სათაურებიხუტბა

შრომის
ოფლი — წმინდაა

ძვირფასო მუსლიმებო!
ერთ დღეს, როდესაც ჩვენი საყვარელი შუამავალი (ს.ა.ს.) საჰაბეებთან ერთად იმყოფებოდა, მათ იყო ერთი კაცი, რომელიც ძლიერ და მხნედ გამოიყურებოდა. მისი გარეგნობა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ზოგმა საჰაბემ თქვა: „ალლაჰის შუამავალო! ნეტავ ეს კაცი თავის ძალას ალლაჰის გზაზე იყენებდეს!“ ამაზე შუამავალმა (ს.ა.ს.) უპასუხა: „თუ ეს ადამიანი შრომობს, რათა ოჯახისა და შვილების რჩენა შეძლოს, მაშინ იგი ალლაჰის გზაზეა. თუ მშობლების საჭიროებებს აკმაყოფილებს — მაშინაც ალლაჰის გზაზეა. თუ იგი თავისი ღირსების და პატივის დასაცავად შრომობს — კვლავაც ალლაჰის გზაზეა.“ (ტაბერანი, ელ-მუღ’ჯემულ-ევსატი, VII, 56)

ძვირფასო მორწმუნენო!
ჩვენი დიადი რელიგია – ისლამი, მიიჩნევს, რომ ადამიანი, რომელიც ალლაჰის ბრძანებებსა და აკრძალვებს ემორჩილება, და ცდილობს საკუთარი და ოჯახის სარჩო-საბადებელი ჰალალი და კანონიერი გზით მოიპოვოს, ამას როგორც ღვთისმსახურება, ისე აფასებს.

ისლამი აღიარებს შრომით მიღებულს და ოფლით მოპოვებულს წმინდად. იგი კრძალავს უმოქმედობას, ზარმაცობას, მავნე-მომთხოვნელობას, დროისა და ცხოვრების ფუჭად ხარჯვას.

დიადი ალლაჰი ბრძანებს: „და სხვა არფერია ადამიანი, გარდა იღვწოდა რასაც. უეჭველად, გარჯა მისი სულ მალე დანახულ იქნება.“ (სურა ნეჯმი, 53/39–40)

ამით ალლაჰი გვასწავლის, რომ ამქვეყნიური ბენიერებისა და საიქიო ნეტარების მისაღწევად აუცილებელია მუდმივი შრომა და ძალისხმევა.

ძვირფასო მუსლიმებო!
ჩვენი რელიგია – ისლამი, ისეთივე მნიშვნელობას ანიჭებს შემოსავლის კანონიერებას, როგორც მის ჰალალობას. ამიტომ, მუშაობას, საქმიანობის დაწყებასა და შემოსავლის მოპოვებას თავისი წესები და ეთიკა აქვს.

რაც ალლაჰმა ჰარამად (აკრძალულად) გამოაცხადა — მისი ყიდვა-გაყიდვა მიუღებელია.

ამიტომ, მორწმუნე ადამიანი: ვერ აწარმოებს, ვერ იყიდის, ვერ გაყიდის, ვერ მოიხმარს და ვერ ითანამშრომლებს ალკოჰოლთან დაკავშირებით — რადგან იგი აზროვნებას უბინდავს, უბედურ შემთხვევებს და დანაშაულებს იწვევს.

ვერ ითამაშებს აზარტულ თამაშებს, ვერ ათამაშებს და ვერც  ხელს შეუწყობს აზარტულ თამაშებს (ყუმარს) — რომლებიც ოჯახებს ანგრევს და საზოგადოების ჭრილობებს აღრმავებს.

ვერ იღებს, ვერ გასცემს და ვერ შუამდგომლობს ვახშზე დაფუძნებულ სესხში (რიბა) — რომელიც ქონებისა და სიცოცხლის ბარაქას ანადგურებს და შრომისა და ნამოღვაწარის მტერია.

ვერ გაერევა შავი ბაზრის საქმიანობაში, მევახშეობას ან საქონლის შეგნებულად დასაწყობებასა და ხელოვნურ კრიზისს შექმნაში, რადგან ეს ყველაფერი საზოგადოებრივ მშვიდობას არღვევს, ამიტომაც აკრძალულია.

ძვირფასო მორწმუნეებო!
ისლამში რიგით მუშასაც თავისი პასუხისმგებლობები აქვს.

რიგირთი მუშაც უნდა აცნობიერებდეს, რომ ის ადგილი, სადაც ის მუშაობს, და იქ არსებული ნივთები — მასზე მიბარებულია ამანათია. არ უნდა მიაყენოს ზიანი არც სამუშაო სივრცეს და არც აღჭურვილობას. არ უნდა გამოიყენოს სამსახურის ინვენტარი პირადი მიზნებისთვის. არ უნდა გასცეს სამსახურებრივი კონფიდენციალური ინფორმაცია. უნდა დაიცვას სამუშაო გრაფიკი და არ უნდა უგულებელყოს დაკისრებული საქმე. კოლეგების მიმართ უნდა გამოიჩინოს პატივისცემა, ისევე დაიცვას მათი უფლებები, როგორც საკუთარი, და კატეგორიულად უნდა განუდგეს ისეთ საქციელებს, რომლებიც სხვას ავნებს.

ძვირფასო მუსლიმებო!
ისლამი დამსაქმებელსაც მრავალ ვალდებულებას აკისრებს.დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს საყვარელი შუამავალის (ს.ა.ს.) სიტყვები: მუშას ანაზღაურება ოფლის გაშრობამდე გადაუხადეთ.“ (იბნი მაჯე, რუჰუნი, 4)

ამიტომ, დამსაქმებელი ვალდებულია მუშას სრულად და დროულად გადაუხადოს.

იგი ვერ აიძულებს მუშაკს მძიმე პირობებში მუშაობას მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ, და ვერ ჩამოართმევს მას კანონიერი სოციალური უფლებებს, მხოლოდ იმის გამო, რომ იაფი სამუშაო ძალა მოიპოვოს.

დამსაქმებელი პასუხისმგებელია, როცა საქმე ეხება მუშაკის ადამიანურ საჭიროებებსა და უფლებებს.

ამიტომ, დამსაქმებელი: ვერ აუკრძალავს ხუთი დროის ლოცვასა და ჯუმღ’ა ლოცვის დროულად შესრულებას, რადგან უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: უეჭველად, მორწმუნეებისთვის ლოცვა დადგენილია განსაზღვრულ დროს... (სურა ნისა, 4/103)

ვერ შეუშლის ხელს მარხვის დაცვაში, და ქალბატონებს ვერ აუკრძალავს რელიგიური სტანდარტების შესაბამისად შემოსვას, რაც ალლაჰის ბრძანებაა და მორწმუნის მორთულობა.

ასევე, დამსაქმებელი ვერ შეუზღუდავს დასვენების პერიოდებს, კვირეულ ან წლიურ შვებულებებს — რადგან ესეც მუშაკის ბუნებრივი და რელიგიით გარანტირებული უფლებაა.

დამსაქმებელმა უზენაესი ღმერთის შემდეგი ბრძანება უნდა გაითვალისწინოს:

فَلَا تَتَّبِعُوا الْهَوٰٓى اَنْ تَعْدِلُواۚ
„ნუ გაყვებით გულისნადებს, რომ არ გადაუქციოთ ჭეშმარიტებას.“ (სურა ნისა, 4/135)

ამ ბრძანების თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია დაიცვას მუშაკის უფლებები და ღირსება. იგი ვერ მოახდენს მუშაკზე სისტემატურ ზეწოლას. ვერ იმოქმედებს ისე, რომ შეილახოს მისი ღირსება, თავმოყვარეობა და სიწმინდე. უსამართლოდ ვერ გაათავისუფლებს სამუშაოდან. ვერ დააზარალებს მის ოჯახს და შვილებს. დამსაქმებელი აგრეთვე პასუხისმგებელია: სამუშაო გარემოს უსაფრთხოებაზე და იმაზე, რომ თანამშრომელი ჯანსაღ პირობებში შრომობდეს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს დასაქმებული ადამიანი ისეთ სამუშაოზე, სადაც საფრთხე შეექმნება სიცოცხლეს, ან დაირღვევა მისი გონებრივი, ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობა. რადგანაც საყვარელი შუამავალის (ს.ა.ს.) სიტყვები ერთმნიშვნელოვანია: ვინც ზიანს მიაყენებს ხალხსალლაჰიც მას მიაყენებს ზიანს. ვინც ადამიანებს ცხოვრებას გაურთულებსალლაჰი მას გაურთულებს ცხოვრებას.“ (ებუ დავუდი, აყდიე, 31)

ძვირფასო მორწმუნეებო!
ალლაჰის წინაშე, ადამიანს უპირატესობა არ განისაზღვრება იმით, მუშაა თუ დამსაქმებელი.

ნამდვილი უპირატესობა არის ღვთისმოშიშებაში  — ანუ: ღმერთისადმი გულწრფელი მოკრძალებაში, მისი ბრძანებების შესრულებასა და აკრძალვებისგან განდგომაში.

ამრიგად, ჩვენი გამჩენის კმაყოფილების მოპოვება, სამართლიანობა, ჭეშმარიტება, გულწრფელობა და გულის მოგება უნდა დავაყენოთ ყველასა და ყველაფერზე მაღლა.

არ დაგვავიწყდეს, რომ ნამდვილი სიმშვიდე და ბედნიერება არაა მხოლოდ მოხმარებასა და დაგროვებაში, არამედ — გაზიარებასა და სიქველეში.

ხუტბა მინდა დავასრულო საყვარელი შუამავალის (ს.ა.ს.) შემდეგი ჰადისით: „…არავინ მოკვდება ისე, ვიდრე არ მიიღებს იმ საზრდოს, რაც ალლაჰმა მისთვის განაწესა. მაშ, იყავით ღვთისადმი მოკრძალებულნი და ეძიეთ სარჩო ლეგალური გზითაიღეთ მხოლოდ ჰალალი და განუდექით ჰარამს.“ (იბნი მაჯე, თიჯარეთი, 2)

Comment here