უზენაესი გამჩენის წყალობითა და ნებით მრავალ განსაცდელს გავუძელით და სამშვიდობოს გავედით.
„სიმამაცე არ დაკარგოთ და არ დამწუხრდეთ, ხოლო თუ ხართ მორწმუნენი, უეჭველად, აღმატებულნი იქნებით!“ (ალი იმრანი, 3/139) ეს არის აიათი, რომელსაც მივყევით და რწმენისგან მიღებული ძალით ყველა განსაცდელზე გამკლავება შევძელით. ამ გზაზე ღვთის იმედი არასოდეს დაგვიკარგავს. ჩვენ მივყევით ღვთიურ ბრძანებას:
„მტკიცედ ჩაეჭიდეთ ყველანი ალლაჰის (რწმენის) თოკს, და არ დაიყოთ. გაიხსენეთ ალლაჰის სიკეთე (წყალობა) თქვენდამი: და როცა იყავით მტრებად, შეგიერთათ გულები თქვენი და მისი სიკეთით (მადლით) ძმებად იქმენით თქვენ. და თქვენ როცა იყავით ცეცხლის უფსკრულის პირას, გიხსნა თქვენ მისგან. ამგვარად განგიმარტავთ ალლაჰი თავის აიათებს, ეგების ჭეშმარიტ გზას დაადგეთ თქვენ!“ (ალი იმრანი, 3/103). ჩვენ ყოველთვის ვინარჩუნებდით ძმობას და ერთიანობას. ჩვენ შუამავლის შეგონებებს მივყვებით და ერთმანეთს ვენდობით:
„ერთმანეთის არ შეგშურდეთ, ერთმანეთის მიმართ სიძულვილი არ კვებოთ და ერთმანეთს ზურგი არ აქციოთ. ღვთის მონებო, იყავით ძმები!“ დიახ, ასე ხელჩაჭიდებულნი, ერთმანეთის მხარდამხარ ამ დღემდე მოვედით.
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი ძვირფასი ქვეყანა ჩვენთვის მხოლოდ მიწის ნაკვეთი არ არის. ეს მიწები ჩვენი სამშობლოა, სადაც ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მშვიდად და უსაფრთხოდ ვიცხოვროთ ქვეყნიერების აღსასრულამდე. ეს არის უზენაესი ნდობა, რომელიც დაგვიტოვეს ჩვენმა გმირებმა თავიანთი თავგანწირვით სამშობლოსთვის ბრძოლაში. ეს ნდობა მიღებულია ჩვენი სახელმწიფო მოღვაწეების გამძლეობით, ძალისხმევით და მონდომებით, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ჩვენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. ეს ნდობა უფრო ძვირფასია, ვიდრე თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე. როცა საჭირო იქნება, მოვკვდებით, სიცოცხლეს გავწირავთ, ყველაფერს გავწირავთ, რაც გვაქვს; თუმცა, ჩვენ არასოდეს დავთმობთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობას, როგორც ეს ჩვენს ეროვნულ ჰიმნშია გამოხატული.
ძვირფასო მორწმუნენო!
რა სამწუხაროა, რომ ჩვენი პალესტინელი ძმები და დები განიცდიან მსგავს ტკივილს, რომელიც ჩვენ, როგორც ერმა, ასი წლის წინ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გამოვიარეთ. ისრაელი, რომელმაც დაკარგა შემწყნარებლობისა და სინდისის გრძნობა და გადაქცეულია შურისძიების და სიძულვილის მონად, მთელი მსოფლიოს თვალწინ სჩადის ყველანაირ მკვლელობას ყველაზე სასტიკი მეთოდებით. პალესტინის მიწებს მშვიდობა და სიმშვიდე თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში სურდათ. პატარა ჩვილების ყვირილი და დაჭრილი დედების ტირილი სამყაროს ათრთოლებს. მამები შვილებს საკუთარი ხელით ასაფლავებენ. სანამ კაცობრიობა ასე უმოქმედოდ უყურებს დაბომბილი შენობების ნანგრევებში დაკარგულ სიცოცხლეს, ის რეალურად კარგავს სინდისს. ამ პირობებში ჩვენი ერის და ყველა მუსლიმის პასუხისმგებლობა უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე. ამ მოვალეობების შესასრულებლად, დღეს პარასკევის ლოცვის შემდეგ, ვეცდებით, ჩვენი პალესტინელი ძმების ჭრილობების მოშუშებისათვის გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ.
ძვირფასო მორწმუნენო
ჩვენ ყოველთვის ვგმობდით ძალადობას, აგრესიას და სისასტიკეს. ჩვენ ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს ვიდექით. ასე უნდა მოვიქცეთ ახლაც. უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:
„და არ გადაიხაროთ იმათკენ, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს, რომ არ შეგეხოთ ცეცხლი. და არა გყავთ თქვენ მეგობარი[1], ალლაჰის გარდა, მერე არავინ შეგეწევათ!“ (ჰუდ, 11/113)
ჩვენი სიტყვებითა და მოქმედებებით; არ დავუჭიროთ მხარი მჩაგვრელს და არ გამოგვივიდეს მჩაგვრელთა მხარდაჭერა იმით, რასაც ვჭამთ, ვსვამთ, ვიცვამთ და ვიყენებთ. მოდით, მთელი ძალით ვიმუშაოთ ყველა სფეროში, რომ მსგავსი სისასტიკე არ განმეორდეს. ვეცადოთ, რომ ჩვენი საქმე და პროფესია საუკეთესოდ ვაკეთოთ. აღვზარდოთ ჩვენი მომავალი თაობები ეროვნული და სულიერი ფასეულობებით აღჭურვილ, საკუთარი სახელმწიფოსა და ერის ერთგულ, საზოგადოებისა და კაცობრიობისთვის სასარგებლო ინდივიდებად. ყურანში ნაბრძანებია:
„რამეთუ მორწმუნენი ძმები არიან[2]. მაშ, გამოასწორეთ თქვენს ძმებს შორის არსებული და გეშინოდეთ ალლაჰისა, ეგებ შეწყალებული იქმნეთ თქვენ!“ (ჰუჯურათ, 49/10)
მოდით განვამტკიცოთ ჩვენი ცნობიერება, რომ ვიყოთ ძმები ღვთაებრივი ბრძანების შესაბამისად. მაშინ ეს მიწები, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ მშვიდობითა და კეთილდღეობით, კვლავაც ჩვენი სამშობლო იქნება საუკუნეების განმავლობაში.
ძვირფასო მორწმუნენო!
ამ დღესთან დაკავშირებით, ჩვენ მოწყალებითა და მადლიერებით ვიხსენებთ ჩვენს ძვირფას მოწამეებსა და გმირ ვეტერანებს, რომლებმაც ასი წლის წინ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოლეს. დაე, უზენაესმა გამჩენმა მოგვცეს ჩვენ და ჩვენს მომავალ თაობებს უნარი დავიცვათ მათ მიერ დატოვებული მემკვიდრეობა
ხუტბას ბოლოს კი კიდევ ერთ ზეციურ გზავნილს მოვუსმინოთ:
„და ჰმორჩილეთ ალლაჰსა და მის შუამავალს და არ შეეცილოთ ერთმანეთს, თორემ სულით დაეცემით და ძალას დაკარგავთ. და იყავით მომთმენნი, უეჭველად, მომთმენთანაა ალლაჰი!“ (ენფალ, 8/46)
[1] მფარველი
[2] სარწმუნოებაში
Comment here