სათაურებიხუტბა

ცოდნას ამაღლებისკენ,
ძალადობას კი
დამდაბლებისკენ წაგვიყვანს.

ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა ყურანის აიათში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს: მოჰმადლა ალაჰმა მოწყალება მორწმუნეებს, როცა მოუვლინა მათ შუამავალი მათივე წიაღიდან, რომელიც უკითხავს მათ (ალლაჰის) აიათებს, განწმენდს მათ, ასწავლის წიგნსა და სიბრძნეს, თუმცა მანამდე იყვნენ ისინი ცხად გზააბნევაში.   (ალი იმრანი, 3/164)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე გვმოძღვრავს: “ვინც ცოდნას გასცემს, მის მიერ ნასწავლების ცოდნით გაკეთებული მადლი, ცოდნის გამცემსაც მიეცემა“. (იხ. იბნ მაჯე, „სუნნეთ“, 20)

ძვირფასო მორწმუნენო!
ისლამი, არის რელიგია, რომელიც  სწავლასა და ცოდნის მიღებას გვავალდებულებს. ისლამის მიხედვით სასარგებლოს ცოდნის შეძენა ღვთისმსახურებად ითვლება. სასარგებლო ცოდნა ღვთის კმაყოფილებამდე მიგვიყვანს. ისლამი ყველა მუსლიმს, ქალსა და მამაკაცს ცოდნის დაუფლებისკენ მოუწოდებს და განათლებას უპირველეს მოვალეობად უსახავს. ღვთისგან შუამავალს პირველად შემდეგი ბრძანება მოევლინა: „წაიკითხე, შენი გამჩენის სახელით!“ (ალაყი, 96/1)

ისლამი განათლებისა და აღზრდის საფუძველში სიკეთეს, სიყვარულსა და სამართლიანობას ამკვიდრებს.  ისლამი გვასწავლის, რომ მიღებული ცოდნა მთელი კაცობრიობისათვის სასარგებლო საქმისისთვის გამოვიყენოთ. შეგახსენებთ შუამავალის რჩევას: „ადამიანთა შორის საუკეთესო ისაა, ვინც ადამიანებისთვის სარგებლობის მომტანია“. (იხ. ქუდაი, „მუსნედუშ შიჰად“, 1, 365)

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი პიროვნების ჩამოყალიბებაში, ჩვენი ხასიათის განვითარებასა და ჩვენი იდენტობის განსაზღვრაში, ოჯახის შემდეგ, ჩვენი მასწავლებლები  ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. შუამავალიც ამბობდა, რომ ის ჩვენი მასწავლებელი იყო (იხ. დარიმი, „მუყადდიმე“, 32) დიახ, მასწავლებლები არიან განსაკუთრებული პიროვნებები, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანების სულიერ და მორალურ განვითარებას და  ჩვენს მომავალს ქმნიან. ინდივიდები და საზოგადოებები მასწავლებლების შრომის შედეგად ყალიბდებიან. შვილები ჩვენთვის დიდი წყალობაა და ჩვენ შვილებს მასწავლებლებს ვანდობთ. ღმერთს ვთხოვოთ, ჩვენი მასწავლებლების წყალობით შესაძლებელი გახდეს, რომ აღიზარდოს თაობა, რომელიც საკუთარი თავისთვის, ოჯახებისთვის, ერისთვის და მთელი კაცობრიობისათვის სასარგებლო იქნება.

ძვირფასო მორწმუნენო!მიუხედავად სპეციალობისა, ყველა მასწავლებელი უნდა ცდილობდეს, უზრუნველყოს, მოსწავლეებში ეროვნული, სულიერი და მორალური ღირებულებების ამაღლება. ისინი უნდა ცდილობდნენ აღზარდონ ადამიანები, რომლებიც იქნებიან მორწმუნენი, იცნობენ თავიანთ შუამავალს, აცნობიერებენ საიქიო ცხოვრების პასუხისმგებლობას და უყვართ თავიანთი ქვეყანა და ერი. სკოლა, სადაც მასწავლებლები სიყვარულით ექცევიან თავიანთ მოსწავლეებს, მოსწავლეებიც პატივს სცემენ მასწავლებლებს, მიიღებს საუკეთესო შედეგებს, რომელიც ხელს შეუწყობს ბედნიერი ოჯახის, მშვიდობიანი საზოგადოების და საბოლოოდ სიყვარულზე დაფუძნებული ცივილიზაციის ჩამოყალიბებას. ყურანში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს: (ო, მორწმუნენო!) და იყოს ხალხი თქვენგან სიკეთისკენ მომწოდებელი, მბრძანები მოსაწონისა და უკეთურების აღმკვეთი, და სწორედ, ეგენი არიან ნეტარნი“. (ალი იმრანი, 3/104)

ძვირფასო მორწმუნენო!
სამწუხაროდ, მსოფლიოში  სისასტიკე და უსამართლობა დღითიდღე იზრდება. ამის მიზეზი ისაა, რომ ადამიანები  ყურანისა და სუნას გზავნილებს შორდებიან. მას შემდეგ, რაც ჩვენი სულიერი ღირებულებების მიმართ პატივისცემა შემცირდა,  სიყვარულმა იკლო და ძალადობა და სიძულვილი გაიზარდა. დღე არ გადის ისე, რომ არ გავიგოთ ქალების, ბავშვებისა და მოხუცების მიმართ ძალადობის შესახებ. ისლამი ძალადობას კატეგორიულად კრძალავს და დიდ ცოდვად მიიჩნევს. ძალადობას ვერანაირი საბაბი ვერ გაამართლებს. ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია, არ აქვს მნიშვნელობა ვისგან მოდის და ვის მიმართ არის ჩადენილი. ისლამი, წყალობისა და მშვიდობის რელიგიაა და მასთან დაკავშირებით ძალადობის ხსენება უსაფუძვლოა.

ძვირფასო მორწმუნენო!
დღეს ცოდნისა და მორალის გაერთიანების დღეა. ეს არის დრო, როდესაც აუცილებელია დავიცვათ ჩვენი ოჯახები და ბავშვები მავნე ჩვევებისგან და ცრუმორწმუნე იდეოლოგიებისგან. ეს არის დრო, როდესაც საჭიროა ჩვენი ოჯახებისა და ქვეყნის სულიერად გაძლიერება და დაცვა.

ამრიგად, ჩვენ პატივისცემასა და მადლიერებას ვუძღვნით ყველა ჩვენი სკოლებისა და ასევე ყურანის კურსის მასწავლებლებს, რომლებიც ჩვენი შვილების საიმედო მომავლისათვის მუხლჩაუხრელი შრომობენ.

Comment here