სათაურებიხუტბა

ცხოვრების ალალი გზით გატარება

ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა აიათის მიხედვით უზენაესი გამჩენი ბრძანებს:

ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ აიკრძალოთ სიამენი, რომელზეც ალლაჰმა ნება მოგცათ თქვენ, მაგრამ არ გადახვიდეთ ზღვარს. უეჭველად, ალლაჰს არ უყვარს ზღვარგადასულნი“. (მაიდე 5/87)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე ბრძანებს:
ალალი ცხადია. არამიც ცხადია. ამ ორს შორის არსებობს გარკვეული საკითხები, რომელთა შესახებაც ადამიანთა უმრავლესობას სრული ცოდნა არ გააჩნიათ. ვინც ასეთ საეჭვო საკიტხებს მოერიდება სარწმუნოებას და სიწმინდეს დაიცავს. ვინც საეჭვო რამეებს აჰყვება არამისკენ დაეშვება“. (იხ. ბუჰარი, „იმენ“ 39; მუსლიმი, „მუსაქათ“ 107)

ძვირფასო მორწმუნენო!
ალალი და არამი ის საზღვრებია, რომლებიც ღმერთმა ამქვეყნიურ ცხოვრებაში დაგვიწესა. ალალი და არამის მცნება საკმაოდ ფართე მომცველობისაა და ის მხოლოდ საკვებისა და სასმელის კლასიფიკაციით არ შემოიფარგლება. ალალი ადა არამი ის ძირითადი განმსაზღვრელებია, რომლებიც ადამიანის ცხოვრებას არეგულირებენ. ალალი და არამი მოიცავს აზროვნებას, ფიქრს, სიტყვას, საქმეს, ჩაცმას, ჭამას, სმას და ა.შ. მოკლედ ის ცხოვრების ყველა ასპექტში აქტუალურია.

ძვირფასო მორწმუნენო!
ყველაფერი, რაც ადამიანის სწორად ცხოვრებას, სწორად აზროვნებას და სიკეთეს ემსახურება, ალალია. რაც ადამიანის სინდისს, მის სწორად აზროვნებას, მის ჯანმრთელობას ვნებს, არამია. ალალი დადებითი მოვლენაა და ის გამცენის კმაყოფილების მოპოვების საწინდარია. არამი ბნელი მხარეა, ცუდია და ღვტიურ სასჯელს იწვევს. ალალი და არამი ადამიანის ამქვეყნიური გამოცდის მთავარი საკითხებია. ალალით დაკმაყოფილება ღვთისმსახურებად ითვლება. ასევე ღვთისმსახურებაა არამისგან თავის არიდებაც. ალალის არამად ჩათვლა ან არამის ალალად მიჩნევა დიდი ცოდვაა.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი სარწმუნოების მიხედვით ალალისა და არამის დადგენა უზენაესი გამჩენის პრეროგატივაა. თავად ღვთის ნებით იგივეს გვასწავლის ღვთის შუამავალიც. ღმერთმა ალალი და არამი წმინდა წიგნის, ყურანის მეშვეობით გვასწავლა. შუამავალმა კი თავისი ცხოვრებითა და სწავლებით ეს ყველაფერი პრაქტიკულად გვაჩვენა. შუამავლის სწავლების მიხედვით მორწმუნე ადამიანი ფუტკარს ჰგავს. ის მუდმივად შრომობს და მხოლოდ სასარგებლო რამეებს ქმნის. მორწმუნე ადამიანი ყოველთვის სიკეთისა და სამართლიანობის მხარეს დგას.

ძვირფასო მორწმუნენო!
თუ ჩვენ ბოროტების გზას თავს ავარიდებთ და მხოლოდ სიკეთის გზით ვივლით, ამქვეყნიურ და საიქიო სიმშვიდეს ვეზიარებით. როდესაც არამს თავს ვარიდებთ, ღვთის წყალობას ვიმკით. როდესაც ცოდვებს ვშორდებით ღმერთს ვუახლოვდებით. ასეთ შემთხვევაში ჩვენი გულები სიკეთით, სიყვარულით, შემწყნარებლობითა და სიმშვიდით აღივსება. პარალელურად ჩვენ დაცული ვიქნებით ისეთი ნეგატიური გრძნობებისგან, როგორიცაა შური, ბოღმა, სიძულვილი, ღალატი, ორპირობა და ა.შ. როდესაც ყოველი ჩვენი ნაბიჯი ალალისკენაა მიმართული, ჩვენ ამ ნაბიჯებით სამოთხეს ვუახლოვდებით. არამის გზა კი ჯოჯოხეთისკენ მიდის.

ძვირფასო მორწმუნენო!
რამადანი ბოლო პარასკევის ლოცვას აღვავლენთ. მალე ბაირამს აღვნიშნავთ. მოდით, ჩვენი ცხოვრების მტკიცე გზად მხოლოდ და მხოლოდ ალალი დავიდგინოთ, რათა მთელი ცხოვრება დღესასწაულად ვაქციოთ. ყოველხრივ ვეცადოთ, რომ ღვთის მიერ დადგენილი საზღვრები არ გადავლახოთ. ყური დავუგდოთ სუამავლის ვედრებას: „ღმერთო! შემაძლებინე ვიყო ისეთი მსახური, რომელიც მადლიერია შენდამი, ხშირად გახსენებს, შენი სასჯელის ეშინია, შენდამი უსაზღვროდ მორჩილებას გამოხატავს, მხოლოდ შენ გეთაყვანება და მხოლოდ შენ გევედრება“. (იხ. იბნ მაჯე, „დუა“ 2)

ძვირფასო მორწმუნენო!
ხუტბას დასასრულს კი ერთი რამ მინდა შეგახსენოთ. ბაირამამდე რამოდენიმე დღე დარჩა. მრავალი ჩვენგანი ამ დღეს თავის მშობლიურ კუთხეში გაემგზავრება. გზებზე დიდი სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინეთ. დაემორჩილეთ საგზაო ნიშნებსა და მოძრაობის წესებს. გილოცავთ მომავალ ბაირამს!

Comment here