ძვირფასო მორწმუნენო!
ხუტბას დასაწყისში წავიკითხე აიათი, რომელშიც უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს:
„იკითხე, შენი ღმერთის სახელით, რომელმაც გააჩინა[1]!
მან გააჩინა ადამიანი შედედებული სისხლისგან[2]!
იკითხე! ღმერთი შენი უსასრულო კეთილშობილების პატრონია,
რომელმაც კალმით (წერა) შეასწავლა!
შეასწავლა ადამიანს ის, რაც მან არ იცოდა!“(ალაქ, 96/1-5)
ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე ბრძანებს: „მე მასწავლებლად ვარ მოვლენილი“. (იხ. დარიმი, „მუქადდიმე“, 32)
ძვირფასო მორწმუნენო!
ცოდნა მაშინაა ღირებული, თ ის კაცობრიობისათვის სასარგებლოა. ცოდნა მაშინაა ნამდვილი, თუ მას ღვთის კმაყოფილებისკენ მივყავართ. კარგი ცოდნა საზოგადოებას სიკეთის, სამართლიანობისა და სიყვარულისკენ წარმართავს. მას ასევე აქვს დამცველობით ფუნქციაც. ჯანსაღი ცოდნა ადამიანს და საზოგადოებას ყოველგვარი ბოროტების, უსამართლობისა და უზნეობისგან იცავს. ცოდნას, რომელსაც ამგვარი თვისებები არ გააჩნია, ის უსარგებლო და საზიანოა.
ძვირფასო მორწმუნენო!
უმეცრება ისლამის უდიდესი მტერია. ეს არის ყოველგვარი ბოროტების წყარო. უმეცრება ადამიანს ღვთისა და ხალხის თვალში უღირსს ხდის. კითხვა, სასარგებლო ცოდნით აღჭურვა და ცოდნის კაცობრიობის სასარგებლოდ გამოყენება ადამიანს სულიერად აამაღლებს. უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს:
„განა თანასწორნი არიან განსწავლულნი და უვიცნი?!“ უეჭველად, შეიგონებენ მხოლოდ ბრძენკაცნი, ჭკუასაკითხნი!“ (ზუმერ, 39/9)
„ადამიანები, ცხოველები და სხვა სულიერები სხვადასხვა ფერის არსებობს. ეშინიათ ალლაჰის მის მსახურთაგან ცოდნის მქონეთ. უეჭველად, ალლაჰი ძლევამოსილია, შემნდობია!“ (ფათირ, 35/28)
ძვირფასო მორწმუნენო!
ცოდნის გზა, სამოთხის გზაა. შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „ვინც ცოდნის შესაძენად გზას დაადგება, ღმერთი მას სამოთხის გზას გაუადვილებს“. (იხ. თირმიზი, „ილიმ“, 19)
თუ ცოდნას ამ ცნობიერებით მივიღებთ, როგორც წარსულში, და თუ სწორად გამოვიყენებთ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესაძლებლობებს, შეგვიძლია კაცობრიობის მომავალი სასიკეთოდ შევცვალოთ. თუ კალმისა და სიტყვის ძალას ჩვენს ცხოვრებაში სწორ ადგილს შევძენთ, ჩვენ შევძლებთ სამართლიანობისა და სიკეთის გაბატონებას მთელ მსოფლიოში. თუ მეცნიერებასა და სიბრძნეს ჩვენს თანამგზავრებად ვაქცევთ, ჩვენ შეგვიძლია კვლავ ვიყოთ იმედი დღევანდელ სამყაროში, სადაც ღვთაებრივი და ადამიანური ფასეულობები დღითიდღე უგულებელყოფისკენ მიდის. თუ ჩვენ ცოდნასა და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს არაგონივრულად გამოვიყენებთ, კაცობრიობა მოსალოდნელ კატასტროფას ვერ აცდება
ძვირფასო მორწმუნენო!
მომავალ ორშაბათს ახალი სასწავლო წელი იწყება. ასიათასობით ჩვენი შვილი ბაღებს, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს მიაშურებს. თითოეული ჩვენთაგანის საერთო ვალია გავზარდოთ ჩვენი შთამომავლობა ეროვნული და სულიერი ფასეულობების ერთგულ, თავისი ერისა და კაცობრიობისთვის სასარგებლო თაობებად. მაშ ასე, ჩვენი შვილები, რომლებიც ჩვენი თვალის სინათლე არიან, სულიერი და ეროვნული ღირებულებებით უნდა აღვზარდოთ, რათა მომავალი ნათელი და წარმატებული გვქონდეს. ყურანში ვკითხულობთ:
„მოუწოდე შენი ღმერთის გზისკენ სიბრძნითა და კეთილი შეგონებით“ (ნაჰლ, 16/125)
შუამავალი ასე გვასწავლის: „მე საუკეთესო ზნეობის სრულყოფისთვის ვარ მოვლენილი“. (იხ. იბნ ჰანბელი, 2, 381)
უზენაეს გამცენს ვევედრები, ეს ახალი სასწავლო წელი, ჩვენი შვილების, მშობლების, სასწავლო პროცესში ჩართული ყველა ადამიანისა და მთელი ერისთვის სიკეთისა და წარმატების მომტანი ყოფილიყოს.
ხუტბას ბოლოს კი შუამავლის ჰადისს მოვუსმინოთ:
„ან ასწავლე, ან ისწავლე, ან მოუსმინე, ან ცოდნას მხარი დაუჭირე. მეხუთე არ იყო, განადგურდები!“ (იხ. დარიმი, „მუქადდიმე“, 26)
Comment here