რწმენის მეექვსე ბურჯს წარმოადგენს განგების რწმენა და მისი არსრულება,
აგრეთვე იმის რწმენაც, რომ სიკეთეც და ბოროტებაც ალლაჰის შექმნილია.
უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველივე, რაც სამყაროში არსებობს –სიკეთე და
ბოროტება, ჯანმრთელობა და სენი, სიღარიბე და სიმდიდრე, და სხვ.
–ყველაფერი ეს ალლაჰის ნებითაა. შუამავალმა მუჰამმედმა (ს.ა.ს) ბრძანა:
,,რაც ინება ალლაჰმა – ის მოხდება, რაც არ ინება, არ აღსრულდება.” (ებუ
დავუდი, 86)
არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ სიკეთე ალლაჰის ნებით ხდება, ბოროტება კი
მისი ნების საწინააღდეგოდ. ვინც ასე ფიქრობს, ის ალლაჰს სისუსტეს აწერს,
ეს კი ურწმუნოებაა. ადამიანზე ძალადობა არ არის: ალლაჰმა თავისი
მარადიული ცოდნით წინასწარ განუსაზღვრა თუ რა მოელით და რას
მოიმოქმედებენ მისი გაჩენილები. წინასწარ განსაზღვრა –ალლაჰისგანაა,
არჩევანი და ქმედება კი ადამიანებზეა დამოკიდებული. ეს ორი პროცესი
განუყოფელია. სხვაგვარად, შუამავალთა მისია – ხალხის შეგონება სწორი
გზისკენ და წიგნების ზეგარდმოვლენა, ფუჭი იქნებოდა.
სიტყვების: ,, ყადერ” და ,,ყეზა” ტერმინული მნიშვნელობა:
ყადერ (წინასწარ განსაზღვრა) — წინასწარ განსაზღვრა ყოველივე იმისა, რაც
სამყაროში ხდება. ყოველი მოვლენა, მათი დრო, ადგილი და თვისებები
წინასწარ განსაზღვრულია ალლაჰის მიერ მისი მარადიული ცოდნით.
ყეზა (აღსრულება) – არის ალლაჰის მიერ ყოველივეს აღსრულება მის მიერვე
წინასწარ განსაზღვრულ დროს.
თუ ყადერს გეგმასთან შევადარებთ, მაშინ ყადერი ამ გეგმის შესრულების
დარია. რაც კი სამყაროში ხდება, ალლაჰის მარადიული ცოდნითა და ნებითაა
შექმნილი. არ არის სხვა გამჩენი, თვინიერ ალლაჰისა.
ყადერისა და ყეზის რწმენა ნიშნავს, რომ სიკეთე და ბოროტება, კარგი და
ცუდი—უფლის მიერ არის წინასწარ განსაზღვრული. ასევე წინასწარ არის
განსაზღვრული დრო, თუ როდის უნდა აღსრულდეს ალლაჰისგან წინასწარ
განსაზღვრული.
ადამიანის პასუხისმგებლობა
ადამიანის ქმედებანი ორ სახეობად იყოფა:
1) უნებლიე ქმედებები – როცა ადამიანის ქმედებები მის ნებასთან და
არჩევანთან არ არის კავშირში. მაგალითად, გულისცემა, ხელის კანკალი,
ადამიანის სიმაღლე ან სიდაბლე—მის ნებასზე არ არის დამოკიდებული.
უნებლიე ქმედებები ალლაჰის მიერ იქმნება, ადამიანის ნების უშუალო
ჩარევის გარეშე. ამიტომაც ამისთვის არც მოეკითხება.
2) ნებისმიერი ქმედებები – როცა ადამიანის ქმედება დამოკიდებულია მის
ნებასა და არჩევანზე. მაგალითად, დაჯდომა და ადგომა, სიარული, რაიმე
ქმედების კეთება და ა.შ. ნებისმიერი ქმედება, ისევე როგორც უნებლიე
ქმედება, ალლაჰის შექმნილია, მაგრამ ისინი დაკავშირებულია ადამიანის
არჩევანთან. ყველაფერს ქმნის და წინასწარ განსაზღვრავს ალლაჰი. ადამიანის
სურვილი და არჩევანიც მისი ქმნილებაა. ამასთან, ალლაჰმა ადამიანს
არჩევანის თავისუფლება მისცა, გააკეთოს თუ არა რაიმე ქმედება. თუ
ადამიანი სიკეთეს აირჩევს და მის გასაკეთებლად ქმედებას არ დაიშურებს,
მაშინ ალლაჰის ნებით სიკეთე მოხდება. თუ კაცი ავს აირჩევს და შეეცდება
ავის კეთებას, ალლაჰის ნებით ავი მოხდება.
აქედან ცხადი ხდება, რომ სიკეთეც და ავიც ალლაჰის შექმნილია. ისლამის
სწავლულები ამბობენ: ,,ავის შექმნა სიავე არ არის., სიავე მისი ჩადენაა.”
მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სიავე—ჭეშმარიტება, სამართლიანობა და
სიმართლეა. ალლაჰმა ისე ჰქმნა ერთმანეთის საწინააღმდეგო საგნები, რომ
ადამიანებმა ადვილად გაარჩიონ რომელი მათგანია სულიერი და რომელი
უსულო, კარგი და ცუდი, კეთილი და ავი, სასიამოვნო და არასასიამოვნო, და ა.
შ. ამას გარდა ალლაჰმა დაგვიდგინა გზები, რომლითაც თავს ავარიდებთ ავსა
და ცუდს, ასევე მოგვმადლა ძალა, წინ აღვუდგებით ავს. ქვეყნად სიავე, რომ
არ ყოფილიყო, ვერ გავიგებდით და ვერ დავაფასებდით სიკეთეს.
რეალიზებული ვერ იქნებოდა სამყაროს იდუმალი დანიშნულება—ყოფილიყო
ადამიანების გამოსაცდელი ადგილი. ადამიანს აქვს თანდაყოლილი
მიდრეკილება სიკეთის კეთებისა, ავისკენ მიდრეკილებას კი მოგვიანებით
იძენს. ამაში უდიდესი როლი მიუძღვის აღზრდას, სწავლებას, გარემოცვას და
ასევე ადათ-წესებს.
ალლაჰს სძაგს ავი, მაგრამ ნებას აძლევს ავის მოხდენას, რათა გამოსცადოს
ადამიანი. ადამიანი კი თავის მხრივ მხოლოდ იმ ქმედებაზე აგებს პასუხს,
რომელიც მისი ნებით და არჩევანით მოხდა. თუ ის სიკეთეს იქმოდა,
გასამრჯელოს მიიღებს, თუ ავს _ დაისჯება, რა თქმა უნდა თუ ალლაჰი არ
მიუტევებს.
რას გვაძლევს განგების რწმენა და მისი აღსრულება
მუსლიმს სწამს წინასწარ განსაზღრვულის და იცის, რომ სამყაროში ყველა
მოვლენა ალლაჰის ნებით ხდება და მის მიერ არის შექმნილი. ამავე დროს
იცის, რომ ყოველ ადამიანს აქვს არჩევანის გაკეთების საშუალება. ვისაც ასეთი
რწმენა გააჩნია, მთელი ძალისხმევით ეცდება წარმატებას მიაღწიოს ამ
ცხოვრებაში და არ შეუშინდება სიძნელეებს. მუსლიმს სწამს, რომ ღვთისნიერი
მიზნების მიღწევაში მას ღმერთი შეეწევა.
ვინც იცის, რომ ჩადენილი საქმეებისთვის მოეკითხება, თავის თავისუფალ
არჩევანს კეთილი საქმეებისკენ მიმართავს და ეცდება თავიდან აიცილოს ის,
რასაც სასჯელი მოჰყვება. განგების რწმენა პასუხისმგებლობის გრძნობას
ამზაფრებს.
მორწმუნე გაგებით ეკიდება მის თავს დატეხილ უსიამობნებებს და
წარუმატებლობას, რადგან იცის – ყველაფერი ალლაჰის ნებით ხდება და ყოველ
მოვლენას თავისი დანიშნულება და მნიშვნელობა აქვს. მორწმუნეს ესმის,
რომ ადამიანის შესაძლებლობები შეზღუდულია. ამიტომ არ შეეჭიდება იმას,
რასაც თავს ვერ გაართმევს. მორჩილად მიიღებს ღმერთისგან წინასწარ
დადგენილს და მიენდობა მას. განგების რწმენა სიძნელეების დაძლევაში და
სულს დამშვიდებაში გვეხმარება ჩვენ.
განგება და მისი აღსრულება

Comment here