
ძვირფასო მორწმუნენო
ჩვენ ახლა სამთვეულის პერიოდს გავდივართ და ეს დრო მუსლიმებისთვის განსაკუთრებულ მნიშნელობას ატარებს. მომავალი ორშაბათის ღამე სამშაბათის დილამდე ბერათის ღამეა, რომელიც მრავალი სიბრძნითა და ბარაქითაა სავსე. ამ ღამეს შესაძლებლობა გვეძლევა უარი ვთქვათ ყველა იმ შეცდომასა და ცოდვაზე, რომლებიც ჩვენი გაჩენის მიზანს არ შეესაბამება და ღვთის კმაყოფილების მოპოვებას არ ემსახურება. დაე, უზენაესმა გამჩენმა მოგვმადლოს წყალობა და დაგვადგინოს სწორ გზაზე, მოგვცეს ახალი იმედები და ასევე შესაძლებლობები, რათა ჩვენი სულიერი მდგომარეობა გამოვასწოროთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი ყურანში ასე ბრძანებს: „ალლაჰის წყალობის იმედს ნუ გადაიწურავთ“. (იუსუფ, 12/87)
დიახ, სასოწარკვეთილების ადგილი არ არის მორწმუნის გულში, რომელსაც სწამს ღვთისა და მხოლოდ მასზეა მინდობილი. სწორედ არის იმედი, რომელიც აცოცხლებს ადამიანებს. სწორედ უკეთესი მომავლის იმედია, რომელიც ადამიანებს სიცოცხლესთან მტკიცედ აკავშირებს. იმედი რეალობისგან თავის დაღწევა არ გახლავთ. პირიქით, იმედი არის ალლაჰზე სრული მინდობა და გონივრული მოთმინება. ეს არის მტკიცედ დგომა წარსულის ტკივილების დავიწყების გარეშე და მომავლის თადარიგის შექმნა. რაც არ უნდა დიდი იყოს ჩვენი უბედურება, ჩვენ უზენაესი გამჩენის წყალობას უნდა შევეფაროთ და ყოველ ფეხის ნაბიჯზე მისი კმაყოფილებისათვის ვიბრძოლოთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
მუსულმანები, რომლებსაც სწამთ ერთი და იგივე ღმერთი, ერთი და იგივე შუამავალი, ერთი და იგივე წიგნი და ლოცვასაც ერთი და იგივე მიმართულებით აღავლენენ, ერთმანეთის იმედი არიან. ყველა მუსლიმანმა იცის თავისი ძმის ტკივილი და ისე განიცდის, როგორც საკუთარს. მუსლიმი ძმის სევდას საკუთარ მწუხარებაში ხედავს. ის გაჭირვებაში ჩავარდნილ ძმას ყოველთვის მხარში უდგას. მორწმუნეთა ძმობა განსაკუთრებულია და ამ ძმობას ისინი თანადგომითა და მზრუნველობით გამოხატავენ.
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ყოველ ბნელ ღამეს ნათელი განთიადი მოსდევს. ყველა უბედურება აუცილებლად დასრულდება და ღვთის წყალობით ბედნიერება დაისადგურებს. უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:
„რომელთაც აუწყეს მორწმუნეებს: „უეჭველად, შეიკრიბა თქვენ წინააღმდეგ ხალხი, გეშინოდეთ მათი“. მაგრამ მათ[1] რწმენა ემატებოდათ და ამბობდნენ: „ალლაჰი კმარა ჩვენთვის, და რა დიდებული მფარველია იგი“; (ალი იმრანი, 3/173)
შუამავლის ზნეობა ჩვენთვის სამაგალითოა და ჩვენი ცხოვრებაც ამ ზნეობის მიხედვით უნდა დავგეგმოთ. უნდა ვეცადოთ, ვიყოთ შემწყნარებელნი, გულისხმიერნი და მოსიყვარულენი. ეს ყოველი მუსლიმისთვის შესაფერისი ქცევებია. პატივი ვცეთ ოჯახის წევრებს, ახლო ნათესვებს, მეზობლებს, მეგობრებს, ახლობლებს, მთელ კაცობრიობას და გარემომცველ ბუნებას. ბედნიერება მარტოობაში არ არის, ბედნიერება ჯანსაღ ურთიერთობებში უნდა ვეძებოთ.
ხუტბას ბოლოს კი შუამავლის ვედრებას მოვუსმინოთ:
„ღმერთო! შენსკენ მოვილტვით. შენ მოგენდეთ. იმედითა და გულწრფელობით მოგეკედლეთ. (იხ. ბუჰარი, „ვუდუ“, 75)

[1] მორწმუნეებს




Comment here