
გილოცავებთ ყველას! კიდევ ერთხელ მოვესწარით შუამავალის დედამიწაზე მოვლენის პერიოდს! მომავალი ოთხშაბათის საღამოს, რებიღ’ული ევველის 12-ე ღამეს, სამყაროებისთვის წყალობად წარმოგზავნილი ჩვენი შუამავალის, მუჰამმედ მუსტაფას (ს.ა.ს) დაბადების 1500-ე წლისთავია.
ყოველგვარი ქება-დედება ალლაჰის ეკუთვნის, რომელმაც მოგვმადლა შესაძლებლობა ვყოფილიყავით შუამავალის „უმმეთიდან“; სალამი და წყალობა ჩვენს შუამავალს, მის ოჯახსა და საჰაბეებს.
შუამავალო, უკვე გაზაფხულია,
ბაგეებიდან ამოფქვეული ჩვენი ვედრება!
გეძახით, როგორც ჰაჯობად წასულს,
გეძახით, როგორც მიღ’რაჯის მგზავრს,
გელოდება მუდამ, ჩვენს გულებში საუკუნოვანი თრთოლვა…
ძვირფასო მორწმუნეებო!
ადამიანობამ სიყვარული შეიცნო ჩვენი შუამავალის (ს.ა.ს.) მეშვეობით. წყალობად დადგენილი შუამავალი (ს.ა.ს.) დაიბადა იმ ეპოქაში, სადაც უსამართლობა და სიბნელე სუფევდა. როგორც უზენაესი ღმერთი ბრძანებს:
وَمَٓا اَرْسَلْنَاكَ اِلَّا رَحْمَةً لِلْعَالَم۪ينَ۟ – „
- 107.
„და არ წარგვიგზავნიხარ შენ, თუ არა მოწყალებად სამყაროთათვის!“ (ენბია, 21/107)
მან (ს.ა.ს.), ზიზღისა და მტრობის ნაცვლად, სიყვარული, გულისხმიერება და წყალობა დაამკვიდრა. როცა ერთხელს მასთან საუბრის დროს ერთი ადამიანი კანკალებდა, შემდეგნაირად მიუგუ: „ნერვიულობა არ ღირს! რატომ ნერვიულობ, მეც ისეთი ადამიანების შვილი ვარ, როგორიც შენ ხარ, უბრალო დედის შვილი.“ (იბნი მაჯე, ეტღ’იმე, 30) ამით მან ადამიანებს თავმდაბლობა ასწავლა.
ოჯახმა შუამავალთან (ს.ა.ს) ერთად პოვა სიმშვიდეს. მან (ს.ა.ს.) უზენაესი ალლაჰის ბრძანების თანახმად, ოჯახი დააფუძნა სიყვარულზე, წყალობაზე, თანაგრძნობაზე, ნდობასა და ერთგულებაზე.

მას (ს.ა.ს.) არასოდეს გამოუხატავს უხეში დამოკიდებულება ოჯახის რომელიმე წევრის მიმართ, არასოდეს უთქვამს ცუდი სიტყვა და არავისთვის უწყენია.
მან (ს.ა.ს.) ბრძანა: „მოკრძალება გამოიჩინეთ! როგორც თქვენ გაქვთ უფლებები ქალებზე, ასევე ქალებსაც აქვთ უფლებები თქვენზე.“ (თირმიზი, რადა, 11)
ამით მან ღირსება დაუბრუნა ქალს, რომელსაც რიყავდნენ საზოგადობისგან, ამცირებდნენ და აღუკვეთავდნენ ადამიანურ და სოციალურ უფლებებს.
ძვირფასო მუსლიმებო!
ბავშვები ყოველთვის გრძნობდნენ მათდამი სიყვარულს. ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) სამოთხის შესახებ სასიხარულო ამბავი აუწყა მათ, ვინც იცავდა, ზრუნავდა და ზრდიდა „ცოცხლად დამარხულ“ გოგონა ბავშვებს, რაც სირცხვილად ითვლებოდა. (ებუ დავუდი, ედები, 120-121; იბნი ჰანბელი, III, 96)
ძვირფასო მორწმუნეებო!
ახალგაზრდებმა ჩვენი შუამავალის (ს.ა.ს.) მეშვეობით მოიპოვეს ღირებულება. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ყოველთვის ენდობოდა ახალგაზრდებს. ის აფასებდა მათ იდეებს, უნერგავდა მათ თავდაჯერებულობასა და ხასიათს და აკისრებდა მათ მათი შესაძლებლობების შესაბამის პასუხისმგებლობებს.

ძვირფასო მორწმუნეებო!
ჩვენი შუამავალი (ს.ა.ს.) ხანდაზმულებს პატივს სცემდა. ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) გვირჩია, რომ ხანდაზმულების მიმართ მზრუნველობა გამოგვეჩინა და თქვა: „ვინც ხანდაზმულ ადამიანს მისი ასაკის გამო პატივს სცემს, ალლაჰი მას ისეთ ადამიანს მიუჩენს, ვინც მასზე სიბერეში იზრუნებს“. (თირმიზი, ბირრი, 75)
ობლებსა და ზრუნველობა მოკლებულთ ჩვენი შუამავალი (ს.ა.ს.) ყოველთვის ღიმილით ხვდებოდა. შუამავალი (ს.ა.ს.) ერთხელ: „საორიენტაციოდ საჩვენებელ და შუა თითი წამოწია და თქვა, ვინც ობოლს მეურვეობას გაუწევს, ჩვენ სამოთხეში ასე გვერდიგვერდ ვიქნებით“, (ბუხარი, ტალაყი, 25) რითაც მორწმუნეთ ახარა, რომ ის, რომელიც ობლებზე ზრუნავს და მათ უფლებებს იცავს, სამოთხეში მასთან ყველაზე ახლოს იქნება.
ძვირფასო მუსლიმებო!
ჩვენი თემი შუამავალისა (ს.ა.ს.) და მისი სახლეულის მიმართ ყოველთვის სიყვარულს გამოხატავდა და მისი; ქონებასა და სიცოცხლეს კი მის გზაზე სწირავდა.
ხუტბის დასაწყისში წაკითხულ ჰადისში ალლაჰის რჩეული (ს.ა.ს) ბრძანებს: „ვინც მე არ შემიყვარებს თავის მშობლებზე, შვილებსა და მთელი კაცობრიობაზე მეტად, ის სრულყოფილ მორწმუნედ არ ჩაითველბა.“ (ბუხარი, იმანი, 8)
მართალია, მორწმუნეები ყოველთვის და დღესაც შუამავალს (ს.ა.ს) საკუთარ სიცოცხლეზე ძვირფასად თვლიდნენ. მის მიერ მოტანილი წყალობის გზავნილების მთელ კაცობრიობამდე მიტანისთვის, სამყაროში მშვიდობისა და ჰარმონიის დასამყარებლად, ყოველთვის ირჯებოდნენ და გაირჯებიან.
უზენაესმა ღმერთმა წყალობა მოიღოს იმათზე, ვინც შუამავალის სიყვარულით არის განათებული, სამშობლოსა და სიწმინდეებისათვის სიცოცხლის დათმობა შეუძლია
დღეს კი ჩვენი ვალია, რომ შუამავალის (ს.ა.ს) სიყვარულით ჩვენი გულები გავაერთიანოთ; მის მიერ ჩვენთვის მოტანილი წყალობით გულები ერთმანეთს დავაკავშიროთ; და მისი ერთობისა და ძმობის მოწოდებებით ჭეშმარიტ ძმებად შევიკრად.
ხუტბა კი შუამავალის (ს.ა.ს.) შეგონებით მინდა დავასრულო: „ნუ შეგშურდებათ ერთმანეთის. ნუ შეაქცევთ ზურგს ერთმანეთს. ნუ ჩაიდებთ გულში წყენას ან სიძულვილს ერთმანეთის მიმართ. ო, მონა–მსახურნო, ძმურად შეიკარით! (ბუხარი, ედები, 57)





Comment here