სათაურებიხუტბა

ამქვეყნიურ სურვილებზე აყოლა
ჩვენი ერთიანობის
წინააღმდეგ დიდი დაბრკლოლებაა

ძვირფასო მორწმუნენო!

ერთხელ შუამავალმა თავის მეგობრებს ასე მიმართა: „როგორც ხარბი ადამიანი საჭმელს დააცხრება, ისე დაგაცხრებიან თქვენი მტრებიც“. იქ მყოფებმა შუამავალს კითხეს, ცოტანი რომ ვართ, იმიტომ დაგვესხმებიანო? შუამავალმა განმარტა: „არა, რაოდენობით ბევრნი იქნებით, მაგრამ ღვარცოფის მსგავსად წაგლეკავენ. ღმერთი თქვენი მტრების გულებიდან თქვენდამი შიშს გააქარვებს და თქვენს გულებში კი „ვეჰენს“ მოათავსებს“ ვეჰენი რა არისო, კითხეს მეგობრებმა. „ვეჰენი ამიერ სოფლის ზედმეტად სიყვარული და სიკვდილის მიმართ შიშია“. (იხ. ებუ დავუდი, „მელაჰიმ“, 5;  იბნ ჰანბელი, 5, 278)

ძვირფასო მორწმუნენო!

ამ ჰადისებით ჩვენი შუამავალი (ს.ა.ვ) შეგვახსენებს, რომ მუსლიმები მაშინ შეძლებენ არსებობის შენარჩნებას, თუ ისინი ერთიანობას შეინარჩუნებენ. როდესაც ისინი თავიანთ მორწმუნეობრივ შეგნებას დაიცავენ, ისინი  თავიანთ კეთილშობილ და ღირსეულ პოზიციას შეინარჩუნებენ. ისინი  თავიანთ ღირსებას შეინარჩუნებენ მანამ, სანამ მათი გულები ერთად ფეთქავს. ისინი ძლიერები იქნებიან მანამ, სანამ მათი ძმობა ურყევი იქნება.  თუ მუსლიმები ღვთის გზას უღალატებენ და ამქვეყნიური სიამენი მათი მთავარი პრიორიტეტი გახდება, ისინი უმწეოდ გაიფანტებიან, როგორც ფოთლები ძლიერ ქარის დროს. თუ ისინი უპირატესობას მიანიჭებენ პირად ინტერესებს, ფუფუნებასა და კომფორტს, ვიდრე ღვთის წყალობას, ისინი დაყოფისა და დაშლის საფრთხის წინაშე დადგებიან.

ძვირფასო მორწმუნენო!

ჩვენ ხანდახან შეიძლება ამქვეყნიურ საქმეებს ზედმეტი ყურადღება დავუთმოთ და ისლამის მთავარი პრინციპების იგნორირება მოგვიხდეს. ჩვენ შეგვიძლია უგულებელვყოთ ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი უფლის, ჩვენი გარემოსა და ხალხის წინაშე და მთლიანად პირად ინტერესებზე გადავერთოთ. ჩვენ შეიძლება იმდენად გულგრილნი გავხდეთ, რომ დავივიწყოთ ჩვენი მსახურება და ამოვიღოთ ჩვენი ცხოვრებიდან ადამიანური და მორალური ფასეულობები. ამ დროს კი არ უნდა დაგვავიწყდეს ზეციური გაფრთხილება:

თქვენ ამქვეყნიური სიკეთეები გსურთ, და ალაჰს ნებავს იმქვეყნიური. და ალაჰი ძლევამოსილია, ბრძენია“. (ენფალი, 8/67)

ამ აიათის მიხედვით უზენაესი გამჩენი გვაფრთხილებს და გვირჩევს ამქვეყნად ცხოვრებისას საიქიოზე ვიზრუნოთ. ისლამი გვასწავლის, რომ ამქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ დროებითი და ფუჭია, საიქიო კი მარადიულია.  ამქვეყნიურმა ცხოვრებამ მარადიულ სამყაროს არ უნდა დაგვაშოროს.  ეს არის ადგილი, სადაც სამოთხე მოიპოვება. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები ღვთის მიერ დადგენილ გამოცდას გავდივართ. ისლამი გვასწავლის, რომ უკიდურესობას უნდა მოვერიდოთ. არც იმქვეყნიურის გამო ამქვეყნიური სრულებით უარვყოთ და არც ამქვეყნიურის გამო საიქიო დავივიწყოთ. ორივესთვის ღვთის ნების შესაბამისად უნდა ვიზრუნოთ. ღმერთი ასე ბრძანებს: იმით, რაც ალლაჰმა გიბოძა, ისწრაფე საიქიო სამყოფელისკენ, და არ დაივიწყო შენი წილი დედამიწაზე. სიკეთე აკეთე ისეთივე, როგორიც ალლაჰმა მოგმადლა და არ გაავრცელო უკეთურობა ქვეყნად, რამეთუ ალლაჰს არ უყვარს უკეთურნი!“ (ყასასი, 28/77)

ძვირფასო მორწმუნენო!

თუ დღეს მსოფლიოში სიძულვილი, რისხვა, ბოროტება და ჩაგვრა გამეფებულა  და  ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა, თუ უგულებელყოფილია ზნეობრივი ღირებულებები, ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ერთიანობა დავკარგეთ. ჩვენ არ ვასრულებთ იმ მოვალეობებს, რასაც ჩვენი რწმენა მოითხოვს. ჩვენ სათანადოდ არ ვიცავთ სამშობლოს და იმ ღირებულებებს, რომლებიც ჩვენს ადამიანურ და მორწმუნეობრივ ვალდებულებებს განსაზღვრავს.  ამ მხრივ ზეციური გზავნილი საკმაოდ ნათელია:

ალლაჰმა აღუთქვა თქვენგან მათ, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, მემკვიდრეობა ქვეყნისა. იმათ დარად, რომელნიც მათ უწინ იყვნენ. იგი უდაოდ მისცემს მათ საშუალებას დაამკვიდრონ მათი სარწმუნოება, რომელიც მან მათთვის მოიწონა და შეუცვლის მათ შიშს უსაფრთხოებით. ისინი თაყვანს მცემენ და არავის მიქმნიან თანაზიარად. ხოლო ისინი, ვინც ამის შემდგომ არ ირწმუნებენ, სწორედ ეგენი არიან ურჯულონი!“ (ნური, 24/54)

ძვირფასო მორწმუნენო!

 ხუტბას დასასრულს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ 2025 წლის ჰაჯის წინასწარი რეგისტრაციის პროცესი დაიწყო და გაგრძელდება 2024 წლის 16 სექტემბრამდე. ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებსაც სურთ მომლოცველობაზე წასვლა, წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ასევე გავითვალისწინოთ, რომ წინა წლებში დარეგისტრირებულმა მოქალაქეებმაც უნდა განაახლონ რეგისტრაცია ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ამ თემაზე ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სამოფთოს ფილიალებში.

Comment here