სათაურებიხუტბა

ჩვენ ერთი
უმმეთი
ვართ

ძვირფასო მორწმუნენო!
ერთ დღეს შუამავლის მეჩეთში რამოდენიმე მორწმუნე შეკრებილიყო და საუბრობდნენ. საუბრის დროს ერთმანეთთან კამათი დაიწყეს. საკითხი რასისტულ და ფაშისტურ დამოკიდებულებებს ეხებოდა, რაც უმეცრების ხანიდან შემორჩენილ მავნე ტრადიციას ეფუძნებოდა. იქ მყოფთაგან ერთ-ერთმა სელმანი ფარისს, რომელიც წარმოშობით ირანელი იყო და შუამავალი ძალიან აფასებდა, ჰკითხა, შენ საიდან და რა გვარისა ხარო. ამ კითხვას სელმანმა ასეთ პასუხი გასცა: „მე ისლამის შვილი ვარ. მე ერთი გზააბნეული ადამიანი ვიყავი. ღმერთმა შუამავლის მეშვეობით გადარჩენის გზა მიწყალობა. მე ღარიბი ვიყავი. ღმერთმა შუამავლის სახით დიდი სიმდიდრე მიწყალობა. მე მონა ვიყავი. ღმერთმა შუამავლის მეშვეობით თავისუფლება მიბოძა“. ამ ყველაფერს ჰზ. ომარიც ისმენდა. მან იქ მყოფებს ასე მიმართა: „გინდათ ჩემი გვარის შესახებაც გაიგოთ? მეც ისლამის შვილი და სელმანის ძმა ვარ!“  

ძვირფასო მორწმუნენო!
ეს მოვლენა საგულისხმო და დასაფიქრებელ გზავნილებს შეიცავს. უპირატესობა წარმომავლობის მიხედვით არ განისაზღვრება. ნამდვილი ღირსება ჭეშმარიტ რწმენასა და ღვთისმოსაობაშია. ნამდვილი ძმობა კი სულიერი ძმობის სიმტკიცით განისაზღვრება.

ჩვენ წმინდა ყურანის აიათებს უნდა მივყვეთ და მისგან მიღებული ცოდნით ერთობა და ერთიანობა განვამტკიცოთ.

უეჭველად, თქვენი ეს სარწმუნოება[1] ერთი და იგივე სარწმუნოებაა[2]. და მე თქვენი ღმერთი ვარ. მაშ, თაყვანი მეცით მე! (ენბია 21/92)

ჩვენ ასევე მტკიცეთ უნდა მივყვეთ შუამავლის მოძღვრებას და დედამიწაზე სამართლიანობისა და სიკეთის დამკვიდრებისთვის ვიზრუნოთ.

„თქვენა ხართ ყველაზე საუკეთესო თემი, ვინც კი მოვლენილა ხალხთა შორის, ბრძანებთ სასურველს და კრძალავთ საძულველს, რადგანაც გწამთ ალლაჰის. ხოლო რომ ეწრმუნათ ღვთიური წიგნის ხალხს, მათთვისვე იქნებოდა უკეთესი. მათ შორის არიან მორწმუნენი, მაგრამ გზასამცდარნიც არიან დიდი ნაწილი მათგან“. (ალი იმრანი, 3/110)

შუამავალი გვასწავლის, რომ მუსლიმი უმმეთი ერთიანია, როგორც ერთი სხეული. მორწმუნე თავის ძმას არ გაწირავს, ზურგს არ აქცევს და იმედს არ გაუცრუებს. შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „მუსლიმი მუსლიმის ძმაა. მას არ დაჩაგრავს და მტერს არ ჩააბარებს“. (იხ. მუსლიმ, „ბირ“, 58)

ძვირფასო მორწმუნენო!
სამწუხაროდ, ისლამის უმმა, რომელიც ერთიანობასა და სოლიდარობაში უნდა იყოს, დღეს დაქუცმაცებულია. დღეს ის უთანხმოების, კორუფციისა და განხეთქილების ცეცხლით იწვის. მუსლიმები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დისკრიმინაციას, მარგინალიზაციას და სხვადასხვა სახის ზეწოლას განიცდიან. მჩაგვრელები, რომლებიც არ აღიარებენ ადამიანთა უფლებებსა და კანონებს, გამბედაობას პოულობენ საიმისოდ, რომ მუსლიმები დაჩაგრონ და შეავიწროვონ. სისასტიკითა და სიძულვილით მოტივირებული მკვლელები ურცხვად ესხმიან თავს მუსლიმებს მთელი მსოფლიოს თვალწინ. სადისტი მკვლელები ბომბებს უშენენ მშვიდობიან მოსახლეობას და ქალებს, მოხუცებსა და ბავშვებს ხოცავენ.  ამითაც არ კმაყოფილდებიან და ეს დაუნდობელი ხალხი ხელს უშლიან ჰუმანიტარულ დახმარებას და მათთან საკვებისა და დასალევი წყლის შეღწევას ზღუდავენ. ე.წ. უფლებადამცველები კი ჩუმად არიან და ამ გაუგონარი დანაშაულებების ირიბ მხარდაჭერას გამოხატავენ.

ძვირფასო მორწმუნენო!
მოდით, ყველა სახის კონფლიქტს და განსხვავებას თავი დავანებოთ და ჩვენი ურთიერთობის საფუძვლად ისლამური ძმობა ავიღოთ. მოდით,  ჩვენი რელიგია საუკეთესო სახით წარმოვადგინოთ; ჩვენი რწმენით, თაყვანისცემით, ზნეობით, ჩვენი სიტყვებითა და მოქმედებებით. მოდით, ყოველთვის შევინარჩუნოთ ჩვენი ცნობიერება, რომ ჩვენ ერთნი ვართ და ეს ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ. მოდით, შევინარჩუნოთ ძალა, რომელსაც ვიღებთ ჩვენი რწმენიდან, ღირსება, რომელსაც ვიღებთ ისლამიდან და ძალა, რომელსაც ვიღებთ ჩვენი ძმობიდან.

ხუტბას ბოლოს კი ისევ შუამავლის მოძღვრება მინდა შეგახსენოთ: „უპირატესობისთვის ერთმანეთს ნუ გაეჯიბრებით. ერთმანეთის ნუ შეგშურდებათ. ერთმანეთის მიმართ წყენა ნუ გექნებათ. ზურგს ნუ აქცევთ ერთმანეთს. ალლაჰის მსახურები! იყავით ძმები!” (იხ. მუსლიმ, „ბირ“, 28)

[1] ისლამი
[2] რაც კი მოვლენილა ადამიდან მუჰამმედ შუამავლის ჩათვლით. ყველა აბსოლუტურად მონოთეიზმის მომწოდებელი იყო

Comment here