სათაურებიხუტბა

წარსულით დანახული
მომავალი – გონიერებით
შევხედოთ მოვლენებს

ძვირფასო მუსლიმებო!
ჩვენ ვიმყოფებით მუჰარრემის თვეში, რომელიც ყოვლადწმინდა შუამავალმა (ს.ა.ს.) „საყვარელ და ღირსშესანიშნავ თვედ“ გამოაცხადა. (მუსლიმი, სიამი, 203) ხვალ კი მუჰარრემის მე-10 დღეა – აშურას დღე. შუამავალმა (ს.ა.ს..) ბრძანა:

რამადანის შემდეგ, ყველაზე მადლმოსილი მარხვა არის მუჰარრემის თვეში დაცული მარხვა.“ (მუსლიმი, სიამი, 202)

იგი (ს.ა.ს.) გვირჩევდა აშურას მარხვის წინა ან მომდევნო დღესთან ერთად დაცვას, რათა სხვებისგან გამორჩეული ვიყოთ. (იბნი ჰანბელი, I, 240)

ძვირფასო მორწმუნეებო!
მუჰარრემის თვე, როგორც ჰიჯრით ახალი წლის დასაწყისი, გვახსენებს ჩვენს ვალდებულებას – რომ გამჩენის ბრძანებებსა და აკრძალვებს სრულად დავემორჩილოთ და ალლაჰის გზავნილის (ს.ა.ს.) კეთილ ზნეობას მივბაძოთ. საყვარელი შუამავალი (ს.ა.ს.) მთელი კაცობრიობისადმი იყო წყალობის მაცნე. ჩვენ ჰუმანურობა, სიყვარული, ზრდილობა, ბოროტებისა და სიძულვილისგან განდგომა სწორედ მისგან ვისწავლეთ. ადამიანთა პატივისცემა, სიწმინდეთა შეურაცხყოფისგან თავის შეკავება, სიძნელისა და უთანხმოების არიდება, ობლების და დაჩაგრულთა თანაგრძნობა, ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვა — ყველაფერი ეს მისგან ავითვისეთ.

ძვირფასო დებო და ძმებო!
დღეს ჩვენი მოვალეობაა შუამავალის სუნნეთს მტკიცედ ჩავეჭიდოთ და ის ყველა ადამიანზე და ყველაფერზე მეტად შევიყვაროთ. ვიცოდეთ, რომ მისი პატივისცემა — ალლაჰის ბრძანება და რწმენის ნაწილია. დიადი გამჩენი შეგვაგონებს:

وَاعْتَصِمُوا بِحَبْلِ اللَّهِ جَمِيعًا وَلَا تَفَرَّقُوا

მტკიცედ ჩაეჭიდეთ ალლაჰის რწმენის თოკი და არ დაიყოთ.“ (ალი იმრანი, 3/103)

ამ აიათს გულით მივყვეთ და ერთად ყოფნისა და ძმობის დამანგრეველი ყველა ქმედებისგან თავი შევიკავოთ. ფხიზლად დავიცვათ ჩვენი რწმენა, ღირებულებები და სიწმინდეები შინაგანი თუ გარეგანი საფრთხეებისგან.

ძვირფასო მორწმუნეებო!
აშურა დღე აგრეთვე გვაგონებს მტკივნეულ ტრაგედიას — ღვთის რჩეულის (ს.ა.ს.) შვილიშვილის, ჰუსეინისა (რ.ა.) და მასთან ერთად მყოფი 70-ზე მეტი მორწმუნის ქერბელაში შეჰიდად დაცემის ამბავს. სწორედ მის შესახებ ბრძანა შუამავალმა:

ჰუსეინი ჩემი სურნელოვანი ყვავილია ამ ქვეყნად.“ (თირმიზი, ბირრი, 11)

სამწუხაროდ, დღეს კიდევ  მუსლიმთა დიდმა ნაწილმა ვერ ისწავლა ამ ტრაგედიიდან საჭირო გაკვეთილები და ვერ მოქმედებს ერთობისა და რწმენით მობილიზების სულიერებით. ამიტომაც ისლამისა და კაცობრიობის მტრები, მათ შორის ყველაზე ბოლოდროინდელი მაგალითი — ღაზა — კვლავ  გმინავს და იქ განაგრძობენ სისასტიკეს.

ასეთ რეალობაში ჩვენი პასუხისმგებლობაა წარსულს ჭკუით შევხედოთ და მომავალს გონიერებით დავუპირისპირდეთ. მტკიცედ დავიცვათ ისლამური ფასეულობები, დავდგეთ ერთ მუშტად ყურანისა და სუნნეთის წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებთან. შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს:

ნუ გაწყვეტთ ურთიერთობას ერთმანეთთან, ნუ ჩამოშორდებით ერთმანეთს, ნუ გექნებათ ზიზღი და შური. იყავით ძმები, ღვთის მონა-მორჩილნო!“ (თირმიზი, ბირრი და სილა, 24)

ასევე, გვიბრძანებს გამჩენი:

وَأَعِدُّوا لَهُم مَّا اسْتَطَعْتُم مِّن قُوَّةٍ

განამზადეთ მათთვის რაც შეგეძლებათ…“ (ენფალი, 8/60) — რაც ნიშნავს, რომ ძლიერი უნდა ვიყოთ როგორც მატერიალურად, ასევე სულიერად, განათლებაში, მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში.

ამასთან, მოვიხსენიოთ სერდარუშ-შუჰედა — ჰუსეინ ბინ ალი (რ.ა.) და ყველა მორწმუნე, ვინც შეეწირა ჭეშმარიტებას, ღვთის გზას და ფასეულობათა დაცვას — ღრმა პატივისცემით, მადლიერებით და ვედრებით.

ძვირფასო ძმებო და დებო!
ხუტბას მინდა დავასრულო სურა ენფალის 46-ე აიათის თარგმანით:

ჰმორჩილეთ ალლაჰსა და მის შუამავალს და არ შეეცილოთ ერთმანეთს, თორემ სულიერად დაეცემით და ძალას დაკარგავთ. და იყავით მოთმთმენნი. უეჭველად, ალლაჰი მოთმინეებთანაა.“ (ენფალი, 8/46)

Comment here