სათაურებიხუტბა

ისლამი ღვთის წინაშე მიღებული
ერთადერთი სარწმუნოებაა

წმინდა აიათში უზენაესი ასე ბრძანებს:
„უეჭველად,  ალლაჰის წინაშე სარწმუნოება ისლამია და მხოლოდ მას მერე, რაც ცოდნა მიიღეს, ერთმანეთის შურით  გაიყვნენ ისინი, რომელთაც წიგნი ებოძათ. და თუ ვინმე არ იწამებს ალლაჰის აიათებს, უეჭველად, ალლაჰი მსწრაფლგანმკითხველია! (ალი იმრან 3/19)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ბრძანებს:

„ვინც გამჩენად ალლაჰს, სარწმუნოებად ისლამს, ხოლო შუამავლად მუჰამმედს აღიარებს, სამოთხეში დამკვიდრდება“. (იხ. მუსლიმი, „იმარე“ 116)

ძვირფასო მორწმუნენო!
ისლამი ჩვენი სარწმუნოებაა, ჩვენი ცხოვრების გზაა და ის შუამავალმა მუჰამმედმა იქადაგა. ღვთიური გზავნილის მოვლინება შუამავალ ადამიადან დაიწყო და შუამავალ მუჰამმედს მისი უკანასკნელი და სრულქმნილი ვერსია მოევლინა.

ისლამი ის წმინდა მოწოდებაა, რომელიც ადამიანებს ამქვეყნიური და საიქიო ბედნიერებისაკენ გზას უკვალავს. ის ერთადერთი ჭეშმარიტი გზაა, რომელიც გადაგვარჩენს. ის ერთადერთი სარმწუნოებაა, რომლისკენაც ყველა სული მიილტვის და ყოველი გონება დაეძებს. ისლამის მოქმედება ქვეყნიერების აღსასრულამდე გაგრძელდება.

მორწმუნენო!
ისლამი პასუხს სცემს ყველა იმ კითხვას, რომლებიც ადამიანის ცხოვრების არსსა და მისი გაჩენის მიზანს ეხება. ისლამი ადამიანის ცხოვრებას შინაარსს სძენს. ისლამი ადამიანს მუდმივად სიკეთისა და სიყვარულისკენ მოუწოდებს. ისლამი ადამიანის სიცოცხლეს, საკუთრებას და ყველა უფლებას იცავს. ისლამი უიმედო გულებისთვის იმედის მიმნიჭებელია. მისი მეშვეობით ადამიანები ერთმანეთთან და სამყაროში არსებულ ყველა არსებასთან ჯანსაღ ურთიერთობას სწავლობენ. ისლამი ადამიანებს ასწავლის შექმნან ისეთი სამყარო, სადაც საცხოვრებლად უკეთესი პირობები იქნება.

ძვირფასო მორწმუნენო!
ისლამი მთელ კაცობრიობას სულიერებას, ერთი ღმერთის რწმენას, ერთგულებას და სწორად ცხოვრებას ასწავლის. ისლამის უპირველესი პირობა ერთი ღმერთის რწმენაა. მის გარდა არავის მიმართ შეიძლება თაყვანისცემა ან ღვთისმსახურება. მუსლიმი ყველა სიტყვასა და საქმეში განუხრელ სამართლიანობას უნდა ავლენდეს. როდესაც შუამავალს ჰკითხეს, რა უნდა გავაკეთოთ, რომ კარგად მოვიქცეთ და დამატებით კითხვები აღარ გვქონდესო, მან ასე უპასუხა: „თქვი, რომ გწამს ღვთისა და შემდეგ იყავ მართალი!“  (იხ. იბნ ჰანბელი, 3, 413)

მორწმუნენო!
ისლამი საუკეთესო ზნეობის სარწმუნოებაა. ის ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოებაა, რომელიც სრულ ჭეშმარიტებას და სამართლიანობას გვასწავლის. ისლამი მშვიდობის, სათნოებისა და უსაფრთხოების გარანტია. ისლამი ცოდნის, სიბრძნისა და შემწყნარებლობის მქადაგებელია.

დღეს ჩვენ გვევალება, რომ ისლამის მეშვეობით მოვლენილი ეს უსაზღვრო წყალობა დავინახოთ და დავაფასოთ. ღვთის წინაშე უსაზღვრო მადლიერება უნდა გამოვხატოთ, რათა ესოდენ ძვირფას წყალობას გვაზიარა. ჩვენ უნდა ვცდილობდეთ, რომ ისლამის მიერ მოტანილი ღირებულებები ყოველდღიურ ცხოვრებაში დავნერგოთ. უნდა ვუერთგულოთ ისლამს და მის გზას არასოდეს გადავუხვიოთ. 

დასასრულს კი ისევ წმინდა აიათს მოვუსმინოთ:
და ვინც ეძიებს სხვა სარწმუნოებას, გარდა ისლამისა, მისგან არ მიიღება (ღმერთის წინაშე) იგი (სარწმუნოება), და ის იქნება საიქიოში წაგებულთა შორის“. (ალი იმრანი 3/85)

 

Comment here