სათაურებიხუტბა

ჭეშმარიტებისა და სიმართლის
მაცნეები : შუამავლები

პატივცემულო მუსლიმებო!
ჩვენი დიადი რელიგიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი შუამავლების რწმენაა. შუამავლები არიან ღვთის მიერ კაცობრიობისგან არჩეული მაცნეები, ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის წარმომადგენლები. ისინი წარმოგზავნილნი იყვნენ, რათა კაცობრიობისთვის მარადიული ხსნის გზა ეჩვენებინათ. შუამავლები ხალხს მოუწოდებდნენ ერთი ღმერთის, ანუ მონოთეიზმის რწმენისკენ.

ძვირფასო მორწმუნეებო!
შუამავლური მისია, რომელიც ადამით დაიწყო, მუჰამმედით (ს.ა.ს.) დასრულდა. ანალოგიურად, ღვთაებრივი უწყება, რომელიც ადამით დაიწყო, წმინდა ყურანით დაგვირგვინდა და დასრულდა, რომელიც ჩვენს შუამავალის (ს.ა.ს.) რამადანის თვეში, ყადირის ღამეს ზემოევლინა.

ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა (ს.ა.ს.) ჩაგვრაში ჩაფლული საზოგადოება გარდაქმნა. მან საცხოვრებლად უვარგისად მიჩნეული სამყარო ბედნიერების ეპოქად აქცია და უმეცრების სიბნელე სინათლედ გადააქცია. ერთ ჰადისში შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა: მე ვარ მუჰამმედი, მე ვარ აჰმედი, მე ვარ მუყაფიშუამავლების მიმდევარი, მე ვარ ჰაშირიის, ვის გარშემოც ადამიანები შეიკრიბებიან, მე ვარ მონანიების, მოწყალების შუამავალი. (მუსლიმი, ფედაილი, 126)

ამიტომ, ვინც ცდილობს მიიღოს ისეთი მორალური ღირებულებები, როგორიცაა სიყვარული და პატივისცემა, არ უნდა გადაუხვიოს ალლაჰის შუამავალის (ს.ა.ს.) ხელმძღვანელობას. ხოლო ვისაც სურს, რომ სიკეთემ იზეიმოს მსოფლიოში და ბოროტება დასრულდეს, უნდა დაეყრდნოს ყურანსა და სუნნეთს.

ძვირფასო მუსლიმებო!
 ყოვლისშემძლე გამჩენი გვამცნობს: „და არც მეტყველებს თავისი ნებით. რამეთუ იგი მხოლოდ შთაგონებაა ზეშთაგონებული.“ (ნეჯმი, 53/3-4) ამიტომ, ჩვენიშუამავალისა და მისი მოწყალე უწყებების „ილუზიად“ მიჩნევა პირდაპირი თავდასხმაა ღვთის სიტყვაზე, ღვთის ნებასა და ღვთის რელიგიაზე. ყოვლისშემძლე ღმერთი გვამცნობს იმ ადამიანების საშინელი დასასრულის შესახებ, ვისაც არ სწამდა შუამავალებისა და ისინი დაცინვის საგნად დაიდგინა: „ვფიცავ! შენამდე უკვე შუამავალნი აიგდეს მასხრად, და რომელნიც მასხრად იგდებდნენ, თავს დაატყდათ იგი, რასაც ამასხარავებდნენ.“ (ენღ’ამი, 6/10)

ძვირფასო მორწმუნეებო!
ჩვენ არასდროს ვაკეთებთ განსხვავებას შუამავლებს შორის. ჩვენ გვჯერა, რომ ისინი ყველა ღვთის მაცნეები არიან. რადგან ვიცით, რომ თითოეული შუამავალი ძვირფასია ღვთის წიაღ. ადამმა (ა.ს.), იბრაჰიმმა (ა.ს.), მუსამ (ა.ს.), ღ’ისამ (ა.ს.) და მუჰამმედმა (ს.ა.ს.) ყველამ ერთი და იგივე იქადაგა. მათი გზავნილები ფუნდამენტურად ერთი და იგივეა; ეს არის მონოთეიზმი. ღმერთი ბრძანებს: „და ვფიცავ! ჩვენ წარმოვგზავნეთ ყოველ ერთან შუამავალი, რათა ალლაჰისთვის ეცათ თაყვანი და განდგომოდნენ კერპებს (ტაღ’უთი)...“ (ნაჰლი, 16/36)

ძვირფასო მუსლიმებო!
ისლამმა, როგორც რწმენაში ერთღმერთიანობა მოითხოვა, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვაჰდეთი, ანუ მუსლიმთა ერთობა და ერთიანობა დაადგინა.

უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „ჰმორჩილეთ ალლაჰსა და მის შუამავალს და არ შეეცილოთ ერთმანეთს, თორემ სულით დაეცემით და ძალას დაკარგავთ. და იყავით მომთმენნი, უეჭველად, მომთმენთანაა ალლაჰი!“ (ენფალი, 8/46) მაგრამ მიუხედავად ამ შეგონებისა, მრავალი წელია ისლამურ სამყაროზე სხვადასხვა თამაშები მიმდინარეობს და მუსლიმები სხვადასხვა ადგილას ჩაგვრასა და ტანჯვას განიცდიან.

ძვირფასო ძმებო!
ამ დღეებში, როდესაც ყადირის ღამის ჩრდილი გვიახლოვდება, უნდა შევაფასოთ ჩვენი ცხოვრება ღვთიური გამოცხადების შუქზე და ჩვენი შუამავალის (ს.ა.ს.) პრინციპების შესაბამისად. უნდა გავძლიერდეთ ერთობაში და გავამტკიცოთ ჩვენი ძმობა.

რამადანის ამ ბოლო დღეებში უნდა ვევედროთ ერთმანეთისთვის და მუჰამმედის თემისთვის, რათა ღვთიური შეწევნა და წყალობა მორწმუნეებს მოეფინოს.

ძვირფასო მორწმუნეებო!
მრავალ მადლმოსილ ღამეს მოგვასწრას.

ხოლო ხუტბას დავასრულებ სურა ყადირით: „უეჭველად, ჩვენ გარდმოვავლინეთ იგი  ყადირის  ღამეს! რა გამცნობს შენ, რას ნიშნავს ყადირის ღამე?ყადირის ღამე ათას თვეზე უკეთესია! ღმერთის ნებით გადმოდიან ანგელოზები და სული , ყოველი ბრძანების შესასრულებლად. ის ღამე, ცისკრის ამოსვლამდე, მშვიდობითა და ბედნიერებითაა აღსავსე!“ (ყადირი, 97/1-5)

Comment here