ზოგადისათაურები

ზილზალის წვიმა

რა მოუვიდა ამ ქალაქს, ღმერთო?!
ცის კაბადონი გაიხსნა.
აიათებად მოედინება ზილზალის წვიმა
სულის სიღმეში მძაფრდება ქვიშიანი გოდება
შევყურებ, როგორ შეჰყინვიათ ნანგრევის კედლებს უკანასკნელი ვედრება.

თითქოს მოსეს კვერთხით გამეპო შუბლი სეჯდეზე დამხობილს
სული ღმერთს შეჰღაღადებს ამ ქალაქის ტკივილის დარად
ხელებიც გრძნობენ ამ ტკივილებს, ქვებზე შერჩენილს.
გული მიდუღს, ქვაბი სისხლისა, შენდობას ვითხოვ…
შვილის სელას უსმენს მამა და თითქოს შუამავალი
ცრემლებს უმშრალებს.

რა მოუვიდა ამ ქალაქს, ღმერთო?!
ამ ხრამებიდან ვედრება ცაში იჭრება.
ყოველი ლოცვა უხმობს სამოთხეს.
ქუჩები დუმან თანაგრძნობის კედლებს შეფარებული ჩიტებით სავსე.
ბავშვის თვალები ზეცას შერჩენია.
ეს მოხუცი, ნათელი სახით, ზურგზე შვილიშვილით, აქ ჩამარხულა
აგერ დედა შვილის თმებს ისე დასტირის…
ცრემლის ნიაღვარს ვეღარ აკავებს…
შემდეგ შენ მოგეკედლება, ღმერთო…
შენს წყალობას მიეკედლება ყოველი ტანჯული.
შენ აძლებინებ ტკივილს ყოველთა.

ღმერთო, გრგვინვასავით ჩამესმის ზილზალის სურა ყოველწამიერ
დაგვიფარე, შეგვიწყალე, ღმერთო!
გაგვაძლებინე, ღმერთო!
იმ სახლებშიც კი, რომლებიც თავზე ჩამოგვექცევა,
დაგვიტოვე მცირე ადგილი მაინც, თაყვანისცემისთვის.

ღამის წყვდიადში, როდესაც ჩამოგვექცა კედლები,
როდესაც სამყარო თავზე დაგვემხო…
უმწეობის მარწუხებში მოქცეულებმა დავლიეთ სული
იქნებ ხალხმა მაინც თქვას, კარგი ადამიანი იყოო.
იქნებ ამ უბედურებამ გვასწავლოს წესიერება…

ღმერთო!
დაგვიფარე ტკივილისგან, რომელსაც ქვების გროვის ქვეშ მოყოლილი სხეულები განიცდიან.
ნუღარ გაგვაგონებ იმ ადამიანების გოდებას,
რომლებსაც თავზე ჭერი ჩამოექცათ.

ჩვენ ცოდვილები, ღრმა ძილს მიცემული სიზმრებს ვხედავდით,
ამ სუსხიანი თავცარდაცემით გამოვიღვიძეთ…
სიმაყის მძიმე ლოდებქვეშ მოყოლილ ხელებს
მონანიებისთვის აღვმართავთ ისევ, შეგვინდე ღმერთო!

ღმერთო! ჩვენი ღამეები შიშთაა მოცული. გაგვათავისუფლე ამ შიშისგან.
ჩვენი ყოფა, როგორც სევრის გამოქვაბულში შუამავლის დამცავი ჩიტებივით შეამსუბუქე.
გაგვათავისუფლე ამ მწუხარებით მიმავალი ქარავნისაგან და შვება მოგგვარე.
წყალობა და სიმშვიდე მოგვმადლე, ღმერთო!

ეს ჩვენი სხეულები, მიწითა და მტვრით დაფარული, ქევსერით განწმინდე, ღმერთო!
მიუტევე ყველას შეცოდებანი, საკუთარი სახლის ნანგრევებს ქვეშ სულდალეულებს.
სამოთხეში შეახვედრე დანატოვარ ახლობლებს…

ღმერთო! ჩვენ ამქვეყნიურით დაქანცული მსახურნი ვართ.
უმწეონი ვართ, შიში გვიპყრობს ყოველწამიერ.
სინანულის ცრემლები გვისველებს თვალებს.
ჩვენს სულშიც მიწისძვრაა, რომელსაც დედათა ვედრება ამშვიდებს

მე იმ ქალაქში ვარ, სადაც ვედრების დროს ეს უმწეო ადამიანები გოდებას ცამდე აწვდენენ.
მიიიღე ჩვენი ვედრება და ეს დარდი შეგვიმსუბუქე, ღმერთო!
ისემოგვიტევე, ისე შეგვიწყალე, რომ ჩვენი ხელი ცოდვას აღარ გაეკაროს.
იმ ღამის ცეცხლი, რომელიც გულს გვიფერფლავს, შენი წყალობით გგაგრილე.
დაუბლებულ ბავშვებს, დედის მაგივრად ანგელოზები მოუვლინე, ღმერთო!
უდედობა, უმამობა, შეუმსუბუქე, ღმერთო!

ამ ტკივილის მსგავსს ნუღარ განგვაცდევინებ, ღმერთო!
დაგვიფარე და გვიხსენი სასჯელისგან.
ნუღარ დაგვატეხ ისეთ უბედურებას, რომელიც ამ ღამეს გაგვახსენებს.;
გაგვაძლებინე ამ ტკივილებს…
მოგვმადლე ახალი შესაძლებლობები, იმედები, შვება მოგვმადლე.
მოგვმადლე წყალობა, რათა ყველას გვქონდეს თბილი კერა… კედლები,რომლებსაცმივეყრდნობით.

ღმერთო! ვინც ამ ქალაქის ტკივილთან ერთად
ჩაიმარხა…
სამოთხით დააჯილდოვე!

Comment here