სათაურებიხუტბა

ძალადობა ადამიანის
ღირსებას არ შეესაბამება

ძვირფასო მორწმუნენო!
ჰიჯრით მეათე წელი იყო. ძვირფასი შუამავალი თავისი შთამბეჭდავი ამალით მექაში დაბრუნდა, რათა ღვთისმსახურება აღევლინა. ჰაჯის პირობების თანახმად არაფატზე შეიკრიბნენ. შუამავალმა წარმოთქვა ისტორიული ქადაგება, რომელიც გამოსამშვიდობებელი ქადაგების სახელითაა ცნობილი. ამ ქადაგებაში იყო უნივერსალური გზავნილები, რომლებიც მთელ კაცობრიობას და მის მომავალს ეხედობა. შუამავალმა ქადაგება აშემდეგი სიტყვებით დაიწყო:

„ ადამიანებო! როგორი წმინდაცაა ეს ზილჰიჯჯეს თვე, ეს ქალაქი მექა და ეს დღე, ისეთივე წმინდაა თქვენი სისხლი, ქონება, ნამუსი და ღირსება“. (იხ. ბუჰარი, ილიმ, 9)

შემდეგ კი შუამავალმა გააგრძელა:

„ყურადღება მიაქციეთ. მე თქვენ მორწმუნე ადამიანს გაცნობთ. ის არის ადამიანი, რომლისგანაც თქვენს სიცოცხლესა და საკუთრებას საფრთხე არ ემუქრება. მუსლიმი ისაა, ვისი ენისა და ხელისგან ადამიანებს საფრთხე არ ემუქრებათ“. (იხ. იბნ ჰანბელი, 6, 22)

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი ძვირფასი სარწმუნოების, ისლამის მიხედვით, ყოველი ადამიანი; ქალი იქნება თუ მამაკაცი, ბავშვი თუ მოხუცი ყოველმხრივ დაცულია და მისი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, პიროვნული იდენტობა, ნამუსი და ღირსება ხელშეუხებელია. გამომდინარე აქედან, არავის აქვს უფლება სხვისი სიცოცხლე, საკუთრება და უფლებები ხელყოს. არავის აქვს უფლება ჩაიდინოს ისეთი რამ, რაც სხვის ღირსებას შელახავს. არავის აქვს უფლება უსამართლოს ზიანი მიაყენოს არათუ სულიერ არსებებს, არამედ უსულო საგნებსაც.  

ძვირფასო მორწმუნენო!
სამწუხაროდ, დღევანდელობის ერთ-ერთი უმწვავესი გამოწვევა ქალთა მიმართ ძალადობა და გახშირებული მკვლელობებია. ეს ძალიან შემაშფოტებელი და გულდასაწყვეტი რეალობაა. არადა ჩვენს სარწმუნეობაში ძალადობის ადგილი საერთოდ არ არის. ძალადობა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. ძალადობა შეუწყნარებლობა და სილაჩრეა. ძალადობა ბოროტებაა. ძალადობა ადამიანის უფლებები უხეში დარღვევაა. დაუშვებელია ძალადობის წახალისება, რადგან ძალადობას არცერთი მიზეზი არ ამართლებს.

ძალადობას რელიგია, ენა, ეროვნება, გეოგრაფიული ფაქტორები ან სოციალური სტატუსი არ გააჩნია. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის მოძალადე, მისი ყველა ფორმა დაგმობილი და მიუღებელია. ღმერთმა გააჩინა სიცოცხლე და მისი ხელშეუხებლობა ბრძანა. შესაბამისად, მისი ხელყოფა დიდი ცოდვა და ღვთიური რისხვის გამომწვევი დანაშაულია. მოძალადეები თავიანთ სასჯელს იგემებენ როგორც ამქვეყნად, ისე საიქიოში, სადაც ჯოჯოხეთი ელოდებათ.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი სარწმუნოების მიხედვით, ძირითადი ხაზი, რომელსაც მორწმუნეები უნდა მივყვეთ, შემწყნარებლობა, ლმობიერება, მიტევება და სიყვარულია. ყურანში ნაბრძანებია:

„ამისთვის დავუწერეთ ისრაილის შვილთ, რომვინც მოჰკლას ადამიანი არა ადამიანის წილ და არა ქვეყანაზე უკეთურობის გასაწმენდად,თითქოსდა მთელი ხალხი ამოეწყვიტოს. დავინც ადამიანს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს, თითქოსდა მთელი ხალხისთვის შეენარჩუნებინოს სიცოცხლე. ვფიცავ! ჩვენი შუამავალნიუკვე იყვნენ მათთანმისულნი ცხადი მტკიცებანით,მაგრამ ამის შემდგომაც,უეჭველად, ბევრი იმათგანი მაინც განაგრძობდადედამიწაზე ზღვარგადასულობას“.(მაიდე 5/32)

ასევე სამწუხაროა, რომ ჩვენ ეკრანებიდან ხშირად ვხედავთ ძალადობის ამსახველ კადრებს. ამ სიტუაციაში ჩვენ ვალედბულნი ვართ უფრო მეტი თავგამოდებით გამოვხატოთ შემწყნარებლობა, სიყვარული და სიკეთე. სწორედ სიყვარული და სიკეთე უნდა იყოს ის ერთადერთი მიმართულება, რომელმაც ჩვენი ქცევები უნდა განსაზღვროს. ჩვენ განსაკუთრებული მზრუნველობით უნდა მოვეპყროთ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს, მეზობლებს და ზოგადად ყველას. მორწმუნე მუსლიმი მხოლოდ სიკეთის მომტანია და მისგან ზიანს არავინ უნდა ელოდეს. ჩვენ ასევე წინ უნდა აღვუდგეთ ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და პრევენციული ღონისძიებისთვის გონივრულად უნდა მოვიქცეთ. უნდა ვეცადოთ რომ ჩვენს ცხოვრებაში ძალადობის ადგილი არ იყოს და ადამიანებს ღირესეული ცხოვრებისთვის სათანადო პირობები ჰქონდეთ. ჩვენ  ხომ იმ სარწმუნეობის მიმდევრები ვართ, სადაც ჭიანჭველაზე ზიანის მიყენებაც კი დაუშვებელია.

ამრიგად, უზენაესს ვთხოვთ დაიფაროს ყველა ადამიანი, რომელიც ძალადობის მსხვერპლია და საფრთხის ქვეშაა. ღმერთმა გარდაცვლილებს სამარადჟამო სამოთხე უწყალობოს. 

Comment here