ძვირფასო მორწმუნენო!
წმინდა ყურანის აიათში უზენაესი გამჩენი ასე ბრძანებს:
„ლოცვად დადექით (შეასრულეთ), ზექათი გაეცით და რა სიკეთესაც წაიმძღვარებთ საკუთარი სულისთვის, იმას ჰპოვებთ ალლაჰთან. უეჭველად, ალლაჰი ხედავს, რასაც აკეთებთ! (ბაყარა 2/110)
ჰადისის მიხედვით კი შუამავალი ასე გვმოძღვრავს: „ღმერთმა ზექათი ქონების დარჩენილი ნაწილის განსაწმენდად დაადგინა“. (იხ. ებუ დავუდ, „ზექათ“, 32)
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი რელიგიის ისლამის მიერ დადგენილი ხუთი ძირითადი პრინციპიდან ერთ-ერთი ზაქათია. მუსლიმი, რომელიც რელიგიური საზომების მიხედვით მდიდრად ითვლება, უზენაესი გამჩენის კმაყოფილების მოპოვების მიზნით, თავისი სიმდიდრის გარკვეულ ნაწილს წელიწადში ერთხელ გაჭირვებულებს უზიარებს. ზექათი ხვთისადმი მადლიერების გამოხატულებაა, იმ წყალობათა გამო, რასაც ის მოგვმადლის. შუამავალი გვასწავლის: „ზექათი ისე აქრობს შეცდომებსა და ცოდვებს, როგორც წყალი ცეცხლს“. (იხ. თირმიზი, „ჯუმა“, 79)
ძვირფასო მორწმუნენო!
ზაქათი მდიდარი მუსლიმისთვის არჩევანი არ არის, არამედ ის ვალდებულებაა. ზაქათის გაცემა ზრდის მოგებას, სიმშვიდეს ანიჭებს გულს და მორწმუნეთა სამოთხეში შესვლის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. ზაქათის გადაუხდელობა მორწმუნეს ართმევს ბარაქას და სიძუნწის მონად გადააქცევს.
ძვირფასო მორწმუნენო!
უზენაესი გამჩენი ყურანში ასე ბრძანებს: „და მათ ქონებაში წილია, მთხოვნელთათვის და ღატაკთათვის“. (ზარიათი, 51/19) დიახ. ზექათის გადახდით მდიდარი მუსლიმი ღარიბების კუთვნილს გასცემს, რადგან მის ქონებაში ღარიბებისთვის განკუთვნილი წილია. ზექათი მორწმუნეთა შორის სიყვარულისა და ნდობის კავშირებს აძლიერებს. ზექათი საზოგადოებაში სოციალურ ბალანსს ინარჩუნებს და შედეგად სტაბილურობასა და კეთილდღეობას უზრუნველყოფს.
ძვირფასო მორწმუნენო!
ზექათი არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, არამედ მთელ მსოფლიოში სიკეთისა და თანადგომის მარცვალს თესავს. ზექათის საშუალებით მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში გაჭირვებულებს დახმარების ხელი გაეწოდებათ და მათ მდგომარეობა შემსუბუქდება. ზექათი ის იმედია, რომელიც გაჭირვებასა და განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანებს შვებას მოჰგვრის.
ზექათი რამადანის თვეში გაჭრივებულ ადამიანებს იფთრისა და საჰურის სიხარულს განაცდევინებს. ზექათის საშუალებით ობლებსა და მიუსაფარებს მდგომარეობა უმსუბუქდებათ და ბაირამის სიხარულს იზიარებენ. ერთ-ერთი ჰადისის მიხედვით, შუამავალს საჩვენებელი და შუა თითი ერთმანეთთან მიუტანია და ასე უთქვამს: „ვინც ობლის მიმართ მზრუნველობას გამოიჩენს, მე და ის სამოთხეში ასე ერთად ვიქნებით“. (იხ. ბუჰარი, „თალაქ“, 25)
ძვირფასო მორწმუნენო!
დიანეთის დახმარების ფონდი ზექათის განაწილების საქმეში აქტიურადაა ჩართული. „ჩვენი ძმობა ზექათით გავაძ₾იეროთ“, ამ სლოგანით მორწმუნეთა მიერ გაცემული ზექათი ადრესატებამდე აღწევს და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაჭრივებულ ადამიანებს დახმარების ხელს ვუწვდით. თქვენც შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ ამ საქველმოქმედო კამპანიაში.
ამ რამადანის თვეში ღმერთს შევავედრებთ, წარსულიდან დღემდე ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მოწყალებას გასცემდნენ და დღეს ცოცხლები აღარ არიან, ხოლო ცოცხლებს ჯანმრთელობას, ბედნიერებას ადა ბარაქას ვუსურვებთ.
ხუტბას დასასრულს კი ისევ ყურანის აიათს მოვუსმინოთ:
„ვერასდროს მიაღწევთ ღვთისნიერებას, თუ არ გაიღებთ იმას, რაც გიყვართ. და რაც უნდა გაიღოთ, უეჭველად, ალლაჰმა უწყის იგი!“ (ალი იმრანი, 3/92)
Comment here