სათაურებიხუტბა

ჰაჯი:
ღვთიური
მოწოდება

ძვირფასო მორწმუნენო!
დღეს არაფა დღეა. დღეს არაფატის დღეა. ეს არის დღე, როდესაც დედამიწის სხვა და სხვა კუთხიდან მილიონობით მუსლიმის ორწლიანი მონატრება დასრულდა და დღეს მათ შეუძლიათ არაფატზე ერთმანეთს შეხვდნენ.

მოდით ამ ძვირფას დღეს, ქააბასკენ დავდგეთ და მთელი გულით ვედრება აღვავლინოთ და ეს ვედრება არაფატზე მდგომების ვედრებას შევუერთოთ.

მიბრძანე ღმერთო! შენს ბრძანებას ვემორჩილები, მიბრძანე! შენ არ გყავს მოზიარე. შენს ბრძანებას ვემორჩილები, მიბრძანე! მხოლოდ შენ ხარ ღირსი განდიდებისა. შენია წყალობა. შენია მეუფება. შენ არავინ გყავს მოზიარე! (იხ. ბუჰარი, „ჰაჯ“ 26)

ძვირფასო მორწმუნენო!
ჰაჯი არის წმინდა მოგზაურობა, რომლის დროსაც მორწმუნე ამქვეყნიურ ყველაფერს უკან მოიტოვებს და ღვთის კმაყოფილებისთვის, მისი ბრძანების შესრულების მიზნით ქააბას და მისი შემოგარენის მოსალოცად გზას დაადგება. ამ მოგზაურობის თითოეულ მონაკვეთში მრავალი მადლი და სიბრძნეა ჩადებული.

ჰაჯის მოგზაურობა იჰრამში შესვლით იწყება. მორწმუნე მუსლიმი, ტანისამოსს იხდის და ქეფინის მსგავსი შესამოსელით იმოსება. ამ მომენტიდან ჰაჯის შესრულება იწყება. ჰაჯის დაწყება მხოლოდ ტანისამოსის გამოცვლით არ ხდება. მორწმუნე მუსლიმი ტანსაცმლის მიტოვებასთან ერთად ყველაფერ ნეგატიურს უკან იტოვებს. მან უნდა მიატოვოს მრისხანება, შორი, ბოღმა, სიძულვილიამქვეყნიური მისწრაფებები და ცდუნებები და მხოლოდ და მხოლოდ ღვთის კმაყოფილების მოპოვებისათვის იღწვოდეს.

ძვირფასო მორწმუნენო!
იჰრამში შესული მომლოცველი არაფატზე მიდის, რომელიც განკითხვის დღის სიმბოლური მაჩვენებელია. არაფატზე დგომა განკითხვის დღეს გვახსენებს და ასევე საშუალება გვაქვს განვლილ ცხოვრებას გადავხედოთ და შეცდომები ვაღიროთ და მოვინანიოთ. ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

იმ დღეს, როცა არც  სიმდიდრე, არც ძენი არავის წაადგება,
გარდა იმისა,  ვინც წარსდგება ალლაჰის წინაშე უბიწო გულით!(შუარა, 26/88-89)

არაფატზე ასევე სრულდება ვაქფე. ეს რიტუალი სიმბოლურად გამოხატავს იმ უმაღლეს მიზანს, რისკენაც ყველა მორწმუნე მიილტვის. ეს არის ღვთის კმაყოფილების მოპოვება. ძვირფასი შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „ღმერთი თქვენს გარეგნობასა და ქონებას არ უყურებს, ის თქვენს გულებსა და საქმეს უყურებს“. (იხ. მუსლიმი, „ბირ“ 34)

ძვირფასო მორწმუნენო!
ყოველი მორწმუნის მიერ მინაში ეშმაკზე სიმბოლურად ნასროლი თითეული ქვა ეშმაკისა და მისი მიმდევრების წინააღმდეგ გალაშქრებას გამოხატავს. ამით მორწმუნე ადასტირებს, რომ ის მყარად დგას ჭეშმარიტების გვერდით და გმობს სიცრუეს.

მსხვერპლის შეწირვით მორწმუნე ამტკიცებს, რომ მისი გულწრფელი სურვილი ღვთის კმაყოფილების მოპოვება და მასთან დაახლოებაა. მორწმუნე ამით ჰზ. იბრაჰიმის რწმენას და ჰზ. ისმაილის მინდობას გამოხატავს. მორწმუნე მზადაა, რომ ღვთის გულისათვის ამქვეყნიური ყველაფერი უყოყმანოდ დათმოს.

როდესაც მომლოცველი ქააბას ტავაფს ასრულებს, ის ღვთისადმი სრულ მინდობასა და მორჩილებას გამოხატავს. მან იცის, რომ ცხოვრების გზა სიკვდილით არ მთავრდება და ამიტომ საიქიო ცხოვრებისთვის ემზადება.

საფასა და მერვეს გორაკებს შორის მი-მოსვლისას მორწმუნე ღვთიური წყალობისა და შვების ძიებას გამოხატავს. ის აღავლენს ვედრებას და ყველა მორწმუნის შევბისათვის ღმერთს ევედრება.

ძვირფასო მორწმუნენო!
მართალია დღეს ჩვენ არაფატზე არ ვდგავართ, მაგრამ ჩვენ აქედანაც შეგვიძლია ჰაჯის მადლიანობას ჩავწვდეთ და სულიერად ამაღლებას ვეზიაროთ. მოდით, ჩვენი რწმენა და სულიერება აქვე გავიძლიეროთ. ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ, რომ ამქვეყნიური ცდუნებების ტყვეობისგან გავთავისუფლდეთ. მთელი ცხოვრება ისე დავგეგმოთ, რომ ღვთის ბრძანებებსა და შუამავლის სწავლებას მივყვეთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
ხვალ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულია. უზენაეს გამჩენს ვთხოვთ, ჩვენი შეწირული მსხვერპლი და მილიონობით მომლოცველის ჰაჯი მიიღოს და ჩვენგან კმაყოფილი იყოს.

ხუტბას ბოლოს კი ერთ თხოვნა მინდა გაგიზიაროთ. ამ სადღესასწაულო დღეებში მრავალი ადამიანი მშობლიურ ადგილებში გაემგზავრება. გთხოვთ, მგზავრობისას მაქსიმალურად დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები და გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ, ისე სხვების სიცოცხლეს.

Comment here