დღევანდელ ადამიანთა სამყაროში, სადაც სიმართლის ნაცვლად ძალაუფლება დომინირებს და მუსლიმური საზოგადოებებისადმი მჩაგვრელობა ყოველდღიურად მზარდ მასშტაბებს აღწევს, საჭიროდ ჩავთვალეთ, გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია და მოვუწოდოთ სამართლიანობისკენ.
ისტორიის მანძილზე ჩაგვრა და უსამართლობა მუდამ არსებობდა, მაგრამ დღესდღეობით ეს მოვლენა კიდევ უფრო გამწვავდა და ისეთ მზაკვრულ სახეს იღებს, როგორიც არასდროს ყოფილა. მსოფლიოში არსებული რესურსები საკმარისია, რომ ყველა ადამიანს ღირსეული ცხოვრება ჰქონდეს, თუმცა უმცირესი ნაწილი უზარმაზარ სიმდიდრეს ფლობს, ხოლო უმრავლესობას მინიმალური პირობებიც კი არ გააჩნია.
ცივილიზაციის სახელით დაპირებული თავისუფლება ხშირად მონობისა და ჩაგვრის ინსტრუმენტად იქცევა. თანამედროვე ძალაუფლების მქონენი თავიანთ კეთილდღეობას სხვათა ტკივილისა და ტანჯვის ხარჯზე აშენებენ. ამისთვის ისინი სხვადასხვა მანიპულაციებით ცდილობენ საზოგადოების ცნობიერების მართვას და თავიანთი უსამართლო სისტემის შენარჩუნებას.

მუსლიმური საზოგადოებები განსაკუთრებული სამიზნეა. ისტორიული ჩაგვრა და ისლამოფობია კვლავ ფართო მასშტაბით ვლინდება და უფრო მტკივნეული ფორმებით დგება დღის წესრიგში. დღევანდელი მსოფლიო სისტემები ხშირად მშვიდობისა და სამართლიანობის მოტანის საბაბით უმდიდრესი რეგიონების რესურსების მიტაცებას ახორციელებენ. შედეგად, მშვიდობის ნაცვლად ქაოსს, სამართლიანობის ნაცვლად უსამართლობას, კეთილდღეობის ნაცვლად სიღარიბეს ტოვებენ.
ყურანის სწავლება გვიჩვენებს, რომ ისტორიაში ჩაგვრა და უსამართლობა განუკითხავად არ დარჩენილა. ყველა ეპოქაში, როდესაც საზოგადოებები ზომაზე მეტად გადაუხვევდნენ სამართლიანობას, მათი აღსასრული გარდაუვალი ხდებოდა. ეს უნდა გვახსოვდეს და გვწამდეს, რომ სამართლიანობისკენ სწრაფვა და ღმერთზე სასოება ყოველთვის სწორ გზაზე გვაყენებს.
ახლო აღმოსავლეთი და მისი მიმდებარე რეგიონები კაცობრიობის ისტორიაში ყოველთვის ცენტრალურ როლს ასრულებდნენ. ამ მიწებზე სამართლიანობის დამკვიდრება მთელი მსოფლიოს მშვიდობის გასაღებია. მოვუწოდებთ მუსლიმებს, მეტი სიმტკიცე გამოიჩინონ უსამართლობის წინაშე, გააცნობიერონ და შეინარჩუნონ საკუთარი ისლამური და კულტურული ღირებულებები და თავიანთი ცივილიზაცია თავად ააგონ.
ისლამი არის მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტია.
თუ იგი სათანადოდ იქნება დაცული და განხორციელებული, დღევანდელი ჩაგვრა, ქაოსი და უსამართლობა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება.
MUSLIM GEORGIA





Comment here