
ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა ყურანის აიათში უზენაესი გამჩენი ბრძანებს:
„დიდება იმას, რომელმაც ღამით გადაიყვანა თავისი მსახური მესჯიდი ჰარამიდან მესჯიდი აყსაში, რომლის შემოგარენიც ჩვენ დავლოცეთ[1], რათა გვეჩვენებინა მისთვის ნაწილნი ჩვენი სასწაულნისა. უეჭველად, იგია ყოვლისმსმენი, ყოვლისმხედველი!“(ისრა 17/1)
ძვირფასო მორწმუნენო!
მომავალი კვირა დღის ღამე ორშაბათის დილამდე მირაჯის ღამეა. უსაზღვრო მადლიერებას გამოვხატავთ უზენაესის მიმართ, რათა კიდევ ერთხელ დაგვასწრო ამ ძვირფას ღამეს და მუსლიმის ღირსეულ სახელს ვატარებთ. ჩვენ ასევე ვამაყობთ, რომ ვართ შუამავლის მიმდევრები. ვლოცავთ და ვესალმებით მას. დალოცვილ იყოს მირაჯის ღამე!
ძვირფასო მორწმუნენო!
ამ ღამეს უზენაესმა გამჩენმა შუამავალი ზეცად აამაღლა და სამი ძვირფასი საჩუქრით ისევ დედამიწაზე დააბრუნა. ამ საჩუქრებიდან ერთ-ერთი არის ის, რომ მორწმუნე ადამიანი ბოლოს მაინც სამოთხეში შევა. მეორე საჩუქარი ბაყარას სურას ბოლო ორი აიათი იყო, რომელიც ჩვენთვის რწმენისა და ღვთისმსახურების გზამკვლევია. მესამე საჩუქარი კი ლოცვაა, რომელის დროსაც მორწმუნე ყველაზე ახლოსაა გამჩენთან.

ძვირფასო მორწმუნენო!
ლოცვა მორწმუნის ამაღლებაა. ლოცვა სარწმუნოების დედაბოძია. ის ჩვენი თვალის სინათლე და სულიერი სიმშვიდეა. ლოცვის შესახებ შუამავალი ბრძანებს, რომ ის პირველი საკითხი იქნება, რომლის შესახებაც განკითხვის დღეს პასუხი მოგვეთხოვება. (იხ. ნესაი, „მუჰარებე“ 2)
ლოცვა ის ფარია, რომელიც მორწმუნის სულიერ მდგომარეობას იცავს. გულწრფელი ლოცვა ყოველგვარი უზნეობისა და ბოროტებისაგან გვიცავს. ლოცვა ცხონებისა და მიტევების საწინდარია. ყოველდღიური ლოცვები და პარასკევის ლოცვა, მცირე ლოცვებს აქრობს. (იხ. მუსლიმ, „თაჰარეთ“ 14)
ძვირფასო მორწმუნენო!
მორწმუნეთა სულიერი სიმშვიდე მხოლოდ ლოცვით მოიპოვება. მორწმუნე ლოცვის შედეგად გამჩენთან არსებულ კავშირს სიცოცხლისუნარიანობას უნარჩუნებს. ცხოვრებისეული სასოწარკვეთილება მხოლოდ ლოცვის შედეგად გადაილახება. სამოთხის კარებიც ლოცვის შედეგად გაიხსნება.
ძვირფასო მორწმუნენო!
მოდით ეს ძვირფასი საჩუქარი მთელი გულწრფელობით მივიღოთ, გავითავისოთ და ისე შევასრულოთ, რომ ღვთის კმაყოფილების მიზეზი გახდეს. ლოცვები არ გავაცდინოთ. ყოველი ლოცვა მთელი გულწრფელობით, დროულად უნდა შევასრულოთ. ის ჩვენი სულიერი ფარია, რომელიც ყოველგვარი სიავისგან გვიცავს. ასევე ყველაფერი ვიღონოთ იმისათვის, რომ ჩვენი შვილები ლოცვას შევაჩვიოთ და ესოდენ მნიშვნელოვანი ღვთისმსახურება შევაყვაროთ.
ხუთბას ბოლოს კი ისევ წმინდა აიათს მოვუსმინოთ:
„და უბრძანე შენს ოჯახს ლოცვა და იყავი მომთმენი მასზე. ჩვენ არ გთხოვთ სარჩოს, ჩვენ თავად გასაზრდოებთ შენ. ხოლო კეთილი აღსასრული[2] ღვთისმოშიშებისთვისაა! (ტაჰა 20/132)





Comment here