
აღნიშნულ აიათში უზენაესი ბრძანებს:
„უეჭველად, თქვენგან ყველაზე პატივდებული ალლაჰის წინაშე თქვენში ყველაზე უფრო ღვთისმოშიშია. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ყველაფრისმცოდნეა!“(ჰუჯურათ 49/13)
ჰადისი მიხედვით კი შუამავალი ბრძანებს:
„ღმერთი თქვენს გარეგნობასა და ქონებას არ უყურებს, ის მხოლოდ თქვენს გულებსა და ნამოქმედარს შეხედავს“.(იხ. მუსლიმ, „ბირ“ 34)
ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესის წინაშე ჩვენი ამქვეყნიური პრივილეგიები, სახელი, ქონება, ძალა, სილამაზე და სხვა მსგავსი უპირატესობანი არაფერს ნიშნავს. ღმერთმა ადამიანი ისედაც წყალობით აღსავსე გააჩინა და ყველაფერი რაც ადამიანს გააჩნია, მისი ულევი წყალობის ნაწილია. ღვთის წინაშე ფასს მხოლოდ რწმენა, ღვთისმსახურება, ღვთისმოშოშობა, კეთილი საქმენი და ზნეკეთილობა შეგვმატებს.
არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი ან დაბადებიდანვე უნარშეზღუდულია, ან შემდეგში რაიმე ინციდენტის შედეგად დაინვალიდდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ცხოვრების დასასრული არ არის. ასეთ დროს მოთმინება, გამძლეობა და რწმენა ის ფაქტორებია, რომლებიც სამოთხეში შესვლის საწინდარი გახდება.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჯანმრთელობის დაცვა და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა უზენაესის ბრძანება და შუამავლის სუნაა. დღეს, როდესაც მსოფლიოს უხილავი ვირუსი უტევს, ეს ჭეშმარიტება უფრო მეტ აქტუალურობას იძენს. ყველანი ვალდებულნი ვართ გავიფრთხილდეთ, როგორც საკუთარ, ისე სხვაბის ჯანმრთელობას. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჯან-დაცვის მიერ დადგენილი რეკომენდაციები. თუ ყველა ამ პრევენციული ღონისძიებისა და სიფრთხილის მიუხედავად ავადმყოფობა შეგვხვდება, უნდა ვიმკურნალოთ და მორწმუნეობრივი მოთმინება გამოვიჩინოთ.
ძვირფასო ძმებო!
როგორც ყველა სხვა წყალობა, ისე ნებისმიერი ცხოვრებისეული განსაცდელიც, უზენაესის კმაყოფილების მოპოვების გზაზე, ჩვენთვის დადგენილი გამოცდაა. ყოველი ადამიანი იმდენადაა პასუხისმგებლობის მატარებელი, რამდენადაც შეუძლია. ჩვენი ვალდებულებაა მოვინახულოთ და დავეხმაროთ იმ ძმებს, რომლებიც ავად არიან ან განსაცდელის დღეები აქვთ. მათ უიმედობა და უმწეობის გრძნობა უნდა განვუქარვოთ. ასევე მუდმივი მზრუნველობა და სიყვარული უნდა გამოვიჩინოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უნარშეზღუდული არიან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ცხოვრება გავუადვილოთ და იმედი არ დაკარგონ.





Comment here