სათაურები

წლის ბოლო გზავნილი

2024 წლის 31 დეკემბერი

ადამიანის ცხოვრებაში არის სიხარულის და სევდის დღეები. ზოგჯერ კიდე სიხარული და მწუხარება ერთმანეთს ერევა.

მაგალითად, 61-წლიანი ჩაგვრისა და წამების რეჟიმისგან სირიის განთავისუფლება მუჰამმედის მიმდევრებისთვის   სიხარულის წყაროა. ამიტომ, ეს დღეები სიხარულის დღეებია. ეს არის, ასევე, წამების შედეგად დაღუპული ჩაგრული ადამიანების ხსოვნის დღე, ფათიჰას კითხვითა და მათი სულების შევედრებით.

ისევ და ისევ, ეს დღეები განსაკუთრებული შემთხვევაა სიხარულისთვის, რადგან ჩვენ წელიწადის განსაკუთრებულ პერიოდში, სამთვეულში შევდივართ, რომელიც უზენაეს ღმერთთან სიახლოვისთვის განსაკუთრებული პერიოდია.

მეორეს მხრივ, დღეს ასევე მწუხარების დღეა; ჩაგვრის, წამების, შიმშილის, წყურვილის, სიცივისა და უმწეობის გამო, რომელსაც განიცდიდნენ ჩვენი ძმები ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე, ისინი სიონისტების არაადამიანური სისასტიკის მსხვერპლნი არიან. ეს მჩაგვრელები თანამედროვეობის ფარაონი, ნიმროდი და მსგავსი ტირანები არიან.

ასევე, ჩვენი გული უკიდურესად დამწუხრებულია ჩვენი დაჩაგრული ძმების გამო აღმოსავლეთ თურქესტანში, რომლებსაც ღია ცის ქვეშ ცხოვრება მიუსაჯეს…

მევლანა ამბობს;

”მე ვიცი, რომ დედამიწაზე არიან ადამიანები, რომლებსაც სცივათ, ამიტომ მე აღარ შემიძლია გათბობა.”  მორწმუნე არ შეიძლება იყოს გახარებული და ერთობოდეს, როცა მისი თანამორწმუნეები უბედურნი არიან.

რით შეიძლება გაიხაროს მორწმუნემ?

მას მხოლოდ მაშინ შეუძლია გაიხაროს, როცა მისი ტანჯული ძმები და დები მშვიდობას ჰპოვებენ.

კვლავ მევლანას სიტყვები გავიხსენოთ;

“ყველა მონას უხარია გათავისუფლება, მე კი მიხარია, რომ ღვთის მსახური ვარ.” ამბობს ის.

მორწმუნე ბედნიერი უნდა იყოს, რომ შეუძლია ღმერთს ემსახუროს.

ადამიანი ბედნიერი უნდა იყოს, რომ შეუძლია შეასრულოს რელიგიური ძმობის პასუხისმგებლობა, რომელიც ალლაჰმა  თავის მორწმუნე მსახურებს დააკისრა.

მორწმუნემ უნდა გაიხაროს, რომ ის შუამავალ მუჰამმედის მიმდევარია.

‒ მას რომ მიჰყვება,

– უსახლკაროებს და უპოვრებს რომ ეხმარება,

– დაჩაგრული გულების იმედს რომ წარმოადგენს,

-მოწყენილი გულების გახარება რომ შეუძლია, ეს უნდა ახარებდეს.

ახალი წლის დღეები არამუსლიმი საზოგადოებისთვის ე.წ. „გართობის დღეებს“ წარმოადგენს. ამ დროს რას ვაკეთებთ ჩვენ, მუსლიმები?

‒ არასოდეს დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი მუსლიმური იდენტობისა და ხასიათის გამოვლენაზე.

– არ დაგვავიწყდეს, რომ ყოველთვის და ყველგან უნდა შევასრულოთ ჩვენი რელიგიური ბრძანებები და აკრძალვები და ვალდებულნი ვართ მოვერიდოთ არამუსლიმებზე მიბაძვას.

‒ამ მძიმე დღეებში ნუ ვიქნებით გულგრილნი ჩვენი მორწმუნე ძმების ტკივილის მიმართ და სხვაზე მიბაძვით გართობის გზას ნუ ავირჩევთ.

-პირიქით, ამ დღეებში უფრო მეტად ვიბრძოლოთ დაჩაგრულთა გადასარჩენად და ყოვლისშემძლე ღმერთს მათთვის შველა ვთხოვოთ.

არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ შეიძლება ჩვენი ჩაგრული რელიგიური ძმების ადგილას ვყოფილიყავით და ისინი ჩვენს ადგილზე…

გამომდინარე აქედან, გულწრფელად ვურჩიოთ ჩვენს ძმებს და დებს, რომლებსაც აქვთ საშუალება, ხვალ დილის ლოცვის შემდეგ, მონაწილეობა მიიღონ გალათას ხიდზე მსვლელობაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ აქტივობებს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ჩვენი დაჩაგრული ძმების ხმა მთელ მსოფიოს უნდა გავაგონოთ.. ეს არის იმის გამოცხადება, რომ ჩვენ ვართ დაჩაგრულთა მხარეს და მჩაგვრელის წინააღმდეგ. ჩვენ ვართ ჭეშმარიტების მხარეს და სიცრუის წინააღმდეგ.

ღმერთმა მიანიჭოს ხსნა ჩვენს დაჩაგრულ სულიერ ძმებს და მუსლიმებს კი  ერთიანობა, სოლიდარობა, გამოღვიძება და მტკიცედ დგომა ნუ მოაკლოს.

ამინ!..

 

Comment here