ძვირფასო მორწმუნენო!
მექას გათავისუფლების დღე იყო. იმ დღეს დიდი მონატრება დასრულდა და ისინი მშბლიურ ქალაქშ დაბრუნდნენ. მორწმუნეები ფაქტიურად დღესასწაულის სიხარულს განიცდიდნენ და ყველანი ერთად ღმერთს მადლობას სწირავდნენ. როდესაც შუამავლის ერთგული მეგობარი და თანამგზავრი აბუ ბაქარი მექაში შევიდა, მაშინვე მამის სანახავად წავიდა. მან მამამისი შუამავალთან მიიყვანა, რადგან მამამისს გულით სურდა, რომ ისლამი მიეღო. როდესაც შუამავალმა დაინახა აბუ ბაქარის მამა, რომელსაც სიარული უჭირდა, ერთგულ მეგობარს უთხრა: „ნეტა ეს ხანდაზმული კაცი არ შეგეწუხებინა და მე თვითონ მასთან მივსულიყავი“. (იხ. იბნ ჰანბელი, 6, 350). შემდეგ ჰზ. აბუ ბაქარის მამა ებუ ქუჰაფე მუსლიმი გახდა.
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი ოჯახის უხუცესები, განსაკუთრებით კი ჩვენი მშობლები, ღვთის კმაყოფილების მოპოვებისა და სამოთხეში მოხვედრის საშუალებას წარმოადგენენ. მათდამი კარგი მოპყრობა ჩვენთვის ზეციური წყალობისა და მიტევების საშუალებაა. მათ ჩვენს ოჯახებში ბარაქისა და სიხარულის მოტანა შეუძლიათ. მათი არსებობა ოჯახში სიმშვიდისა და ნდობის გარანტია. ისინი განსაკუთრებული პიროვნებები არიან, რომლებიც ჩვენი ოჯახის ერთიანობას ინარჩუნებენ. ჩვენი ოჯახები და საზოგადოება მათთან ერთად უფრო ძლიერია. მათი ლოცვითა და მორალური მხარდაჭერით მიმდინარე პრობლემებს უფრო იოლად ვუმკლავდებით.
ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი ოჯახის უხუცესებმა ჩვენს აღსაზრდელად ბევრი მსხვერპლი გაიღეს. ისინი თავიანთი გამოცდილებით, ყოველთვის მხარში გვიდგანან. ჩვენ მათგან ვისწავლეთ სიყვარული და პატივისცემა, სიკეთე და სამართლიანობა, ზრდილობა და პასუხისმგებლობა. ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას და თანადგომას. მათ გადმოგვცეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ფასეულობები. ისინი ჩვენი ცოცხალი ისტორიაა, ჩვენი მეხსიერება, რომელიც არასოდეს შეიცვლება. ამიტომ პატივი ვცეთ მოხუცებს, რათა მომავალი გარანტირებული გვქონდეს.
ძვირფასო მორწმუნენო!რა სამწუხაროა, რომ მრავალი მოხუცი დღეს მარტო ცხოვრობს. მრავალი ჩვენი ხანდაზმული ადამიანი ოთხ კედელშია გამომწყვდეული და შვილებისა და შვილიშვილების გამოჩენას ამაოდ ელოდება. თუნდაც არდადეგებსა და შვებულებების დროს მოხუცების მონახულებისა და მათი გახარების ნაცვლად უპირატესობა გართობასა და დასვენებას ენიჭება. ჩვენი სარწმუნოება გვავალდებულებს ვიზრუნოთ მშობლებზე, მოხუცებზე, ოჯახის წევრებსა სხვა გარშემომყოფ ადამიანებზე. ჩვენ არ შეგვეფერება ცხოვრების ისეთი წესი, რომ მხოლოდ ჩვენს ინდივიდუალურ მოთხოვნილებებსა და მიზნებს ავყვეთ და მოხუცები მზრუნველობის გარეშე დავტოვოთ. შუამავალი გვასწავლის, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი ურთიერთობა ნათესავებთან, მით უფრო ძლიერი იქნება კავშირი ჩვენსა და ღმერთს შორის.
ძვირფასო მორწმუნენო!ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, გუშინ ვინც ახალგაზრდა იყო, დღეს მოხუცია და ვინც დღესაა ახალგაზრდა, ხვალ მოხუცი იქნება. უზენაესი გამჩენი ყურანში ასე ბრძანებს: „იგია ალლაჰი, რომელმაც გაგაჩინა თქვენ სუსტისგან[1], სისუსტის[2] შემდეგ დაგიდგინათ სიძლიერე და მერე შეგიცვლით ამას სისუსტითა და ჭაღარით. გააჩენს, ინებებს რასაც, რამეთუ იგია ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე!“ (რუმი, 30/54) ამიტომ, დღეს ჩვენი მოვალეობაა, მოხუცებს თანაგრძნობითა და პატივისცემით მოვეპყროთ. ყოველთვის სასიამოვნო სიტყვებით ვესაუბროთ და გული არასოდეს ვატკინოთ. ხშრად მოვინახულოთ და მათი პრობლემებით გულწრფელად დავინტერესდეთ. გვახსოვდეს, რომ ყოველი ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ მათი ცხოვრების გასაადვილებლად, ღვთის კმაყოფილების მოპოვებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ასევე უნდა ვიზრუნოთ, რომ მომავალი თაობები ისე ავღზარდოთ, ოჯახისა და უფროსების პატივისცემა იცოდნენ და ეროვნული და სულიერი ფასეულობები არ დაკარგონ.
Comment here