
ღვთის მადლითა და რწმენით განპირობებული ძმობით, ერთ რიგში მხარდამხარ დგომით, ერთი ღმერთის წინაშე ლოცვითა და სულიერებით განმსჭვალულო ძმებო! დალოცვილ იყოს ჯუმა! ღვთის მადლი, სიკეთე და ბარაქა არ მოგკლებოდეთ!
ძვირფასო მორწმუნენო!
ღვთის შუამავალი თავის მეგობრებს ასე მოძღვრავდა: „არსებობენ მსახურნი, რომლებიც არც ღვთის შუამავლები არიან და არც შეჰიდები, მაგრამ განკითხვის დღეს ღმერთთან სიახლოვის გამო შუამავლები და შეჰიდები მათ შენატრებენ“. მეგობრებმა ჰკითხეს თუ ვინ უნდა ყოფილიყვნენ ისინი. შუამავალმა კი ასე უპასუხა: „ესენი არიან, ვისაც ერთმანეთთან ნათესავური კავშირი ან ანგარება არ გააჩნიათ და ერთმანეთი მხოლოდ და მხოლოდ ღვთის გულისათვის უყვართ“. (იხ. ებუ დავუდი, „ბუიუ“, 76)
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი სარწმუნოება ერთი ღმერთის რწმენაზე, სათნოებასა და ერთიანობაზეა დაფუძნეული.ეს ურთიერთდახმარებისა და თანადგომის სარწმუნოებაა. ჩვენი სარწმუნოება გვიბრძანებს, დაამყაროთ ურთიერთობები საზოგადოების ყველა წევრთან სიკეთითა და სამართლიანობით, ვიცხოვროთ ძმურად, სიყვარულით და პატივისცემით და მოვექცეთ ერთმანეთს თანაგრძნობითა და მოწყალებით. ასევე გვიკრძალავს ერთმანეთის ზურგის შექცევას, ინტერესისა და აქტუალობის შესუსტებას, ძმობის კავშირების გაწყვეტას და ურთიერთობისას ყოველგვარი ნეგატიური სიტყვისა და ქცევის გამოყენებას. უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:
„მტკიცედ ჩაეჭიდეთ ყველანი ალლაჰის (რწმენის) თოკს, და არ დაიყოთ. გაიხსენეთ ალლაჰის სიკეთე (წყალობა) თქვენდამი: და როცა იყავით მტრებად, შეგიერთათ გულები თქვენი და მისი სიკეთით (მადლით) ძმებად იქმენით თქვენ. და თქვენ როცა იყავით ცეცხლის უფსკრულის პირას, გიხსნა თქვენ მისგან“. (ალი იმრანი, 3/103)
ძვირფასი შუამავალი კი ასე მოგვიწოდებს: „ერთმანეთთან ურთიერთობა და ყურადღება არ გაწყვიტოთ. ერთმანეთს ზურგი არ აქციოთ. ერთმანეთის არ შეგშურდეთ. ერთმანეთს შორის ბოღმა არ დათესოთ. ღვთისმსახურნო! იყავით ძმები!“ (იხ. თირმიზი, „ბირ ვე სილა“, 24)

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ ვართ მორწმუნეები, რომელთაც გვწამს ერთი და იგივე რელიგიის, თაყვანს ვცემთ ერთსა და იმავე ღმერთს, ვლოცულობთ ერთი მიმართულებით, მივყვებით ერთსა და იმავე წიგნს სახელმძღვანელოდ და გვიყვარს ერთი და იგივე შუამავალი. ჩვენ ვართ იმ დიდებული წინაპრის შვილიშვილები, რომელმაც მსოფლიოს მშვიდობისა და სამართლიანობის საუკეთესო ნიმუშები წარუდგინა და რელიგიის, სამშობლოს, დროშისა და სიწმინდეებისთვის დიდი მსხვერპლი გაიღო. ჩვენ ვართ იმ ცივილიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ურთერთდახმარებისა და თანადგომის საოცარ მაგალითებს აჩვენებენ. ურთერთდახმარება და თანადგომა მაშინაა ღირებული, როდესაც ის ადამიანური ღირსების შეურაცხყოფის გარეშე გამოიხატება.
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ უნდა ჩავეჭიდოთ იმ ღირებულებებს, რომლებიც გვაერთიანებს და ძალას გვმატებს. ჩვენ ურთიერთსიყვარული და თანადგომის მუდმივი სურვილი უნდა შევინარჩუნოთ. შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „მორწმუნენი ურთერთსიყვარულსა და თანადგომაში ერთ სხეულის მსგავსნი არიან. როდესაც სხეულის ერთი ორგანო დაავადდება, დანარჩენი ორგანოები უძლობითა და მაღალი სიცხით ამ ტკივილს იზიარებენ“. (იხ. მუსლიმ, „ბირ“, 66)
ძვირფასო მორწმუნენო!
მომავალ ორშაბათს სტამბოლის აღების 570-ე წლისთავს აღვნიშნავთ. ღვთის შუამავალმა სტამბოლის გათავისუფლების შესახებ ასეთი წინასწარმეტყველება გაგვანდო: „კონსტანტინოპოლი აუცილებლად გათავისუფლდება. მისი განმათავისუფლებელი სარდალი, რა ლამაზი სარდალია! და ის ჯარი, რა ლამაზი ჯარია!“ (აჰმედ ბ. ჰანბელი, „მუსნედ“, 4, 335)
ხუტბას ბოლოს კი შემდეგ აიათს წაგიკითხავთ:
„და ჰმორჩილეთ ალლაჰსა და მის შუამავალს და არ შეეცილოთ ერთმანეთს, თორემ სულით დაეცემით და ძალას დაკარგავთ. და იყავით მომთმენნი, უეჭველად, მომთმენთანაა ალლაჰი!“ (ენფალი, 8/46)





Comment here