ზოგადისათაურებიხუტბა

ყურანი
უდიდესი
სასწაული

ძვირფასო მორწმუნენო!
ყურანის მოცემულ აიათში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

ელიფ. ლამ. რა. აი წიგნი, რომელიც ჩვენ ზეგარდმოვავლინეთ შენზე[1], რათა გამოიყვანო ხალხი წყვდიადიდან ნათელში, მათი უფლის ნებით, ძლევამოსილის, ყოვლადქებულის გზაზე(იბრაჰიმი, 14/1)

მოცემულ ჰადისშ კი ძვირფასი შუამავალი გვასწავლის: „ყველაზე ჭეშმარიტი სიტყვა ღვთის წიგნი, ხოლო საუკეთესო გზამკვლევი მუჰამმედის (ს.ა.ვ) სწავლებაა“. (იხ. ნესაი, „იდეინ“, 22)

ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა წიგნი ყურანი უზენაესი გამჩენის მიერ კაცობრიობისათვის მოვლენილი უკანასკნელი გზავნილია. ის ქვეყნიერების დასასრულამდე ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროში უბადლო და უალტერნატივო გზამკვლევის ფუნქციას შეასრულებს. ყურანი გამჩენის მხრიდან მოვლენილი უსაზღვრო წყალობის საუკეთესო გამოვლინებაა. ყურანი უდიდესი სასწაულია და ის სამყაროს წყალობად მოვლენილ შუამავალსგადმოეცა, რათა მთელი კაცობრიობისათვის გაეცნო. ყურანის მოქმედება ქვეყნიერების დასასრულამდე გაგრძელდება. ის დაცულია, მისი არცერთი ბგერა არ შეცვლილა და არც შეიცვლება. ყურანს თავად უზენაესი გამჩენი იცავს. ყურანში ვკითხულობთ:

უეჭველად, ჩვენ გარდმოვავლინეთ შეხსენება[2] და უეჭველად, ჩვენ დამცველნი ვართ მისი[3]“.(ჰიჯრი, 15/9)

ძვირფასო მორწმუნენო!
ყურანი მთელ კაცობრიობას გადარჩენისა და მუდმივ სასუფეველში ცხონებისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, ყურანი ყველა იმ პასუხისმგებლობასა და მოვალეობას გვასწავლის, რაც ამქვეყნად ცხოვრების მანძილზე გვაკისრია. ყურანში ყველა ის დებულებაა მოცემული, რასაც ისლამი გვასწავლის. ყურანი სიბრძნის, ცოდნის, სიკეთისა და სილამაზის ულევი წყაროა. ყურანი ადამიანებს შორის თანაცხოვრებას აწესრიგებს. ყურანი გვასწავლის, რომ ადამიანის უფლებები, ღირსება და თავისუფლება ხელშეუხებელია.

ძვირფასო მორწმუნენო!
საუკუნეების განმავლობაში მილიარდობით მუსლიმი სხვა და სხვა ერისა და კულტურის ხალხთან ერთად მშვიდობიან და ჰარმონიულ გარემოში ცხოვრობენ, რადგან მათი ცხოვრების გზა ყურანის ნათელითაა გასხივოსნებული. თუ ქვეყანას მუსლიმი მმართველი განაგებდა, განსხვავებული რწმენის ადამიანები თავიანთი მრწამსის შესაბამისად თავისუფლად ცხოვრობდნენ და მათი უფლებები დაცული იყო. ისლამი გვასწავლის, რომ სხვის აღმსარებლობას პატივი უნდა ვცეთ და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დაუშვებელია. უზენაესი გამჩენი ყურანში ასე ბრძანებს:

იძულება არაა სარწმუნოებაში. ჭეშმარიტი გზა ნათლად გამოირჩა ცდომილისგან. მაშ, ვინც უარყოს ტაღუთი (ეშმაკი და ეშმაკისეული გზა) და იწამოს ალლაჰი, უეჭველად, ის მყარ საყრდენს არის ჩაჭიდებული, რომლის ნგრევა შეუძლებელია. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა“. (ბაყარა 2/256)

ძვირფასო მორწმუნენო!
სამწუხაროდ, უკანასკნელ დღეებში ყურანის შესახებ უკიდურესად  ნეგატიური და სამარცხვინო კამპანია წამოიწყეს. ეს სამარცხვინო მოვლენა არა მარტო მუსლიმების შეურაცხყოფაა, არამედ მსოფლიო ხალხთა მშვიდობას და უსაფრთხოებას ხელყოფს. გამოხატვის თავისუფლება სრულებით არ ნიშნავს ისეთ სამარცხვინო ქმედების ლეგიტიმაციას, როგორიცაა მუსლიმების წმინდა წიგნის შეურაცხყოფა. თავისუფლება სხვათა უფლებების გათვალისწინებას, ურთიერთპატრივისცემასა და შემწყნარებლობას ნიშნავს. ამ ყველაფრის გარეშე თავისუფლების წარმოდგენა შეუძლებელია. ამრიგად, ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ამ სამარცხვინო ქმედებას და მივიჩნევთ, რომ ის არა მარტო მუსლიმების, არამედ მთელი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.

ძვირფასო ძმებო!
ისლამისა და მისი სიწმინდეების წინააღმდეგ მიმართული ამ სამარცხვინო ქმედებების წინააღმდეგ საუკეთესო პასუხი ის იქნება, რომ ჩვენ ამ ღირებულებებსა და სიწმინდეებს უფრო მჭიდროდ დავუკავშირდეთ და ისლამის მიერ მოტანილი ღირებულებებით ვიცხოვროთ. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ყურანის მოძღვრება, მისი გზავნილი რაც შეიძლება მეტ ადამიანთან მივიტანოთ, რათა სამყაროში წესრიგმა, ურთიერთპატივისცემამ და მშვიდობამ დაისადგუროს.

ხუტბას ბოლოს კი კიდევ ერთი აიათი მოვისმინოთ:

„მათ სურთ თავიანთი ბაგეებით ჩაქრობა  ალლაჰის ნათელისა, მაგრამ ალლაჰი განავრცობს თავის ნათელს, თუნდაც ეს არ მოსწონდეთ ურწმუნოებს“. (საფი, 61/8)

[1] ო, მუჰამმედ
[2] ყურანი
[3] მისი რამენაირი ფორმით შეცვლა წარმოუდგენელია. იგი უზენაესი ალლაჰის მფარველობის ქვეშაა

Comment here