სათაურებიხუტბა

ადამიანი ღვთისმსახურებაში
პოვებს შინაგან სიმშვიდეს

ძვირფასო მუსლიმებო!
სამყაროში ყოველი ქმნილება განსაზღვრული მიზნისთვის არის შექმნილი. ადამიანიც, რომელიც გამოირჩევა გონებითა და არჩევანის თავისუფლებით, უზენაესმა უდიდესი მიზნის მისაღწევად დაადგინა ამ წუთისოფელში. ამ ჭეშმარიტებას შემდეგი აიათით შეგვაგონებს:

ნუთუ ეგონა ადამიანს, რომ უპასუხისმგებლოდ იქნებოდა მიტოვებული?“ (ყიამეთი, 75/36)

ძვირფასო მორწმუნეებო!
ღვთიმსახურებაა გულწრფელი განზრახვით ისლამის ბრძანებების შესრულება და აკრძალულებისგან განრიდება. ეს არის მადლიერების გამოხატვა უზენაესი გამჩენის მიერ მომადლებული უთვალავი სიკეთისთვის. ღვთიმსახურება — ეს არის რწმენის რეალური ასახვა ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ის ფარია, რომელიც იცავს ცოდვებისა და უსამართლობისგან; და არის გზამკვლევი, რომელსაც მიჰყავს ადამიანი სიმშვიდისა და ბედნიერებისკენ.

ძვირფასო მუსლიმებო!
ღვთიმსახურებას სიკეთე და სარგებელი არა მხოლოდ ერთი ადამიანისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის მოაქვს.

ლოცვის აღსრულება იცავს ადამიანს უზნეობის, შეცდომებისა და ცოდვებისგან. და თუ მორწმუნე, მიუხედავად ლოცვის აღსრულებისა, მაინც არღვევს ღმერთის ბრძანებებს, არასწორად ექცევა ოჯახს, მეზობლებს ან სხვა ადამიანებს, მან აუცილებლად უნდა გადახედოს საკუთარ ლოცვას.

ზექათი გვახსენებს გაზიარებას, გაჭირვებულთა გვერდით დგომას, ძუნწობისა და სიზარმაცისგან განწმენდას. თუ ადამიანი არ განუდგება ეგოიზმს, ძუნწობას, შურს, ფუჭ ხარჯვას, სიამაყესა და ქედმაღლობას, მაშინ ზექათის ნამდვილი შინაარსი არ არის მიღწეული.

ჰაჯი ადამიანისთვის არის შეგონება თანასწორობისთვის ალლაჰის წიაღ, ერთობისა და სიმართლის, ცნობიერებისა და სიბრძნის, აღდგომისა და ანგარიშგების — და თუ ამ ყველაფერზე დაგვაფიქრებს, მაშინ მიზანიც მიღწეულია.

მარხვა ასწავლის ღვთისმოშიშებასა და მოთმინებას. მაგრამ თუ მორწმუნე მაინც აგრძელებს სიცრუეს, ჭორაობას, სხვისი ღირსებისა და უფლების შელახვას, მაშინ, როგორც ჰადისშია ნათქვამი, მისთვის მარხვიდან მხოლოდ შიმშილი და წყურვილი რჩება. (ბუხარი, სავმი, 8; იბნი მაჯე, სიამი, 21)

ძვირფასო ძმებო და დებო!
ღვთიმსახურება შეზღუდული არაა არც კონკრეტული დროით და არც ადგილით.

სიყვარულის, პატივისცემის, სითბოსა და მოწყალების გავრცელება ერთმანეთში — ღვთიმსახურებაა.

ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობის შესრულება, შვილების, მეუღლისა და ახლობლების მიმართ სითბო და ზრუნვა — ღვთიმსახურებაა.

ობლებისა და გაჭირვებულთა გახარება — ღვთიმსახურებაა.

სარჩოს ჰალალიდან მოპოვება და მისი ლეგალურ გზაზე დახარჯვა — ღვთიმსახურებაა.

საზოგადოების სარგებლისთვის შრომა, სიკეთის გაკეთება, ადამიანებისთვის მცირე დაბრკოლებების გზიდან მოცილებაც — ღვთიმსახურებაა.

ძვირფასო მუსლიმებო!

მუსლიმისთვის წარმოუდგენელია ისეთი ცხოვრება, სადაც ღვთიმსხურბა არ იქნება. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

უთხარი: „თუ არ იქნება თქვენი ვედრებანი, რატომ მოგანიჭებთ ღირსებას ღმერთი ჩემი!“ (ფურყანი, 25/77)

როგორც შუამავალი (ს.ა.ს.) გვასწავლის:
ალლაჰის წიაღ ყველაზე მოსაწონი, რომელიც რეგულარულად სრულდება, თუნდაც მცირე იყოს.“ (ებუ დავუდი, თატავვუღ’ი, 27)

ამრიგად, ჩვენი სიცოცხლის ნამდვილი ღირებულება იზრდება მაშინ, როცა მას ვავსებთ ღვთიმსახურებითა და კარგი საქმეებით — და სანაცვლოდ ვიმკვიდრებთ იმიერ სამყოფელში ნეტარებას.

ჩვენი შვილებისთვის თბილი სიტყვით, მშვიდი ტონით ღვთიმსახურების ჩვევის გამომუშავება — არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მემკვიდრეობა, რომელიც შეგვიძლია დავუტოვოთ.

ხუტბას შემდეგი ჰადისით დავასრულებ: „ღმერთო ჩემო! შემეწიე, რომ ხშირად გიხსენო, მადლიერება გამოვხატო შენდამი და წესისამებრ გემსახურო!“ (ებუ დავუდი, ვითირი, 26;  ნესაი, სეჰივი, 60)

Comment here