სათაურებიხუტბა

ცხოვრების ყველა
სფეროში მრისხანება
ვაკონტროლოთ

ძვირფასო მორწმუნენო!
ერთ დღეს შუამავალთან ერთი კაცი მივიდა და სთხოვა რჩევა-დარიგება მიეცა. შუამავალმა ურჩა: “არ გაბრაზდე!”. მომხვდურმა იგივე თხოვნა მრავალგზის გაიმეორა, მაგრამ შუამავალი იგივეთი პასუხობდა: “არ გაბრაზდე!”

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ ადამიანები ვართ. ადამუნური ბუნებიდან გამომდინარე ხან კარგ განწყობაზე ვართ, ხან კიდევ მოვიწყენთ. ზოგჯერ მოთმინებას ვახერხებთ, მაგრამ ზოგჯერ სიბრაზე გვჯობნის და მრისხანების გავლენით ვმოქმედებთ. ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ნეგატიური გრძნობები სიკეთეს არ მოგვიტანს და ყოველთვის ვეცადოთ, რომ ცხოვრება დადებითი განწყობით გავილამაზოთ.

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ, როგორც ადამიანებს, ყველა სხვა გრძნობასთან ერთად სიბრაზეც გვახასიათებს. სწორ ადგილას გაბრაზება, შესაძლებელია მისაღები იყოს, მაგრამ სიბრაზის გავლენის ქვეშ მოქცევა, მისით მოქმედება ადამიანს არაადეკვატურს ხდის, რაც შედეგად პრობლემებს გამოიწვევს. სიბრაზე ღვთის წყალობასა და ადამიანთა სიყვარულს დაგვაშორებს. სადაც მრისხანება მეფობს, იმ საზოგადოებაში სიმშვიდე და სანდოობა წარმოუდგენელია.

ძვირფასო მორწმუნენო!
მორწმუნე ადამიანმა თავისი მრისხანების ენერგია სიმართლის დაცვისთვის უნდა გამოიყენოს. მისი შემართება უსამართლობის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული. მორწმუნის მრისხანება დაჩაგრულის მეგობარი და მოძალადის მტერია. მორწმუნის მრისხანება კეთილი ადამიანებისთვის შემწყნარებლობა, ხოლო ბოროტთა წინააღმდეგ აღმართული კედელია. მორწმუნის მრისხანება სიკეთის გასაღები და ბოროტების ბოქლომია.

როდესაც მრისხანება გონებას გადაფარავს, ადამიანის ცნობიერება იბინდება, თვალი ბრმავდება, ყურს აღარ ესმის და ადამიანი გონივრული ჩარჩოებიდან გადის. მრისხანება გულს აქვავებს და რაციონალურ აზროვნებას ზღუდავს. როდესაც მრისხანება მძლავრობს, მოთმინება იკარგება, სიტყვა და ქმედება კი დამანგრეველ უნარებს იძენს.

ძვირფასო მორწმუნენო!
სამწუხაროდ, ბოლო ხანს, მრისხანებისგან გამოწვეული მოვლენების ქრინიკა უარესდება. გაბრაზება იწვევს ბევრ სამწუხარო მოვლენას ოჯახში, სოციალურ მედიაში, ქუჩასა და ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. გადაჭარბებული სიბრაზის შედეგად ნათესაური, მეგობრული და ძმური კავშირები ირღვევა, რაც  წყენას, სიძულვილს და მტრობას გვიტოვებს. შედეგად ოჯახები ინგრევა, კერები კვდება, სიცოცხლე იკარგება, იმედები ქრება.

ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა ყურანის მიხედვით უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:
“და რომელნიც გაურბიან მძიმე ცოდვებს და სიბილწეს, როცა განრისხდებიან, პატიობენ“. შურა, 42/37) ამრიგად, როგორც მორწმუნეებმა, უნდა ვეცადოთ, რომ მრისხანება დავიოკოთ და მივუტევოთ. ყველა გაჩენილ არსებას შემწყნარებლობით მოვეპყროთ. ჩვენს გულსა და გონებას სიძულვილი და ბოღმა არ გავაკაროთ. მრისხანების ტყვეობას ჯობია, სიკეთის, სიყვარულისა და მიტევების გზაზე ვიდგეთ. გავუფრთხილდეთ ჩვენს გულებს, რათა იქ სიძულვილმა და მტრობამ არ დაისადგუროს.  

ძვირფასო მორწმუნენო!

ჰადისის მიხედვით შუამავალი ასე გვასწავლის:
“ნამდვილი ფალავანი ის კი არ არის, ვინც ჭიდაობაში მოწინააღმდეგეს დაამარცხებს, არამედ ის, ვინც მრისხანების დაოკებას შეძლებს”. (იხ. ბუჰარი, “ედებ” 76; მუსლიმი, ბირ, 107)

ამრიგად, ჩვენი, როგორც მორწმუნეების ვალია, მრისხანება მოთმინებით მოვთოკოთ და სიმშვიდე შევინარჩნოთ. მოვლენები ცივი გონებით გავაანალიზოთ და ნებიჯი ისე გადავდგათ. ძნელბედობის ჟამს უზენაესი გამჩენის ნებას მივეკედლოთ, რადგან ისაა საუკეთესო გამოსავლის მწყალობელი.

ხუტბას ბოლოს კი ყურანის კიდევ ერთ აიათს წაგიკითხავთ:

“ესწრაფეთ მიტევებისკენ თქვენი ღმერთისგან და სამოთხეს, რომლის სივრცე ცანი და დედამიწაა, რომელიც გამზადებულია ღვთისმოშიშთათვის,

რომლებიც გასცემენ ჭირშიც და ლხინშიც, იოკებენ მრისხანებას, პატიობენ ხალხს. და ალლაჰს უყვარს კეთილისმქმნელნი!” (ალი იმრანი, 3/134)

 

Comment here