ძვირფასო მორწმუნენო!
დღეს ზილჰიჯჯეს მთვარის მერვე დღეა. ეს თერვიეს დღეა. თერმიე არის დრო, როდესაც ღვთის სტუმრები არაფატზე წასასვლელად მექადან გადიან. ხვალ არაფა დღეა. ხვალ ყველა მომლოცველი არაფატზე ვაქფეს შეასრულებს. ისინი თავიანთ ვედრებას აქ აღავლენენ. ღმერთმა დალოცოს ყველა ჰაჯი და მათი ვედრება შეისმინოს.
ძვირფასო მორწმუნენო!
ჰაჯი არის მომლოცველობა, რომელიც ბევრ ღვთაებრივ სიბრძნესა და წყალობას შეიცავს; ეს არის თაყვანისცემა, რომელიც აცოცხლებს ადამიანებს და აშენებს ღვთისმოსავ საზოგადოებას. ჰაჯი ისლამის ხუთი პირობიდან ერთ-ერთია. ეს არის მოვლენა, როდესაც მუსლიმები მთელი მსოფლიოდან იკრიბებიან ურთიერთ შორის ძმობას განამტკიცებენ. უზენაესი გამჩენი ყურანში ასე ბრძანებს:
„ალლაჰმა ქააბა, სახლი ნაკრძალი (წმინდა), თვე ნაკრძალი, და შესაწირი ცხოველი და აქლემები სამკაულებშებმული ადამიანთა არსებობისთვის დაადგინა…“ (მაიდე, 5/97)
ძვირფასო მორწმუნენო!
შუამავალი გვასწავლის: „ხვთის წინაშე მიღებული ჰაჯის ჯილდო მხოლოდ სამოთხეა“. (იხ. ბუჰარი, „უმრე“, 1) ესოდენ დიდი ჯოლდოს მომლოდინე მორწმუნე ჯერ იჰრამში შედის, იჰრამში შესვლა ნიშნავს, რომ მორწმუნე ყოველგვარ ცოდვას მიატოვებს და ღვთისმოსაობის ტანისამოსით იმოსება. იჰრამი გვასწავლის, თუ როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ამქვეყნიურ ცდუნებებსა და ფუჭ მისწრაფებებს. იჰრამი სილიერი დაავადებების, შურისა და ბოღმის, მრისხანებისა და ძალადობისგან განწმენდას გვასწავლის. იჰრამი გვახსენებს, რომ ტყუილი, ცილისწამება, ჭორაობა და მსგავსი ცოდვანი უნდა უკუვაგდოთ.
იჰრამში შესული მომლოცველი ჰაჯის ვალდებულების შესრულების მიზნით არაფატზე ადის. არაფატი ის ადგილია, სადაც ადამიანი გრძნობს, რომ ამქვეყნიური ყველანაირი ბოროტება დაბლა დარჩა, უარყოფილია და ადამიანის სინდისს მხოლოდ მაღალი ზნეობა და იდეალები იკავებს. ეს არის ადგილი, სადაც მომლოცველები გრძნობენ, რომ ძმობას და ერთიანობას ალტერნატივა არ გააჩნია. არაფატზე დგომა განკითხვის დღეს განასახიერებს. მომლოცველი აქ გრძნობს, რომ ღმერთი ერთია და მორწმუნენი ერთიანნი უნდა იყვნენ. უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:
„უეჭველად, თქვენი ეს სარწმუნოება ერთი და იგივე სარწმუნოებაა. და მე თქვენი ღმერთი ვარ. მაშ, თაყვანი მეცით მე!“ (ენბია, 21/92)
ძვირფასო მორწმუნენო!
ჰაჯის კიდევ ერთი სავალდებულო რიტუალი ტავაფია. მოგეხსენებათ, ქააბა დედამიწაზე აგებული პირველი სალოცავია. ტავაფის დროს მომლოცველები ქააბას შვიდჯერ გარს შემოუვლიან. ქააბას ირგვლივ არსებულ მიზიდულობაში მოქცეული მომლოცველი იმ სულიერ დინებას მიჰყვება და ამ მორწმუნეთა ზღვაში, როგორც ერთი წვეთი, სულიერ სიტკბოებას განიცდის. ქააბას ირგვლივ ტავაფის შესრულება სამყაროსა და გაჩენის არსს, გამჩენზე უპირობო მინდობას, მისდამი თაყვანისცემას განასახიერებს.
ტავაფის შემდეგ მომლოცველები საის ასრულებენ. ის ძებნას, ძიებას გამოხატავს. როგორც რელიგიური რიტუალი, ეს არის საფასა და მერვეს გორაკებს შორის მი-მოსვლა. სვლა საფას გორაკიდან იწყება და საბოლოო ჯამში, მომლოცველები საფადან მერვეს გორაკამდე მანძლს ოთხჯერ გადიან, ხოლო იქიდან ფასას გორაკამდე სამჯერ უწევთ იგივე მანძილის დაფარვა. საფასა და მერვეს გორაკებს შორის დაბლობზე ჩასვლისას მომლოცველები უფრო სწრაფი ნაბიჯებით ან სირბილით მიდიან.
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩემი ქადაგების დასასრულს მინდა ორი რამ გაგიზიაროთ. დღესასწაულის გამო ბევრი ჩვენი ძმა გზაში იქნება. გთხოვთ, მთელი მოგზაურობის მანძილზე დიდი სიფრთხილე გამოვიჩინოთ, რათა დღესასწაულის სიხარული მწუხარებად არ გადავაქციოთ. პატივი ვცეთ ერთმანეთის უფლებებს და კანონებს. მოერიდეთ არასწორ ქცევას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საკუთარ თავს, ჩვენს ოჯახს და სხვა ადამიანებს. მეორე ის, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს თეშრიყის თექბირების წარმოთქმა, რომელიც ხვალ დილის ლოცვით დაიწყება და დღესასწაულის მეოთხე დღეს, სამხრობის ლოცვის შემდეგ დასრულდება.
ღმერთს ვევედრები, ეს ბაირამი ჩვენი ერისა და მთლიანი მსოფლიოსათვის სიკეთისა და სიმშვიდის მომტანი ყოფილიყოს. ასევე ვევედრები, რომ განსაცდელში ჩავარდნილი ყველა ადამიანი, განსაკუთრებით კი ღაზაში, სადაც ჩვენი ძმები იჩაგრებიან, ხვთის შეწევნით სიმშვიდესა და ხსნას ეწიოს.
Comment here