ეს იყო ალლაჰის შუამავლის ქადაგების პირველი წლები. პოლითეისტების მიერ მექაში მუსლიმების მიმართ ზეწოლა და სისასტიკე გაიზარდა და მორწმუნეებისთვის ცხოვრება აუტანელი გახდა. ასეთ რთულ დროს ყოვლისშემძლე ალლაჰმა გამოგზავნა სურა ინშირაჰი, რომელიც შეიცავს ბევრ სასიხარულო ამბავს და სიბრძნეს მორწმუნეთათვის. ჩვენმა შუამავალმა (ს.ა.ვ.) სიხარული და შვება იგრძნო, როდესაც ეს სურა მოევლინა და სასიხარულო გზავნილი ხალხსაც აცნობა, რომ ღმერთი ყოველი განსაცდელის შემდეგ აუცილებლად სიმსუბუქესა და სიმშვიდეს მოგვანიჭებს.
ძვირფასო მორწმუნენო!
დღეს მინდა მივმართო ყველა ჩვენს და-ძმებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში აუტანელი ჩაგვრისა და სისასტიკის ქვეშ არიან, განსაკუთრებით კი პალესტინაში და სურა ინშირაჰის გზავნილები შევახსენო, რომლებიც მორწმუნეთა გულებს ამშვიდებს იმედს უსახავს.
„(ო, მუჰამმედ) განა არ გაგვიხსნია და არ გაგვიფართოებია შენთვის მკერდი შენი?
და არ ჩამოგხსენით ტვირთი, რომელსაც შენ წელში მოეღუნე?
და განვადიდეთ შენთვის ხსენებაი შენი, (ინშირაჰ, 94/1-4)
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ გვჯერა, რომ ალლაჰი ყოვლისშემძლეა. ის გვმფარველობს თავისი წყალობითა და თანაგრძნობით. სწორედ ის მოგვიხსნის მკერდში არსებულ სიმძიმეს და სიმშვიდეს მისცემს ჩვენს გულებს. ყოვლისშემძლე ღმერთი გვიხსნის ყველა უბედურებისა და განსაცდელისგან.
ძვირფასო მორწმუნენო!
ინშირაჰის სურა კიდევ ერთ რამეს გვახსენებს:
„რამეთუ, უეჭველად, სიმძიმეს ახლავს შემსუბუქება;
უეჭველად, სიმძიმეს ახლავს შემსუბუქება!“ (ინშირაჰ, 94/5-6)
დიახ, ჩვენ გვჯერა, რომ ყოველი სევდის შემდეგ იქნება სიხარული, ყოველი უბედურების შემდეგ კი შვება დაისადგურებს. ყოვლისშემძლე ღმერთს არასოდეს დაუტოვებია შუამავლები და მორწმუნეები მარტო. არასოდეს დაუტოვებია ისინი მჩაგვრელთა და მტრების წინაშე განწირულად. მან იხსნა შუამავალი ნოე წარღვნის დროს. მან შუამავალი მოსე ფარაონის ჩაგვრას გადაარჩინა. მან იხსნა შუამავალი აბრაამი ნემრუდის ცეცხლისგან.
და ბოლოს, მან იხსნა ჩვენი შუამავალი (ს.ა.ვ.) ურწმუნოთა მხრიდან წამებისა და ტანჯვისგან და გაუხსნა მას მრავალი წარმატების კარი.
ამ მიწებს რა ჩაგვრა და რა ღალატი უნახავს.
„მეგობარო! ნაძირალას სამშობლოში ნუ შეუშვებ;
დააოკე შენი სხეული, რომ შეჩერდეს ურცხვი მოძალება
დადგება ის დღეები, რომლებიც ღმერთმა დაგპირდა…
ვინ იცის, იქნებ ხვალ, იქნებ და უფრო ადრე“.
„ჩემი სული შენგანაა, წმინდაა მიზანი ჩვენი:
ჩემს ტაძარს ნუ შეეხება სხვათა მსახვრალი ხელი.
ეს ეზანი, შაჰადა ჩემი სარწმუნოების საფუძვლები,
და სამშობლო, მარადიული, სანატრელი.
განა ასე არ თქვა მეჰმედ აკიფ ერსოიმ?
ძვირფასო მორწმუნენო!
აღნიშნული სურას შემდგომ აიათებში ვკითხულობთ:
„და როცა მოიცლი, წამოდექი და იშრომე
და შენი ღმერთისკენ გაესწრაფე!“ (ინშირაჰ, 94/7-8)
როგორც აიათებშია ნათქვამი, სიზარმაცე და უყურადღებობა არ შეგვეფერება. მორწმუნე არ შეიძლება იყოს უპასუხისმგებლო, უყურადღებო ან თვითკმაყოფილი. ის იბრძვის იცხოვროს, იცოცხლოს და გაავრცელოს სიმართლე, ჭეშმარიტება, სამართლიანობა და წყალობა, სანამ სიკეთე არ გაბატონდება დედამიწაზე. მორწმუნე ყველაფერს აკეთებს ალლაჰის თანხმობით. ის რწმენისგან მიღებული ძალით იმედს არ კარგავს სირთულეების წინაშე.
ძვირფასო მორწმუნენო!
დღეს პალესტინაში. კერძოდ ღაზას სექტორში, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სისასტიკე ხდება. სასტიკად ხოცავენ უდანაშაულო ადამიანებს, მათ შორის ჩვილებს, ბავშვებს, ქალებს და მოხუცებს. უმოწყალოდ იბომბება სახლები, მეჩეთები, სკოლები და საავადმყოფოებიც კი. კაცობრიობის წინააღმდეგ დიდი დანაშაული ხდება მთელი მსოფლიოს თვალწინ. მაშინ, როცა ათასობით უდანაშაულო ადამიანი ერთდროულად კვდება, სამყარო, რომელმაც დაკარგა წყალობა და სინდისი, მხოლოდ უყურებს ამ გენოციდს და მის შეჩერებას არ ცდილობს. ჩაგრულთა რასა, ენა და რელიგია მხედველობაში არ მიიღება. ჩვენ მოვუწოდებთ მთელ კაცობრიობას, გვერდში დაუდგეს ჩაგრულს მჩაგვრელის წინააღმდეგ.
მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, კონსტანტინოპოლის, ანუ სტამბოლის, როგორც მაშინ ეწოდებოდა, აღების შემდეგ, ამ ქალაქს სტამბოლი ვუწოდეთ; მართლმადიდებელი ხალხი, რომელიც განრისხებული იყო ლათინური იმპერიისგან განხორციელებული დევნის გამო ოსმალთა შესვლას სიხარულით შეხვდა, რაც მიუთითებს, რომ ისინი სამართლიანი მმართველები იყვნენ. მუსლიმთა სამართლიანობამ და შემწყნარებლობამ მათში დადებითი განწყობა გამოიწვია. სტამბოლის აღების შემდეგ აქ აია-სოფიაში შეკრებილი იყვნენ მღვდლები, ქალები, ბავშვები, მოხუცები და თავიანთ მოსალოდნელ განაჩენს ელოდნენ, მაგრამ იქ მისულმა ფათიჰ სულთან მეჰმედმა მათ მრწამსის, სიცოცხლისა და ყველა ფუნდამენტური უფლების უსაფრთხოება აღუთქვა. მან ყველას უფლება დაiცვა და სრულყოფილად ცხოვრებისათვის საჭირო პირობების შექმნაზე იზრუნა. ეს მუსლიმთა სამართლიანობის დასტური იყო და ეს ყველამ უნდა იცოდეს.
დღეს აქ, ფათიჰ სულთან მეჰმედის მიერ დანატოვარი სალოცავიდან ყველას მინდა მივმართო. დაგმონ აგრესორი, მოძალადე ქვეყანა და მხარი დაუჭირონ უსამართლოდ დაჩაგრულთ.
მოძალადენო, ეს ყველაფერი გახსოვდეთ და ისტორიისგან მაგალითი აიღეთ!
ძალადობა და სისასტიკე სიკეთეს არ მოგიტანთ!
გიმეორებთ, ისტორიიდან მაგალითი აიღეთ, რათა მოძალადეთა ხვედრი არ გაიზიაროთ.
ძვირფასო მორწმუნენო!
ღვთის შუამავალი არაფატზე თავის უკანასკენ ქადაგებაში ასე ბრძანებს:
თქვენი ღმერთიც ერთია და თქვენი მამაც. ყველანი ადამის შვილები ხართ. ადამი კი მიწისგანაა გაჩენილი. არავითარი უპირატესობა არ გააჩნია არაბს სხვა ერებზე, თეთრკანიანს შავკანიანზე, უპირატესობა მხოლოდ ღვთისმოსაობაშია.
ყველა ადამიანი მხოლოდ თავის ნამოქმედარზეა პასუხისმგებელი. არც მამა აგებს პასუხს შვილის ქმედებებზე და არც შვილი მამის ნამოქმედარზე.
ეს ოთხი რამ არავითარ შემთხვევაში არ ჩაიდინოთ: არაფერი დაუდგინოთ ალლაჰს თანამოზიარედ და თანატოლად, ნუ ხელყოფთ ალლაჰის მიერ მინიჭებულ სიცოცხლეს უსამართლოდ, ნუ იმრუშებთ და ნუ იქურდებთ.
ძვირფასო მორწმუნენო!
სამწუხაროდ, დღეს ჩვენი სამყარო გარშემორტყმულია ომებით, ოკუპაციებითა და გლობალური კრიზისებით. ამ მძიმე მდგომარეობის ფასს ყველაზე მეტად სუსტები, უმწეოები და ბავშვები იხდიან. ის, რაც ღაზაში მოხდა, ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. ისრაელმა წლების განმავლობაში ღაზა, პალესტინის ქალაქი, მსოფლიოს უდიდეს ღია ციხედ აქცია. ამის შედეგად ჩვენი თანამორწმუნე ძმები ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების თვალსაზრისითაც კი მრავალ სირთულეს აწყდებოდნენ. ჩვენი და-ძმები დევნილები არიან თავიანთი ადგილიდან და სამშობლოდან. მათ ქონება და სახლები უსამართლოდ წაართვეს. ღაზას ციდან სასიკვდილო ბომბები ცვივა და უდანაშაულო ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს უმოწყალოდ კლავს. დღეს ისტორიაში უდიდესი ბოროტება მიმდინარეობს მთელი მსოფლიოს თვალწინ. მთელი ამ ჩაგვრისა და ძალადობის ფონზე, მუსლიმებს სხვა გზა არ აქვთ, გარდა წინააღმდეგობის გაწევისა თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
ძვირფასო მორწმუნენო!
გასაჭირი, რომელსაც დღეს მუსლიმები განიცდიან, აუცილებლად დასრულდება და მჩაგვრელებს მწარე სასჯელი ელოდებათ როგორც ამქვეყნიურ ცხოვრებაში, ისე შემდგომში. მორწმუნეები აუცილებლად გაიმარჯვებენ ალლაჰის დახმარებით. რთული დრო, რომელსაც ჩვენ გავდივართ, არის ახალი გამარჯვების საწინდარი. ჩვენ, როგორც მუსულმანები, უნდა ვიმოქმედოთ ერთიანობით და სოლიდარობით. ჩვენი ძმობა და სიყვარული მუდმივი უნდა გავხადოთ. მოწყალე ვიყოთ ერთმანეთის მიმართ, ხოლო მტრის წინააღმდეგ გონიერება და სიმამაცე გამოვიჩინოთ. ნუ დავკარგავთ ღვთის წყალობის იმედს. შევასრულოთ ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი უფლის, ჩვენი ძმების და კაცობრიობის წინაშე. იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი გამჩენი შეგვიმსუბუქებს სირთულეებს და ამ განსაცდელს წყალობად აქცევს.
ძვირფასო მორწმუნენო!
მოვუსმინოთ და გავითავისოთ ღვთიური ბრძანებები:
„„ჰეი, ადამიანნო! უეჭველად, ერთი მამრიდან და ერთი მდედრიდან გაგაჩინეთ თქვენ და რომ შეიცნოთ ერთმანეთი, დაგადგინეთ ერებად და ტომებად. უეჭველად, თქვენგან ყველაზე პატივდებული ალლაჰის წინაშე თქვენში ყველაზე უფრო ღვთისმოშიშია. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ყველაფრისმცოდნეა!“
ხუტბას ბოლოს კი ბაყარას სურას 250- აიათს წაგიკითხავთ:
„და როცა ჯალუთისა და მისი ლაშქრის პირისპირ დადგნენ, თქვეს: ღმერთო ჩვენო! მოგვმადლე სიმტკიცე, მუხლი გაგვიმაგრე და შეგვეწიე ურწმუნო ხალხის წინაშე!“
ამინ!
Comment here