
ძვირფასო მუსლიმებო!
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება, რომელიც ღვთის კმაყოფილებასა და ნამდვილი ბედნიერებას იწვევს, არის ერთგულება. ერთგულება სიყვარულის, პატივისცემისა და თავდადების ნიშანია.
ეს ნიშნავს სიტყვის შესრულებას, კეთილშობილურ საქციელზე სიკეთით პასუხის გაცემას. ერთგულება არის იმ ადამიანების დაფასება, რომლებმაც ხელი გამოგიწოდეს მაშინ, როცა სირთულეში იყავით; ვინც გაიზიარეს თქვენი სიხარული ბედნიერების დროს და გაგამხნევეს მწუხარების ჟამს.
ერთგულება ნიშნავს არა სარგებლის, არამედ სიყვარულის გვერდით დგომას; არა სიძულვილის, არამედ მიტევების არჩევას; არა უსამართლობის, არამედ სამართლის მხარეს ყოფნას; ძმობის ეთიკითა და სამართლით შემოსვას.
ძვირფასო მორწმუნეებო!
ერთგულების უმაღლესი ფორმა არის ის, რომ „ელესთუ ბირაბბიქუმ“ ჩვენს უზენაეს ღმერთზე მიცემულ სიტყვას ვუერთგულოთ და მთელი სიცოცხლე მხოლოდ მას ვემსახუროთ. „ვინც აღასრულებს იმას, რა აღთქმაც ალლაჰის წინაშე დადო, მაშინ მას მიეგება საზღაური უდიდესი… (ფეთიჰი, 48/10)

ძვირფასო მუსლიმებო!
უზენაეს ალლაჰისადმი გამოჩენილი ერთგულების შემდეგ, ყველაზე ძვირფასი ერთგულება არის ის, რაც გამოხატულია სამყაროს წყალობად დადგენილი — ჩვენი შუამავლის (ს.ა.ს.) მიმართ. „ვფიცავ, თქვენთან მოვიდა შუამავალი თქვენივე წიაღიდან. მძიმეა მისთვის, რომ თქვენ განსაცდელში ხართ. გული შესტკივა თქვენზე. მიმტევებელი და მწყალობელია მორწმუნეებისადმი!“ (თევბე, 9/128) როგორც აიათშია ნათქვამი, ჩვენთვის წყალობად დადგენილი ალლაჰის შუამავალის (ს.ა.ს.) რწმენა, მისი და მისი ოჯახის სიყვარული ერთგულების აუცილებელი მოთხოვნაა. მის სუნნეთზე მიყოლა, სიმართლისა და ჭეშმარიტების დაცვა, მისი სახელის ხსენებისას სალავათის წარმოთქმა — ეს ყველაფერი ჩვენი ვალია შუამავალის (ს.ა.ს.) მიმართ.
ძვირფასო მუსლიმებო!
ერთგულება ასევე ნიშნავს ოჯახისადმი ერთგულებას, უფროსებისადმი პატივისცემას და შვილებისადმი სითბოს გამოხატვას. ერთგულება ზოგჯერ არის სისხლის გაცემა ან ორგანოს დონაცია, რათა ძმას ტკივილი შეუმსუბუქდეს და მის ახლობლებს იმედი მიეცეს. ზოგჯერ კი — ნერგის მიწაში ჩარგვა.
გარდა ამისა, ერთგულებაა ისლამიდან აღმოცენებული ჩვენი ცივილიზაციისა და კულტურის მტკიცედ დაცვაა, ეროვნული და სულიერი ღირებულებების გაფრთხილება. ჩვენი სამოთხის მსგავსი სამშობლოსთვის დაცვისთვის მოწამეების, გარდაცვლილი გმირი ვეტერანებისა და ყველა წინაპრის კეთილად გახსენება — ეს არის ერთგულების ვალი ჩვენი ერის წინაშე.

ძვირფასო მორწმუნეებო!
ამ სამყაროში, სადაც ერთგულების გრძნობა თანდათან მცირდება და უმადურობა ფართოდ ვრცელდება, ერთგულების დაცვა — როგორც ჰადისშია ნათქვამი: „პირობის ერთგულად შესრულება რწმენის ნაწილია“ (ჰაქიმი, მუსთედრექი, I, 20. (1/16). — ჩვენი რწმენის მოთხოვნაა. დღეს თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავაკეთოთ ერთგულების ანგარიში: უზენაესმა ღმერთმა ჩვენზე მრავალი წყალობა მოგვმადლა — შევძელით თუ არა ამ წყალობებისადმი ერთგულების ვალის მოხდა? შევძელი თუ არა ვიყოთ კარგი ადამიანები ჩვენი მშობლების, მეუღლეებისა და შვილების, ნათესავებისა და მეზობლების მიმართ? შევძელით თუ არა, როგორც საზოგადოებისადმი ერთგულების ვალი, ობლების თავზე ხელის გადასმა? შევძელით თუ არა ავადმყოფის ან გაჭირვებულის ტკივილის შემსუბუქება, დახმარება? შევძელით თუ არა მოხუცის მარტოობის განთავისუფლება ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ძმის ცხოვრების გამარტივება? ეს არის კითხვები, რომლებიც თითოეულ ჩვენგანმა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს ერთგულების შესახებ.
დიახ, ძვირფასო ძმებო! იმ იმედით, რომ ამ კითხვებზე დადებით პასუხებს გავცემთ, მსურს დღევანდელი ხუტბა დავასრულო ჩვენი შუამავალის (ს.ა.ს.) სიტყვებით: „ვინც ამანათს იცავს, მისი რწმენა სრულყოფილია; ხოლო ვინც აღთქმას ერთგულად ასრულებს, მისი რელიგია სრულყოფილებას მიაღწევს.“ (იბნი ჰანბელი, III, 134)





Comment here