სათაურებიხუტბა

წარსულის ანალიზი გავაკეთოთ
და მომავალს მიმართულება მივცეთ

ძვირფასო მორწმუნენო!
მეორე ხალიფა, სამართლიანობით განთქმული მმართველი, ხალიფა ომარი მეგობრებს ასე მიმართავს: „სანამ განიკითხებით, მანამდე საკუთარი თავი განიკითხეთ და იმ დიდი განკითხვისთვის მოემზადეთ. განკითხვის დღე მხოლოდ მათთვის იქნება ადვილი, ვინც ამ ქვეყნად საკუთარ ქმედებებს განიკითხავს“. (იხ. თრმიზი, „სიფათლ ყიამე“ 25)

ძვირფასო მორწმუნენო!
დღეები დღეებს, თვეები თვეებს, წლები კი წლებს მისდევენ. დრო შეუჩერებლად მიედინება. ჩვენი ცხოვრების განსაზღვრული ვადა დღითიდღე იწურება. ჩვენი ამოსუნთქვა დათვლილია და ის ყოველწამიერად იკლებს. ყველა ტკივილითა და სიხარულით, ყველა კარგისა და ცუდის განცდით გრიგორიანული წელთაღრიცხვის კიდევ ერთ წელს ვემშვიდობებით. მოდით, ამ მიზეზით კიდევ ერთხელ თვალი გადავავლოთ გასულ წელს და ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეებს. მოდით გავაანალიზოთ ყველა ის შეცდომა, რაც ამ წელს დავუშვით.

ძვირფასო მორწმუნენო!
საკუთარი თავის განკითხვის საუკეთესო გზა საკუთარი თავის კარგად გაცნობაა. ჩვენ უნდა შევძლოთ ჭეშმარიტების სარკეში შევხედოთ საკუთარ თავს და შეცდომები ვაღიაროთ. კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, საიდან მოვედით და საით მივდივართ.

საკუთარი თავის განკითხვის დასაწყისშივე უნდა ვაღიაროთ ყველა ის შეცდომა, რომლებიც ამქვეყნიური მისწრაფებებისა და ცდუნებების გამო გვქონია. ყველა ის მავნე ჩვევა უნდა დავივიწყოთ, რომლებიც ცოდვაში გვაგდებს. ცოდვები უნდა მოვინანოთ და პირობა დავდოთ, რომ მეტჯერ აღარ ჩავიდენთ.

საკუთარი თავის განკითხვა რწმენის სრულყოფას ემსახურება და ამ გზით სწორად ცხოვრების შესაძლებლობას ვინარჩუნებთ. უნდა ვიცოდეთ და ვითვალისწინებდეთ ყველაფერს, რაც ღმერთმა ნებადართლად დაგვიდგინა, ან აკრძალა. ეს არის მცდელობა, რომ სიკვდილამდე ვიყოთ ღვთისმსახურებაში და ვაკეთოთ სიკეთე. ჩვენი საუკეთესო მაგალითი ჰზ. შუამავალია, ამიტომ ცხოვრების წესად მისი ცხოვრების გზა უნდა დავისახოთ.  

საკუთარი თავის განკითხვა ღვთისადმი უპირობო მინდობაა. მორწმუნე ადამიანი ყველა ადამიანის უფლებებს განუხრელად უნდა იცავდეს. გული ისე უნდა გავიწმინოდთ, რომ იქ მხოლოდ ღმერთის ადგილი იყოს.

ძვირფასო მორწმუნენო!
ყურანში შემდეგნაირადაა ნაბრძანები:

„ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იყავით ალლაჰის წინაშე ღვთისმოსავნი; და დაე, შეხედოს სულმა რა წაიმძღვარა ხვალისთვის. გეშინოდეთ ალლაჰის, უეჭველად, ალლაჰი უწყის, რასაც იქმთ თქვენ!“ (ჰაშრი 59/18)

აიათში ნათლადაა მოწოდება, რომ ადამიანი უნდა დაფიქრდეს როგორ ცხოვრობს და საიქიოში რა უნდა წაიმძღვაროს. ასევე ადამიანმა უნდა ეცადოს ისე დაგეგმოს საკუთარი ცხოვრება, რომ თავისი გაჩენის არსს არ ეწინააღმდეგებოდეს.

ამრიგად, რახან კალენდრებში კიდევ ერთი წელი მიიწურა და ხვალიდან შემდეგი წელი იწყება, ჩვენ საკუთარ თავს შემდეგი კითხვა დავუსვათ: ნეტა ჯეროვნად თ ვასრულებთ იმ პირობას, რომელიც გამჩენისთვის ოდითგანვე მიგვიცია. ნეტა ესოდენ მნიშვნელოვანი პირობის მიმართ სათანადო ერთგულებას ვიჩენთ? ჩვენს ცხორებაში რწმენას, ღვთისმსახურებასა და საუკეთესო ზნეობას რა ადგილი უკავია? ნეტა, თუ ვერიდებით ყველაფერ იმას, რაც ღმერთმა აკვიგრძალა? ყველა არსების მიმართ ჩვენს პასუხისმგებლობას ვავლენთ? ნეტა, თუ ვიცოდით ყველა იმ წუთის

ფასი, რომელიც აქამდე გავიარეთ?!
ხუტბად ბოლოს კი მინდა შუამავლის ჰადისი შემოგთავაზოთ: „გონიერია ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს აკონტროლებს და სიკვდილის შემდეგ ყოფაზე ფიქრობს. საცოდავია ადამიანი, რომელიც მხოლოდ სურვილებსა და ამქვეყნიურ ცდუნებებსაა აყოლილი“ (იხ. თირმიზი, სიფათულ ყიამე, 25)

Comment here