
ძვირფასო მორწმუნენო!
სამშობლო ჩვენთვის გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე გარკვეულ;ი ტერიტორია. ჩვენი სამოთხის დარი სამშობლო ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობაა. ეს არის სწავლულთა და ბრძენთა ქვეყანა. ეს არის ჩვენი საყვარელი მოწამეებისა და გმირი ვეტერანების სისხლით შენარჩუნებული ქვეყანა. ჩვენი სამშობლო ჩვენთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების ადგილია, სადაც ჩვენ თავისუფლად ვცხოვრობთ. ეს არის ჩვენი სახლი, სადაც ჩვენი სული სიმშვიდეს პოულობს, ჩვენი იდენტობა ყალიბდება და ჩვენი ფესვები ღრმავდება. ჩვენი სამშობლო ჩვენი თავისუფლების სიმბოლოა. ეს არის ადგილი, რომლისთვისაც თავგანწირვა ჩვენი საპატიო მოვალეობაა. ქვეყნის სიყვარული იმდენად ღირებულია, რომ ჩვენი შუამავალი (ს.ა.ვ.) სამშობლოს დამცველების შესახებ საუბრისას ასე გვმოძღვრავს: „არსებობს ორი თვალი, რომლებსაც ჯოჯოხეთს ცეცხლი ვერ შეეხება. პირველი ისაა, რომელიც ღვთისმოშიშობით ტირის, ხოლო მეორე ღამის გუშაგის თვალია, რომელიც ღვთის გზაზე დარაჯობს“. (იხ. თირმიზი, „ფედაილულ ჯიჰად“, 12)
ძვირფასო მორწმუნენო!
დიახ, ჩვენ როგორც ერმა, სამშობლოს დაცვა წმინდა მოვალეობად მივიღეთ. წმინდა ყურანში უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს: وَلَا تَهِنُوا وَلَا تَحْزَنُوا وَاَنْتُمُ الْاَعْلَوْنَ اِنْ كُنْتُمْ مُؤْمِن۪ينَ
„სიმამაცე არ დაკარგოთ და არ დამწუხრდეთ, ხოლო თუ ხართ მორწმუნენი, უეჭველად, აღმატებულნი იქნებით!“ (ალი იმრანი, 3/139)
დიახ, ჩვენ სირთულეების წინაშე იმედს არასდროს დავკარგავთ. მიუხედავად ყველანაირი განსაცდელისა, ჩვენ ვიბრძოდით უძლიერესი არმიების წინააღმდეგ ჩვენი რწმენით, ერთიანობითა და სოლიდარობით. ჩვენ დავიცვათ ჩვენი ღირსება და პატივი. ჩვენ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა.

ძვირფასო მორწმუნენო!
ის ძლიერი სული, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს, ჩვენი გულწრფელი რწმენაა. ჩვენი რწმენის არსი ალლაჰისადმი და შუამავლისადმი ერთგულებაა. ჩვენი ეს რწმენა კეთილი საქმეებით და საუკეთესო ზნეობით უნდა შევამკოთ. როდესაც ჩვენ გვექნება გულწრფელი რწმენა, ჩვენ შევძლებთ ახალი ეპოქის შექმნას. ჩვენ მოვიტანთ სიკეთეს, სიმშვიდეს და მშვიდობას მსოფლიოს ყველა კუთხეში. ყურანში ვკითხულობთ:
„უეჭველად, ალლაჰმა იყიდა მორწმუნეებისგან მათი სულნი და ქონება მათთვის სამოთხის სანაცვლოდ. ისინი იბრძვიან ალლაჰის გზაზე,… (თევბე, 9/111) ჩვენი სარწმუნოების, სამშობლოსა და წმინდა ფასეულობების გულისთვის ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ დავიცვათ და გავუფრთხილდეთ. თუ ჩვენ ასეთი ერთიანობის სული განვავრცეთ და გადავიტანეთ ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტში, ჩვენ შევინარჩუნებთ რწმენას, სამშობლოს და იმ ღრებულებებს, რაც ჩვენ ჩვენად გვაქცევს და ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს.
ძვირფასო მორწმუნენო!
დღეს ჩვენი მოვალეობაა ცოცხლად შევინარჩუნოთ ეს სული, რომელიც ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს და ერად გვაქცევს. ეს არის ჩვენი შვილებისა და ახალგაზრდების აღზრდა იმ ღირებულებებით, რომლებსაც ისლამი ბრძანებს და რომელიც ჩვენმა გვასწავლა. წინაპრების ხსოვნისა და იმ მაღალი ღირებულებების დაცვა, რისთვისაც ჩვენმა მოწამეებმა სიცოცხლე შესწირეს, ჩვენთვის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. ჩვენც შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა ჩვენი სახელმწიფოს მთლიანობის, ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და ჩვენი ერის კეთილდღეობისთვის. ვალდებული ვართ სიფხიზლე გამოვიჩინოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც ჩვენს შორის უთანხმოების და ბოროტების თესლის დათესვა სურს.
გამომდინარე აქედან, ჩვენ ვალდებული ვართ ერთმანეთს ყურადღება მივაქციოთ და ერთმანეთის მდგომარეობით დავინტერესდეთ. ჩვენს მორწმუნე ძმებთან ისეთი ურთიერთობა უნდა ვიქონიოთ, რომელიც ადამიანის ღირსებას შეეფერება. ასევე, ხელები უნდა აღვაპყროთ და ღმერთს მუდმივად სიკეთე ვევედროთ. ღმერთს უნდა შევევედროთ მოგვმადლოს ისეთი ცხოვრების შესაძლებლობა, რომელიც ამქვეყნადაც და საიქიოშიც ბედნიერებას მოგვიტანს.





Comment here