეთი მარგალიტები არიან, რომელთა სწორად აღზრდა მთელ კაცობრიობას სიკეთეს მოუტანს. ბებიები და ბაბუები შეუცვლელი, დიდებულები არიან, რომელნიც ხელების დაკოცნის ღირსიც არიან, რომლებიც წარსულის მემკვიდრეობას მომავალ თაობებს გადასცემენ.

ძვირფასო მუსლიმებო!
დღეს ჩვენი ოჯახური კერები მრავალი საფრთხისა და ზეწოლის ქვეშაა. გარყვნილი მიმდინარეობები და მცდარი იდეოლოგიები მიზნად ისახავენ ოჯახის სტრუქტურის დანგრევას. ისინი თავისუფლების სახელით ცდილობენ არალეგალური თანაცხოვრების ფორმები ოჯახად წარმოაჩინონ. ჩვენს შვილებს — რომლებიც ჩვენი ერის, საზოგადოების და სახელმწიფოს მომავლის საყრდენნი არიან — ტვირთად გვიჩვენებენ. დედებს, მამებს, ბებიებსა და ბაბუებს კი კომფორტისა და ეგრეთ წოდებული „მარტოობის თავისუფლების“ სახელით იზოლაციასა და უყურადღებობაში აგდებენ.

ინტერნეტსივრცეში, ფილმებსა და სერიალებში, რეკლამებსა და გადაცემებში ხშირად გვხვდება ისეთი შინაარსი, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას და არღვევს ოჯახის ღირებულებებს. თუმცა, ყველა ამ უარყოფითი ტენდენციის წინაშე ჩვენ არ ვართ უძლურნი. გამოსავალი იმაშია, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს სათავესიმ ღირებულებებს, რომლებსაც გვასწავლის ყურანი თავისი მოწყალებით სავსე გზავნილებით და ჩვენი შუამავალი მუჰამმედი (...) თავისი ზნეობრივი მაგალითებით.

ძვირფასო მუსლიმებო!
ჩვენი ვალია ოჯახი ავაშენოთ ისე, როგორც გვიბრძანა ალლაჰმა და როგორც საკუთარი ცხოვრებით გვიჩვენა რჩეულმა შუამავალმა (...). უნდა შევინარჩუნოთ ოჯახი სიყვარულითა და პატივისცემით, განვავითაროთ იგი თანაგრძნობითა და სითბოთი, გადავცეთ მომავალ თაობას სიკეთითა და სამართლიანობით.

ალლაჰის შუამავალი (...) ბრძანა: „ყველაზე დალოცვილი ქორწინება ის არის, რომელიც ყველაზე ნაკლები ხარჯით სრულდება.“ (იბნი ჰანბელი, VI, 83)

შევეცადოთ, ქორწინების დაწყება იყოს იოლი და არა მძიმე ტვირთი. არ დავკარგოთ ჩვენი შვილების სიხარული ფუფუნებისა და ფუჭი ხარჯვის გამო. გავიხსენოთ შუამავალის (...) სიტყვები: „თქვენგაგან საუკეთესო ის არის, ვინც თავისი ოჯახის მიმართ ყველაზე უკეთესია. ხოლო მე, თქვენ შორის, ჩემს ოჯახთან მიმართებაში ყველაზე უკეთესი ვარ.“ (იბნი მაჯე, ნიქაჰი, 50)

მოდით, უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს ოჯახებში სიკეთე სუფევდეს. ჩვენი შვილების სიუხვე, ჩვენი თვალების ნუგეში, ყოვლისშემძლე ღმერთის დიდ მადლი და სიუხვის წყაროდ აღვიქვათ. და ნუ დავივიწყებთ ღვთის სიტყვას: „და ვუანდერძეთ ადამიანს სიკეთე მშობლების მიმართ.“ (სურა აჰყაფი, 46/15)

მშობლებისადმი თანაგრძნობა და პატივისცემა არის ერთერთი გზა ალლაჰის კმაყოფილების მოპოვებისკენ. ვინც მშობელს გაუხარებს გულს, ალლაჰი კმაყოფილი იქნება მისგან.

დავასრულოთ ჩვენი ხუტბა იმ ლამაზი ვედრებით, რომელსაც გვასწავლის ყურანი: „ღმერთო ჩვენო! გვიბოძე ჩვენ სიხარული ჩვენი ცოლ-შვილის სახით და დაგვადგინე ჩვენ ღვთისმოშიშთათვის წინამძღვრად!“ (სურა ფურყანი, 25/74)

Comment here