სათაურებიხუტბა

ჰიჯრა ღვთის
გულისათვის

ძვირფასო მორწმუნენო!
ღვთის შუამავალი გამჩენის ბრძანების შესაბამისად ადამიანებს ხვდებოდა და ერთი ღმერთის რწმენსია და მხოლოდ მისდამი ღვთისმსახურებისკენ მოუწოდებდა. სამწუხაროდ, მექელი კერპთაყვანისმცემლები რწმენისა და ზნეობრივი ღირებულებებისგან შორს იყვნენ და შუამავლის ქადაგებას ყურიც არ ათხოვეს. გარდა ამისა, ისინი მუსლიმებს ავიწროებდნენ და ყოველგვარი ძალადობის ხერხს მიმართავდნენ. უფრო მეტიც, მათ ღვთის შუამავლის სიცოცხლის ხელყოფაც კი განიზრახეს. ამის შემდეგ მექაში მუსლიმების გაჩერება და საერთოდ თავიანთი რწმენის შესაბამისად ცხოვრება შეუძლებელი გახდა. ამ მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე, შუამავალი და მისი მიმდევრები მექადან იესრიბში გადასახლდნენ.

ძვირფასო მორწმუნენო!
ამ დიდ მოვლენას ჰიჯრა ეწოდება. ჰიჯრის შემდეგ ქალაქ იესრიბს სახელი შეუცვალეს და მედინა დაარქვეს. ქალაქი მედინა ახალი ცივილიზაციის ცენტრი გახდა და მთელ სამყაროს იქიდან წამოსული ნათელი მოეფინა. შუამავლის მეჩეთი ცოდნისა და განთარების ძირითადი კერა გახდა. მეჩეთში დაარსდა საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც სუფფეს სახელით იყო ცნობილი და აქ განათლებას იღებდნენ, როგორც მედინელები, ისე არაბეთის სხვა და სხვა კუთხიდან მოსული მოხალისეები. სწორედ მედინადან გავრცელდა ისლამის მიერ მოტანილი ღირებულებები; სიმართლე, სამართლიანობა, სიყვარული, შემწყნარებლობა, ძმობა, თანადგომა და ა.შ.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჰადისის მიხედვით შუამავალი ასე ბრძანებს: „ჭეშმარიტი მუჰაჯირი ისაა, რომელიც ღვთის მიერ აკრძალულებს მიატოვებს“. (ბუჰარი, „იმან“, 4)

დიახ! მუჰაჯირობა მხოლოდ ერთი ადგილიდან მეორეში გადასახლებას არ ნიშნავს. მუჰაჯირობა არც რთული ცხოვრებისგან გაქცევა და იოლი ცხოვრების ძიებაა. მუჰაჯირობა რწმენისა და იდეალების გულისთვის ახალი შესაძლებლობებისკენ მიმავალი რთლი გზაა. ჰიჯრა ღვთისადმი რწმენის, ერთგულების, სათნოებისა და  მოთმინების გამოხატულებაა. მუჰაჯირობა ძმობის, მეგობრობის, თანადგომისა და ურთიერთსიყვარულის ნიშანია. მუჰაჯირი ის ადამიანია, რომელიც ეშმაკის მახეს, ცდუნებებს, ცოდვებს თავს აღწევს და თავისუფლებისკენ მიილტვის. მუჰაჯირის მთელი ცხოვრება არამისგან შორს დგომა და ალალით დაკმაყოფილებაა. მუჰაჯირი მუდმივად სიკეთის მხარესაა და ღვტის კმაყოფილების მოპოვებისთვის იღწვის.

ძვირფასო მორწმუნენო!
ხვალიდან ჰიჯრით ახალი წელი დგება. ის წელი, როდესაც დიდი ჰიჯრა განხორციელდა, ილამური კალენდრის დასაწყისად გამოცხადდა. მოდით, ეს გასული ერთ წელი გავიხსენოთ და საკუთარ ქმედებებს გულდასმით გადავხედოთ. მოდით ღვთის წინაშე დადებული პირობა განვაახლოთ და მომავალი შესაბამისად დავგეგმოთ. მოდით, მოვინანიოთ ყველა ცოდვა და ახალი, მორწმუნოებრივი ცხოვრებისთვის მოვემზადოთ.

ამრიგად, ყველა მუსლიმს გილოცავთ ჰიჯრით 1444 წლის დადგომას და უზენაეს გამჩენს ვთხოვთ, ეს წელი ჩვენი ქვეყნის, ერისა და მთელი ისლამური სამყაროსთვის სიკეთის მომტანი ყოფილიყოს.

ხუტბას ბოლოს კი უზენაესი გამჩენის ბრძანებას შეგახსენებთ:

რომელთაც ირწმუნეს, გადასახლდნენ[1], და იბრძოლეს თავიანთი ქონებითა და თავიანთი სულით ალლაჰის გზაზე, აღმატებული ხარისხებია მათთვის ალლაჰის წინაშე, და სწორედ ეგენი არიან ნეტარნი! (თევბე, 9/20)

[1] ჰიჯრა გააკეთეს

Comment here