სათაურებიხუტბა

ჩვენ ერთობა და ერთიანობა გვაძლიერებს

ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი წმინდა ყურანში ასე ბრძანებს:

და ჰმორჩილეთ ალაჰს და მის შუამავალს და არ შეეცილოთ ერთმანეთს, თორემ სულით დაეცემით და ძალას დაკარგავთ. და იყავით მომთმენნი, უეჭველად, მომთმენთანაა ალლაჰი!“ (ენფალი, 8/46)

ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „მორწმუნენი შენობის აგურების მსგავსი არიან, რომლებიც ერთმანეთს ამაგრებენ“. (ბუჰარი, „სალათ“, 88)

ძვირფასო მორწმუნენო!
შეიძლება მუსლიმთა საცხოვრებელი ადგილი, კანის ფერი ან სამეტყველო ენა განსახვავებული იყოს, მაგრამ ყველა მუსლიმი ერთმანეთის ძმაა. ყველა მორწმუნე მუსლიმი შუამავალ მუჰამმედის მიმდევარია. ჰადისის მიხედვით შუამავალი მორწმუნეთა ძმობის შესახებ ასე ბრძანებს:

لاَ تَبَاغَضُوا، وَلاَ تَحَاسَدُوا، وَلاَ تَدَابَرُوا، وَكُونُوا عِبَادَ اللّٰهِ إِخْوَانًا
„ერთმანეთის მიმართ წყენას გულში ნუ ჩაიდებთ, ერთმანეთის არ შეგშურდეთ, ერთმანეთს ზურგი არ აქციოთ. ალლაჰის მსახურნო, იყავით ძმები!“ (იხ. ბუჰარი, „ედებ“, 62)

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენ მთელი ისტორიის მანძილზე  ჩვენი საყვარელი შუამავლის (ს.ა.ვ.) ამ მოწოდებას ვითვალისწინებდით. ჩვენ ყოველთვის ვიცავდით ჩვენს ერთიანობას სოლიდარობას, მშვიდობასა და სიყვარულს. ამ შეგნებით ჩვენ ძმობის მრავალი მაგალითი შევქმენით. ყველანაირ სიძნელესა და უსიამოვნებას ერთიანი სიმტკიცით ვხვდებოდით. ჩვენ არასდროს დაგვივიწყებია, რომ ერთ მიწაზე ვცხოვრობთ და ერთსა და იმავე იდეალებს ვიზიარებთ. ჩვენი სიხარული და მწუხარება საერთოა. ჩვენი ლოცვა და ვედრება ერთნაირია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი აზრები, მიმდინარეობები და განწყობები განსხვავებულია, ჩვენი რწმენა ერთი და იგივეა.

ძვირფასო მორწმუნენო!
დღესაც, ისევე როგორც ადრე, არიან ისეთები, რომლებსაც მოღალატეობრივი ზრახვები გააჩნიათ და ჩვენს ერთიანობას ემუქრებიან. არიან ისეთებიც, რომლებიც ჩვენს დაპირისპირებას და ჩვენი სიმშვიდის დარღვევას ცდილობენ. არიან ისეთებიც, ვისაც ჩვენ შორის უთანხმოების და ბოროტების  დათესვით ჩვენი დასუსტება უნდა. ჩვენი მოვალეობაა ამ საკითხებთან მიმართებაში არასოდეს არ წავიდეს კომპრომისზე და ჩვენი ერთიანობა და სიყვარული შევინარჩუნოთ. ეს არის ჩვენი წმინდა ფასეულობების გარშემო გაერთიანება, როგორიცაა რელიგია, ყურანი, სამშობლო და ეზანი. ეს არის დაცვა ყველა იმ მაღალი ფასეულობისა, რაც ჩვენმა წინაპრებმა მოიპოვეს. ჩვენი მიზანია გავზარდოთ ჩვენი შვილები, როგორც კარგი ადამიანები, რომლებიც დაიცავენ ჩვენს რწმენას, ისტორიას და ცივილიზაციას.

ძვირფასო მორწმუნენო!
სამწუხაროდ, გასულ კვირას კიდევ ერთი ტერორისტული აქტი განხორციელდა და უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ. ჩვენ გვწამს, რომ უზენაესი გამჩენის წყალობა მოწამეობრივად გარდაცვლილი ძმებისთვის იქნება. ისინი სამოთხის წყალობით გაიხარებენ. მათი ოჯახის წევრები უნდა დავაფასოთ და მათზე ზრუნვა მნიშვნელოვან მოვალეობად გავიხადოთ. ჩვენ გვჯერა, რომ ღმერთი მორწმუნეთა შემწეა და საბოლოო გამარჯვებას სწორედ მათ უწყალობებს. მოძალადე აგრესორები პალესტინაში ისევ აგრძელებენ გაუგონარი სისასტიკის ჩადენას და ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს ხოცავენ. ისინი აუცილებლად დამარცხდებიან: უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:

და თქვი: მოვიდა ჭეშმარიტება, მოიშთო სიცრუე. უეჭველად, სიცრუე განწირულია მოსაშთობად. (ისრა, 17/81)

Comment here